მასალა რუსულ-ქართული ლექსიკონისათვის


1446/122

ზოგადი აღწერა:

იოანე ბატონიშვილის მიერ რუსულიდან გადმოღებული მასალა ლექსიკონისათვის, რუსული ლექსიკური ერთეულების ქართული ტრანსკრიფციითა და თარგმანებით.

ხელნაწერი იოანე ბატონიშვილის ავტოგრაფული ნუსხაა და თავდაპირველად ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში (მოსკოვი) იყო დაცული; საქართველოში ჩამოიტანეს 1925 წელს სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად.

შიფრი:
1446/122
სახელწოდება:
მასალა რუსულ-ქართული ლექსიკონისათვის
თარიღი:
1819
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერის ანდერძი.

ავტორ(ებ)ი:
გადამწერი/დამწერი:
გადაწერის ადგილი:
ფურცლების რაოდენობა:
336
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ლურჯნაჭერგადაკრული მუყაოს ყდა.

ზომები

ყდის:

240x180


ქაღალდის:

221x175


ტექსტის:

190x155


სისქე:

70


სტრიქონებს შორის მანძილი:

10

არშიები

ზედა:

14


ქვედა:

10/15


მარცხენა:

20


მარჯვენა:

10

სტრიქონების რაოდენობა:
22/28
განკანონება/ჭვირნიშანი:

შეიმჩნევა ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

 გვერდობრივი და რვეულებრივი. აღნიშნულია არაბული ციფრებით, ხოლო რვეულებრივი - მხედრული გრაფემებით.

გაფორმება:

ხელნაწერი პრიმიტიულად არის გაფორმებული ყვავილების, ფრინველებისა და ადამიანის გამოსახულებებით (5r, 11r-v, 16r,18v, 24v, 42v, 74r-v, 209r, 224r-227r, 243r, 248r, 260r, 278v, 285r).

დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

სოლნცე - მზე - შამას

ლუნა - მთოვარე - ყამარ

ვენერა - აფროდიტი - ასპიროზ, ზორა [...] (2r)

  1. მხედრული: „მეფის ძის იოანესაგან ნათარგმნი რუსულ - სლავენურის ენისაგან, თჳთ მის მიერვე აღწერილნი, ქართულის ასოებითა რუსულიცა წაიკითხების; სანკტპეტერბუღსა შინა წელსა ჩყით - 1819“ (1v).


  2. მხედრული: „ივანე ბატონისშვილის ნათარგმნი ლექსიკონი და მის მიერვე ბოძებული ძმისა თჳსისა მეფის ძის თეიმურაზისა“ (2r).


  3. მხედრული: ტექსტის ბოლოს - „სრულ არს“ (336v).


  1. ხელნაწერი არის იოანე ბატონიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის ცნობილი ავტოგრაფული ნუსხა.

  2. რუსული ტექსტი ნაწერია ქართული ტრანსკრიპციით, ლექსიკონი ანბანურად არ არის დალაგებული.

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 127.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.125-126.

  3. დავით და იოანე ბაგრატიონების ლექსიკოგრაფიული ნაშრომები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო ლილი ქუთათელაძემ, თბილისი, 1967.

  4. მ. კელენჯერიძე, რუსულ-ქართული ხელნაწერი ლექსიკონები XVIII-XIXსს., თბილისი, 1961.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).

ციტირება

მასალა რუსულ-ქართული ლექსიკონისათვის. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/144 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში