„ალექსანდრიანი“, ქართულად ნათარგმნი ლიტერატურული ძეგლია, რომლის პირველწყაროა ფსევდოკალისტენეს თხზულება ალექსანდრე მაკედონელის შესახებ („ალექსანდრეს რომანი“). XV საუკუნეში გაჩნდა ამ თხზულების სერბული რედაქციის რუსული ვარიანტი, რომელიც მცირეოდენი ცვლილებით 1699-1713 პროზად თარგმნა არჩილ მეფემ მოსკოვში ყოფნის დროს.
ხელნაწერი არასრულად შეიცავს მეფე არჩილის თარგმანის ტექსტს და ტექსტუალურად თითქმის არ განსხვავდება №19 ხელნაწერისგან. ამავე ტექსტს შეიცავს №28, №297 ხელნაწერები და №101 კრებული (89r-153r). ამ უკანასკნელში, ისევე როგორც №123 ხელნაწერში, ტექსტი არასრულია და იმავე წინადადებაზე მთავრდება, როგორც მოცემული ხელნაწერი - „ტირილითა და მწუხარებითა ალექსანდრეს, ვითარცა ცოცხალსა ეტყოდა“. ეს ფაქტი ამ ხელნაწერთა გარკვეული ურთიერთმიმართების (მაგ. საერთო დედანი, რომელსაც აკლდა ბოლო ფურცელ(ებ)ი) ნიშანი შეიძლება იყოს.
ქართული „ალექსანდრიანი“ თავისუფალი თარგმანია. მთარგმნელი ტექსტს ზოგან აკლებს, ზოგან ავრცობს. კომპოზიციური შემადგენლობით, სიუჟეტის მძაფრი განვითარებით იგი იმდროინდელი ქართველი საზოგადოებისთვის იმდენად საინტერესო საკითხავი წიგნი ყოფილა, რომ არსებული თარგმანის ნიადაგზე შექმნილა როგორც გალექსილი, ისე ვრცელი პროზაული რედაქციები.
ტექსტში შიგადაშიგ სიტყვები და ფრაზები ხაზგასმულია ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ. ზოგან აქვს კომენტარი არშიაზე „რატომ?“ და ა. შ.
- შიფრი:
- 1446/123
- სახელწოდება:
- ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა
- საუკუნე:
- XVIII ს. მიწურული
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 110
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს ჭრელი ყდა ტყავის კუთხეებით.
- ზომები
-
ყდის:
230x180
ქაღალდის:
220x175
ტექსტის:
180x137
სისქე:
25
სტრიქონებს შორის მანძილი:
15
- არშიები
-
ზედა:
30
ქვედა:
32
მარცხენა:
30
მარჯვენა:
28
- სტრიქონების რაოდენობა:
- 18
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი, არაბული ციფრებით.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
ისტორია ალექსანდრეს მეფისა მაკედონიისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა და ყოვლისა სამხრეთისა და თვთმპყრობელისა მეფეთ მეფისა (1r).
- წყდება:
-
... ხოლო როკსანა სამოსელი თვისი გარდაიხია და თმანი თავისა თვისისანი დაიგლიჯა და ტირილითა და მწუხარებითა ალექსანდრეს, ვითარცა ცოცხალსა ეტყოდა [...] (225r).
-
„ეკუთვნის ალექსანდრე ხახანაშვილს 1895 წელსა, მოსკოვი“ (ფორზაცის r).
-
უმნიშვნელო მინაწერები (225v).
„ალექსანდრიანი“, ქართულად ნათარგმნი ლიტერატურული ძეგლია, რომლის პირველწყაროა ფსევდოკალისტენეს თხზულება ალექსანდრე მაკედონელის შესახებ („ალექსანდრეს რომანი“). XV საუკუნეში გაჩნდა ამ თხზულების სერბული რედაქციის რუსული ვარიანტი, რომელიც მცირეოდენი ცვლილებით 1699-1713 პროზად თარგმნა არჩილ მეფემ მოსკოვში ყოფნის დროს.
ხელნაწერი არასრულად შეიცავს მეფე არჩილის თარგმანის ტექსტს და ტექსტუალურად თითქმის არ განსხვავდება №19 ხელნაწერისგან. ამავე ტექსტს შეიცავს №28, №297 ხელნაწერები და №101 კრებული (89r-153r). ამ უკანასკნელში, ისევე როგორც №123 ხელნაწერში, ტექსტი არასრულია და იმავე წინადადებაზე მთავრდება, როგორც მოცემული ხელნაწერი - „ტირილითა და მწუხარებითა ალექსანდრეს, ვითარცა ცოცხალსა ეტყოდა“. ეს ფაქტი ამ ხელნაწერთა გარკვეული ურთიერთმიმართების (მაგ. საერთო დედანი, რომელსაც აკლდა ბოლო ფურცელ(ებ)ი) ნიშანი შეიძლება იყოს.
ქართული „ალექსანდრიანი“ თავისუფალი თარგმანია. მთარგმნელი ტექსტს ზოგან აკლებს, ზოგან ავრცობს. კომპოზიციური შემადგენლობით, სიუჟეტის მძაფრი განვითარებით იგი იმდროინდელი ქართველი საზოგადოებისთვის იმდენად საინტერესო საკითხავი წიგნი ყოფილა, რომ არსებული თარგმანის ნიადაგზე შექმნილა როგორც გალექსილი, ისე ვრცელი პროზაული რედაქციები.
ტექსტში შიგადაშიგ სიტყვები და ფრაზები ხაზგასმულია ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ. ზოგან აქვს კომენტარი არშიაზე „რატომ?“ და ა. შ.
ხელნაწერის მფლობელი - ალექსანდრე ხახანაშვილი (ფორზაცის r), [XVIII ს. მიწურული].
ცალკეა გამოყოფილი „წუხილი დარიოზისა“ (35v-43r) და „ტირილი დარიოზისა“ (43r-51r).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 127.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.127-128.
„ალექსანდრიანი“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო რევაზ მირიანაშვილმა, თბილისი, 1980.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
ციტირება
ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/145 წვდომის თარიღი: