[სიმეტნე ღრამმატიკისა]


1446/119

ზოგადი აღწერა:

ხელნაწერი გადაიწერა მოსკოვში 1852 წელს. გადამწერია XIX საუკუნეში პეტერბურგში მოღვაწე ცნობილი ქართველი მესტამბე და გამომცემელი სვიმონ ტაბიძე. საქართველოში ხელნაწერი ჩამოიტანეს 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი) სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად.

შიფრი:
1446/119
სახელწოდება:
[სიმეტნე ღრამმატიკისა]
თარიღი:
1852
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერის ანდერძი.

გადამწერი/დამწერი:
გადაწერის ადგილი:
ფურცლების რაოდენობა:
48
დაუწერელი ფურცლები:
1v, 2v, 46r-v, 47v, 48r
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

 მწვანე ფერის მუყაოს ყდა, წითელი ყუა.

ზომები

ყდის:

215x172


ქაღალდის:

213x170


ტექსტის:

172x130


სისქე:

8


სტრიქონებს შორის მანძილი:

8

არშიები

ზედა:

18


ქვედა:

25


მარცხენა:

18


მარჯვენა:

23

სტრიქონების რაოდენობა:
18
აღრიცხვა:

ფურცლობრივი, არაბული ციფრებით.

დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
წყდება:

სიმეტნე ღრამმატიკისა პირუჱლისა კერძოსა. კითხვა-გებანი ღრამმატიკისათჳს და ნაწილთა მისთა, რომელთა ზეპირ უჴმს-ყე გამოხატვა გონებათა შინა ჰსწავლის შინათა ქვემო ამისსა. ღრამმატიკისა ნაწილთათჳს, თავი პირველი - კითხვა: რაჲ არს ღრამმატიკა? მიგება: ღრამმატიკა არს გამოცდილება სიტყჳსმოქმედთა და აღმწერელთა ზედმიწევნილთა მიერი ... (3r-45v).

სათაურ(ებ)ი:

[სიმეტნე ღრამმატიკისა]

ქვესათაურ(ებ)ი:

ღრამმატიკისა ნაწილთათჳს, თავი პირველი (3r-4r);

თჳს სახელისა და მდევართა მისთა (ესე იგი გარემოსთა მისთა), თავი ბ (4r-11v).

თჳს ნაკლსახელისა, თავი გ (11v-13v).

თჳს ზმნისა, თავი დ (13v-21r).

თჳს მიმღეობისა, თავი ე (21r-23v).

თჳს თანდებულისა ზმნისზედასა, შორისდებულისა და კავშირისა, თავი ვ (24r-15v).

თჳს თანდებულისა ნაწილთა სიტყჳსათა, თავი ზ (26r-34r).

თჳს ძიების მისაღებელთა სიტყჳსა ნაწილთა, თავი ჱ (34r-37v).

შეწყობილ წერისა თანა აღმოკითხჳსა და აღმოცნობისა, თავი თ (38r-44v).

შენიშვნა:

ამ თავის შემდეგ მინაწერია ასომთავრულით გადამწერის ხელით: „ესე უკუჱ იკმაოდინ კითხუა-მიგებასა ღრამმატიკისასა“ (44v).

[ბოლოსიტყვა] (45r-v).

  1. მხედრული:

    ღრამმატიკა არს სიბრძნის საფუძვლად ჴმობილ,

    ჴელოვნად მიმდევნ მცირ-მცირედ საზღუარს შინა,

    მართლ-წერ-უბნობად, გონიერ-მკჳრცხლ სწორ მკობად,

    ღრმა წერილთ აღმჴსნელ, შესაბამც მწმასნელ ჰაზრთა

    და წესებულთ კანონთ, ჴელმძღუან რიტორებრ ხატუად. ს. ტაბიძე

    წელსა 1852, იანვრის 13-სა“ (2r, ფორზაცზე, გადამწერის ხელით).


  2.  „აღიწერა წიგნი ესე სიმეტნე ღრამმატიკისა დიდსა სატახტოს ქალაქსა ს. პეტერბუღსა შინა ჴელითა უღირსის გურულისა სვიმონ ტაბიძისათა. გთხოვთ სულ ყოველთადმი შენდობასა, უკეთუ ცთომილება იხილონ, უმორჩილესად გვედრი შენდობასა და მოტევებასა, ვითარცა ბრძანებსცა სანატრელი სამღთო წერილთაგანი მუჴლი: „მიუტევებდეთ კაცთა შეცოდებასა, თქვენმცა მომტევებელ გექმნების მეუფე იგი ღმერთი“. წელსა 1852, იანვრის 7 დღესა“ (45v, გადამწერის ხელით ხელნაწერის ბოლოს).


  1. თავფურცელზე აქვს ბეჭედი წარწერით: Библиотека специальных классов Лазаревскаго Института иностранных языков (მოსკოვის ლაზარევის უცხო ენათა ინსტიტუტის ბიბლიოთეკა სპეციალური კლასებისთვის).

  2. „ჩოლაყაშვილსა გარსევანსა უთქუამს რამე-რაებია:

    კიტრი ხილად რაღას ვარგა, ვაშლი მოვა რაებია;

    ესევე სჯობს, რაც მასმია, მისგან მონახსენებია,

    გული კუდება ნარგიზთათჳს, თვალნი გაუშტერებია“.


    ქართულიდან თარგმნილი რუსულად:

    „Чолокаев Гарсеван, сказал многое о многом:

    Огурец как плод не годится, когда приспеет яблоко;

    Из всех трудов ценно, что мне слышано, памятно от него;

    Увлеченное нарцисом сердце и взор, им  плененный, тронутый“ (47r).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 122-123.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.112-114.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).

ციტირება

[სიმეტნე ღრამმატიკისა]. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/141 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში