ხელნაწერი ცნობილი ქართველი მწერლის, პოლიტიკური მოღვაწის, დრამატურგის, მთარგმნელისა და მოგზაურის, გიორგი ავალიშვილის ავტოგრაფული ნუსხაა; რუსულიდან ნათარგმნი და გადაწერილია 1841 წელს მოსკოვში და მხოლოდ ერთ ტექსტს - იოანე მოწყალის ცხოვრებას - შეიცავს. ტექსტს ეტყობა ფილოლოგიური მუშაობის კვალი (ჩამატებულია სიტყვები, შეცვლილია ლექსიკური ეკვივალენტები, სტილი და ა. შ.).
- შიფრი:
- 1446/120
- სახელწოდება:
- ცხოვრებაჲ წმიდისა იოანნე მოწყალეჲსა ალექსანდრიის პატრიარხისა
- თარიღი:
- 1841
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერში მითითებული ანდერძი.
- გადაწერის ადგილი:
- მთარგმნელი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 31
- დაუწერელი ფურცლები:
- 31
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს ყდა.
- ზომები
-
ყდის:
215x145
ქაღალდის:
210x140
ტექსტის:
143x100
სისქე:
8
სტრიქონებს შორის მანძილი:
5
- არშიები
-
ზედა:
26
ქვედა:
40
მარცხენა:
14
მარჯვენა:
27
- სტრიქონების რაოდენობა:
- 21
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
ცხოვრებაჲ წმიდისა იოანნე მოწყალეჲსა ალექსანდრიის პატრიარხისა როსიის ენით ქართულსა ზედა თარგმნილი თავადისა გიორგი ავალოვისა მიერ ჩყმა წელსა მოსკოვს - მისლვული ალექსანდრიას თაყუანისცემად ნაწილთა წმიდა მოწამეთა კიროს და იოანნესა (მოუთხრობს ლეონტი, ეპისკოპოსი ქალაქისა ნეაპოლისა, რომელიცა არს კიპრსა შინა, შემადგენელი ცხოვრებისა ამის აღწერისა) და მსადილობელი მრავალთა კეთილმსახურთა კაცთა თანა... (4r-30v).
გიორგი ავალიშვილის ავტოგრაფი.
ხელნაწერი მხოლოდ ერთ ტექსტს - იოანე მოწყალის ცხოვრებას - შეიცავს. შედგება 48 თავისგან, წინ უძღვის ამ თავების სარჩევი - „გათავებაჲ“ (2r-3r).
ტექსტს ეტყობა ფილოლოგიური მუშაობის კვალი (ჩამატებულია სიტყვები, შეცვლილია ლექსიკური ეკვივალენტები, სტილი და ა.შ.).
ფურცლის ბოლოს, ქვედა არშიაზე, საჭიროებისამებრ ახლავს განმარტებითი ხასიათის სქოლიო. მაგ. „(ა) პრესვიტერი. უჴუცესი მღვდელი, მღვდელთა ზედა“(4v), „მეფედ ქალაქთა - არს წოდებულ კონსტანტინოპოლი, ანუ ახალი რომი“ (16v) და ა.შ.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 123-124.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.115-116.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
ციტირება
ცხოვრებაჲ წმიდისა იოანნე მოწყალეჲსა ალექსანდრიის პატრიარხისა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/142 წვდომის თარიღი: