გვირგვინი


1446/121

ზოგადი აღწერა:

გვირგვინი წმინდა გაბრიელ მცირის მიერ შედგენილი ასკეტიკური კრებულია. წმინდა გაბრიელ მცირე, დავითგარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ბერი იყო. ის მოთარეშე ლეკებმა მოკლეს 1802 წელს. საქართველოს ეკლესიამ წმინდა გაბრიელი წმინდანად შერაცხა (ხს. დღე 30 მარტი (17 მარტი)).

ხელნაწერს ბოლოში ახლავს ბაგრატ ბატონიშვილის მიერ შესრულებული ვრცელი ანდერძი, რომელშიც დაწვრილებით არის მოთხრობილი გაბრიელ მცირის აღსასრული.

ხელნაწერის გადამწერია ბაგრატ ბატონიშვილი (გიორგი XIII-ის ძე). გადაწერის ადგილი - სანკტ-პეტერბურგი.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოვიდა 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).

შიფრი:
1446/121
სახელწოდება:
გვირგვინი
თარიღი:
1815
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერის ანდერძი.

ავტორ(ებ)ი:
გადამწერი/დამწერი:
გადაწერის ადგილი:
ფურცლების რაოდენობა:
256
დაუწერელი ფურცლები:
1r-7v, 241r-256r
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ტვიფრული, ტყავგადაკრული ხის ყდა; ორივე მხარეს აქვს ორნამენტებით გამშვენებული ჩარჩო, ყავისფერი; ტვიფრული ყუა მომწვანო-მოყავისფროა, ზოგიერთ ადგილას გადაქექილი.

ზომები

ყდის:

207x131


ქაღალდის:

199x123


ტექსტის:

141x81


სისქე:

45


სტრიქონებს შორის მანძილი:

6

არშიები

ზედა:

23


ქვედა:

24


მარცხენა:

28


მარჯვენა:

30

სტრიქონების რაოდენობა:
17
განკანონება/ჭვირნიშანი:

შეენიშნება ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

1) რვეულებრივი, ქვედა არშიაზე არაბული ციფრებითა და მხედრულით; სულ ლა (31) რვეულია; რვეულები 8 ფურცლისგან შედგება; ით (19) რვეულში შედის 4 ფ., ხოლო კე (25) რვეულში - შვიდი ფურცელი (ტექსტი ნაკლული არაა); 2) გვერდობრივი აღრიცხვა ფურცლის ზედა არშიაზეა; ნუმერაცია 481-მდე ადის, აქედან ფფ. 23, 242, 252 და 474 მეორდება, ხოლო 379-382 ფფ-ს შორის მექანიკური ჩავარდნაა.

დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:

ღვთივშვენიერნი თხრობანი სულისა ფრიად სარგებელ არს, რომელსა ეწოდების გჳრგჳნი (8r-240v).

ქვესათაურ(ებ)ი:

თავი ა, მღვდელმოქმედებისათვის და საიდუმლოისა გამოცხადებისა 

  • თხრობა ა, გამოცხადებისათჳს წმიდისა საჲდუმლოჲსა და სიყვარულისათჳს (8r-13r);
  • თხრობა ბ, გამოცხადებისათჳს საიდუმლოჲსა (13v-15v);
  • თხრობა გ, გამოცხადებისათჳს საიდუმლოჲსა (16r-18r);
  • თხრობა დ, რაჲთ არა განვიკითხვიდეთ მღვდელთა (18r-19v);
  • თხრობა ე, რაჲთ არა შევიწყნარებდეთ განკითხუასა მღუდლისათჳს (19v-21r);
  • თხრობა ვ, თუ ვითარი კრძალულება უხმსთ მწირუჱლთა (21r-22v);
  • თხრობა ზ, თუ ვითარ ეკრძალებიან ანგელოსნიცა მწირუჱლთა (22v-23v);
  • თხრობა ჱ, ტყჳს ჴსნისათჳს წირვისა მიერ (24r-25r);
  • თხრობა თ, უღირსად მღვდლობისათვის (25r-29v);
  • თხრობა ი, თუ ვითარი ჴელმწიფება აქუსთ ეპისკოპოზთა (29r-31v);
  • თხრობა ია, თუ ვითარი ძალი აქუთ წმიდათა კაცთა (31v-34r);
  • თხრობა იბ, შემდგომად მიცუალებისაცა შენდობისათჳს (34r-36r);
  • თხრობა იგ, უბრალოდ შესმენილის ეპისკოპოსისათჳს (36r-38v);
  • თხრობა იდ, უბრალოდ შესმენილის მღდლისათჳს (38v-40v);
  • თხრობა იე, უბრალოდ შესმენილის ბერისათვის (41r-44r);
  • თხრობა ივ, მღვდლისათვის მოწყალისა (44r-46v);
  • თხრობა იზ, ეპისკოპოსისათვის მუშაკისა და მოწყალისა (46v-48v);
  • თხრობა იჱ, ზიარებისათვის წმიდათა საიდუმლოთა (48v-51v);
  • თხრობა ით, წმიდისა ზიარებისათვის და წინასწარმცნობელობისა (51v-53v);
  • თხრობა კ, დაფარულთ მცნობელობისათჳს (54r-58v).

ღვთივშუჱნიერნი თხრობანი სულის ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების გჲრგჲნი(!). 

  • თავი ბ, სასწაულთმოქმედებათათჳს და საკჲრველებათა(!) 
  • თხრობა კა, თავი ბ, ეპისკოპოსისა მიერ სასწაული (58v-59v);
  • თხრობა კბ, ბერმან ეშმაკი შეკრა რა ლოცვითა (60r-v);
  • თხრობა კგ, თუ ვითარ სიტყჲთა განსდევნა ბერმან ეშმა კაცისაგან (60v-61v);
  • თხრობა კდ, მკვდრის აღდგომისათვის ლიტონის სიტ[ყვ]ჲთა (61v-62v);
  • თხრობა კე, ლოცვჲთ მკვდრის აღდგინებისათვის (62v-63r);
  • თხრობა კვ, მკვდრის ლაპარაკისათვის (63v-64r);
  • თხრობა კზ, ყრმის განცხოველებისათვის (65r-66r);
  • თხრობა კჱ, ღვთისმშობლისა მიმართ შევ[ე]დრებისათვის (66r-67v);
  • თხრობა კთ, მარტჲრისათჳს, რომელმან იტჲრთა ქრისტე (67v-69v);
  • თხრობა ლ, მთის ამოფხვრელისათვის (69v-74r);
  • თხრობა ლა, ეკლესიის განმღებელისათვის (74v-78r);
  • თხრობა ზბ, წვიმის მომყანისათჳს (78r-80r);
  • თხრობა ლგ, პურის განმრავლებისათვის (80r-81v);
  • თხრობა ლდ, საზრდელის განმრავლებისათვის (81v-84v);
  • თხრობა ლე, ხატის გამოწერისათვის (84v-88v);
  • თხრობა ლვ, ხატისა მიერ ქმნილისა სასწაულისა (88v-92v);
  • თხრობა ლზ, ფიცისათვის უჯეროსა (92v-96v);
  • თხრობა ლჱ, განსაცდელისაგან ჴსნისათვის (96v-98v);
  • თხრობა ლთ, მყოფლის(!) მოწაფისათვის (98v-101v);
  • თხრობა მ, მოწაფის მაცხოვნებელის ბერისათვის (101v-104v).

თავი გ. ღვთივშვენიერნი თხრობანი სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების გჲრგჲნი. თავი გ, ქველისმოქმედებათათვის და მოწყალებისა 

  • თხრობა მა, თუ ვითარ გლახაკთა მიმცემი ქრისტესა მისცემს (105r-106v);
  • თხრობა მბ, თუ ვითარ მოწყალებისა ძლით მკვდარი აღსდგების (106v-111r);
  • თხრობა მგ, მთავრისათვის დიდებულისა (111r-113r);
  • თხრობა მდ, ევხ[ა]რი[ს]ტისათვის მწყემსისა (113r-115r);
  • თხრობა მე, მესტჲრისათჳს, რომელი მოწყალებისათვის ცხონდა (115r-117r);
  • თხრობა მვ, ათასისთავისათვის, რომელი მოწყალებამან საპყრობილით იხსნა (117r-119v);
  • თხრობა მზ, ჭეშმარიტისა მოწყალისათვის (119v-121v);
  • თხრობა მჱ, მემტილისათვის, რომელი მოწყალებისა ძლით განიკურნა (121v-123r);
  • თხრობა მთ, მარტიანესათვის მოწყალისა (123r-124v);
  • თხრობა ნ, შიშველთ შემოსისათვის (124v-126r);
  • თხრობა ნა, სერაპიონისათვის უპოვარისა (126r-128r);
  • თხრობა ნბ, უცხოთა შეწყნარებისათვის (128r-129r);
  • თხრობა ნგ, მოწყალებისა შემნანებელისათვის (129v-131r);
  • თხრობა ნდ, თავისა თჳსისა გამსყიდლისა მოწყალების მიცემად (131r-134v);
  • თხრობა ნე, დიდისა მეფისა კოსტანტინესათვის (134v-135v);
  • თხრობა ნვ, თეოდოსი მეფისათვის (136r-137v);
  • თხრობა ნზ, მეფის ზენონისათვის (137v-138r);
  • თხრობა ნჱ, თუ ვითარ მოწყალების მოქმედი შვიდ წილ მიიღებს (138r-140r);
  • თხრობა ნთ, ვითარმედ გლახაკთა მიმცემელი მრავალწილად მიიღებს (140v-143v);
  • თხრობა ჲ, ვითარმედ გლახაკთა მოწყალე ასწილად მიიღებს (144r-146v).

ღვთივშუენიერნი თხრობანი სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების გჳრგჳნი. თავი დ, სინანულითა განათლებულთა თვის და ლმობიერებისა 

  • თხრობა ჲა, მღუდლისათვის დაცემულისა (147r-149v);
  • თხრობა თხრობა ჲბ, დიაკონისათვის შეცოდებულისა (149v-150v);
  • თხრობა ჲგ, დავით ავაზაკყოფილისათვის (150v-153r);
  • თხრობა ჲდ, ყრმის მკვლელისა ავაზაკისათვის (153r-154v);
  • თხრობა ჲე, მკვდრის მძარცველისათვის (155r-158r);
  • თხრობა ჲვ, მკვდრის აღდგომილისათვის (158r-163r);
  • თხრობა ჲზ, მსწრაფლ შემნანებრლისათვის (163r-166r);
  • თხრობა ჲჱ, თუ ვითარ სარწმუნოებით მიეტევა ცოდვა (166r-168v);
  • თხრობა ჲთ, თუ ვითარ სიმდაბლით მიეტევა ცოდვა (169r-170r);
  • თხრობა ო, რათ არა თავსა თვისთა განჲმართლებდეთ სინანულისა ჟამსა, არამედ დავმდაბლდეთ (170r-172r);
  • თხრობა ოა, ჭეშმარიტისა სიყვარულისათვის (172r-173r);
  • თხრობა ობ, ცრემლით ცოდვათა აღხოცისათვის (173r-174r);
  • თხრობა ოგ, აღსარებით ცოდვათა აღხოცისათვის (174r-176r);
  • თხრობა ოდ, ჴორცთა ტანჯვითა ცოდვათა აღხოცისათვის (176r-177v);
  • თხრობა ოე, უდებებისა შემნანებლისათვის (177v-179r);
  • თხრობა ოვ, უნებლიეთ შეცოდებისათვის (179v-180v);
  • თხრობა ოზ, იძულებით მტირალისათვის (180v-181v);
  • თხრობა ოჱ, ძმისათვის ლმობიერისა (181v-182v);
  • თხრობა ოთ, ძმისათვის მგლოვარისა (182v-184r);
  • თხრობა პ, მაღალ მჴედველისათვის ბერისა - (184r-185v).

ღვთივშვენიერნი თხრობანი სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების გჲრგჲნი. თავი ე, სულთა სრული სააზომითა სრულთა მიცვალებულისათვის 

  • თხრობა პა, ეპისკოპოსისათვის განშორებულისათვის (186r-188v);
  • თხრობა პბ, თუ ვითარ პატივ სცემს ღმერთი წმიდათა მისთა (188v-190r);
  • თხრობა პგ, თუ ვითარ ანგელოსნი მოიკითხვენ ღირსთა (190r-191r);
  • თხრობა პდ, სიკვდილამდე სიმდაბლისათვის (191r-193r);
  • თხრობა პე, შემდგომად სიკვდილისაცა სიმდაბლისათვის (193r-194r);
  • თხრობა პვ, ცოდვილისა და მართლისა სიკვდილისათვის (194r-197v);
  • თხრობა პჱ, მამასახლისისათვის მოწყალისა (198r-200v);
  • თხრობა პთ, ამონისთჳს ნიტრიელისა (200v-202აr);
  • თხრობა ჟ, ორთა ძმათათჳს კეთილმოსურნეთა (202აr-205r);
  • თხრობა ჟა, ორთა ძმათათვის სხუათა და სხუათა სახით სათნომყოფელთა ღვთისათა (205r-208r);
  • თხრობა ჟბ, რაჲთა არა კეთილისა საქმისათვის ვზრუნვიდეთ (208r-211აr);
  • თხრობა ჟგ, ვითარმედ შვჱნის ჩვენდა ყოვლადვე სიმდაბლე (211აr-213r).
შენიშვნა:

ზანდუკის მიხედვით, ტექსტში აკლია თხრობა „კუალად მართლისა და ცოდვილისთვის“, რომელიც ზანდუკში მე-7 თხრობადაა წარმოდგენილი.

ღვთივშვენიერნი თხრობანი სულიერნი ღირსთა და პატიოსანთა დედათათჳს, თავი ე 

  • თხრობა ჟდ, ქალწულთათჳს განშორებულთა (213r-215r);
  • თხრობა ჟე, სხვათა სულთა ბრუნვისათვის (215r-217r);
  • თხრობა ჟვ, მოხუცებულისათვის დედისა (217r-218r);
  • თხრობა ჟზ, მიცვალებულის დედისათვის (218r-219v);
  • თხრობა ჟჱ, სანატრელი და ლმობიერი (219v-224r);
  • თხრობა ჟთ, საკვირველი დედა ძითურთ განშორებულისა (224v-230r);
  • თხრობა რ, სასურველი წმიდათა სამთა დედათა (230r-235r).

[ბოლოსიტყვაობა] - ღვთივსულიერსა ამას წერილსა ეწოდების გჲრგჲნი ... (235v-236r).

ესე არიან ზანდუკნი წერილისა მის ღვთივსულიერთა თხრობათანი (236r-239r).

  1. მხედრული: „სრულ იქმნა ძალითა ღვთისათა სულისა გჲრგვინი სადიდებელად ძისა ღმრთისაჲ ცხოველისა, ამინ. წელსა 1815 აპრილის ჳ, ჴელითა მეფის ძის ბაგრატისათა ს. პეტერბურხს“ (239r).


    ბაგრატ ბატონიშვილი

  2. მხედრული: „ესე წმიდისა სულისა გჲრგვინი აღწერილ არს გაბრიელის მიერ მღვდელმონაზონისა, რომელიცა იყო მოწესე წმიდისა იოვანე ნათლისმცემელის მრავალმთის მონასტრისა, რომელმანცა გამოკრიბნა მრავალთაგან სამღთოთა მამათა წერილებთაგან წმიდანი ესე სწავლანი და შეაწყო ერთად სარგებლად ცოდვილთა სინანულისათვის, ხოლო ესე ნეტარი გაბრილ იყო მცხოვრები ტფილისით მოქალაქეთაგანი და ხელოვნებითა მკერვალი, რომელმანცა დაუტევა ღვთისა სიყვარულისათვის სახლი, დედა და ძმანი და მეგობარნი თვისნი და ყოველი მონაგები და წარვიდა მონასტერსა ზემოხსენებულსა და აღიკვეცა და იქმნა მონაზონ და ისწ[ა]ვლნა სამღთო წერილნი შეწევნითა და ნიჭითა სულისა წ[მიდ]ისათა და იყო ფრიად ღვაწლსა და მარხვასა შინა, რომლისაცა სათნოებანი არცღათუ რიცხვთა შესაძლებელ არს აღწერად, ხოლო კეთილისმოძულემან ეშმაკმან იხილა რა სათნოება ამა წმიდისა მამისა მაღალნი, ვერა დამთმენი ისწრაფდა ფრიად ვნებასა და დაბრკოლებასა მისსა ესევითართა კეთილთაგან. გარნა უქმ იქმნა სივერაგე მისი და ამისა ძლითა აღძრა გული მთავარდიაკონისა იოვანე ჩუბინისძისა (კარის საყდრის მღვდლის, დავითის ძე. ამა დავით მღვდელს ეწოდა ზედ შესრული სახელი სიმშვიდის გამო და სათნოებისა ბაკაკა), რომელიცა მას ჟამსა შთასრულ იყო ტფილისით მონასტერსა მას შინა, რაჲთა განატიოს მოღვაწებითა დღენი წმიდათა დიდთა მარხვათანი. გარნა აღძრა იგი დიაკონი ყოვლად ბოროტმან ეშმაკმან და მარადის აგონებდის ცოლთა და შვილთა და მიქცევად სახიდ თვისად, რომელმანცა ვერღარა უძლო მონასტერსა მას შინა ყოფა და აიძულა წმიდასა მას ღვთისასა გაბრილს რეცა მოგზაურობად მისთანა ტფილისამდის და ამისთვის დასდე სული თვისი მეგობრისათვის მსგავსად მორჩილმან წმიდისა სახარებისამან. ხოლო წარმოსრულთა მუნით, მივიდნენ მრავალწყაროსა ხევსა შინა და მუნ დახვდენ ლეკთა მხედრობანი, ხოლო ესე წმიდა მამა გაბრიილ მათ მიერ მოიკლა და შეირაცხა იგი რიცხვსა წმიდათა მღდელმოწამეთასა.

    და მავანი სხვანიცა საღმთო წერილნი აღწერნა სულისა სარგებელნი და დაგვიტევა ჩვენ. ვინც ამა წიგნისა აღწერასა მიემთხვიენეთ, ამა წმიდისა გაბრიილის ცხოვრებაც აღწერეთ, რომელიცა აღვწერე მე.

     და ეგერეთვე საწყალობელი დიაკონიცა იგი იოვანე მოიკლა მათ მიერ წელსა 1802. ხოლო გვამი ნეტარისა მამისა მის მოიღეს ძმათა მის მონასტრისათა და დაფლეს მუნვე მონასტერსა შინა, რომელიცა სუფევს ქრისტეს ღვთისა თანა და მეოხ არს სულთა ჩვენთათვის, ამინ.

     წმიდაო მამაო გაბრიილ, მეოხ მეყავ ქრისტეს თანა და მფარველ მყოფსა მწირობასა შინა ჩემსა როსიას, აღმწერსა ამა გჲრგჲნისასა, საქართველოს მეფის გიორგის ძის ბაგრატს მეუღლით, ძით და ასულებითურთ. ჵი მკითხველნო, ცოდვილის სულისა ! ჩემსა შენდობა უბრძანეთ მეფის ძეს ბაგრატს. 1815.04.04, საკთპეტერბურხს!“ (239r-240v).


    ბაგრატ ბატონიშვილი

  1. გადამწერი ხშირად ჳ-ს ნაცვლად იყენებს ჲ-ს.

  2. შიგადაშიგ ტექსტი ნასწორებია.

  3. კრებული „გვირგვინი“ შეადგინა გაბრიელ მცირემ ნათარგმნ ასკეტურ თხზულებათაგან (იხ. კ. კეკელიძე, ლიტერატურის ისტორია, I, გვ. 400).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 124-126.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.117-124.

  3. ენრიკო გაბიძაშვილი, ასკეტიკა-მისტიკა, ბიბლიოგრაფია, 3, თბილისი, 2009 წ., გვ. 120-121.

  4. გჳრგჳნი, ვ. კარბელაშვილის გამოცემა, ტფილისი, 1892.

  5. ღირსი გაბრიელ მცირე, ღვთივსულიერნი თხრობანი სულთა ღვთისმოყუარეთა ფრიად სარგებელნი - გარეჯელ მამათა ცხოვრება. გამოსაცემად მოამზადა ზაზა სხირტლაძემ, თბილისი, 2002.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).

ციტირება

გვირგვინი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/143 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში