სამთვარიო და საეტლო


1446/118

ზოგადი აღწერა:

„სამთვარიო და საეტლო“ ასტროლოგიური შინაარსის თხზულებაა; დაყოფილია თარიღების მიხედვით. თითო თავში ოთხი თარიღია მითითებული და მათ შორის განსხვავება 28 წელია. იწყება 1797, 1825, 1853, 1881 და სრულდება 1824, 1852, 1880, 1809 წლით. ყოველ თავში თარიღებს თითო წელი ემატება, ხოლო წინასწარმეტყველებები ციურ სხეულთა განლაგებების მიხედვითაა.

წინამდებარე ხელნაწერი სომხურიდან თარგმნა ბაგრატ ბატონიშვილმა (გიორგი XII-ის ძემ), ხოლო გადაწერა ზაალ ბარათაშვილმა 1804 წელს მოსკოვში. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).

შიფრი:
1446/118
სახელწოდება:
სამთვარიო და საეტლო
თარიღი:
1804
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერში მითითებული თარიღი.

გადამწერი/დამწერი:
გადაწერის ადგილი:
მთარგმნელი:
ფურცლების რაოდენობა:
35
დაუწერელი ფურცლები:
21v-35v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ტვიფრული ტყავგადაკრული მუყაოს ყდა.

ზომები

ყდის:

212x168


ქაღალდის:

207x165


ტექსტის:

174x120


სისქე:

15


სტრიქონებს შორის მანძილი:

10

არშიები

ზედა:

1.6


ქვედა:

3


მარცხენა:

1


მარჯვენა:

3

სტრიქონების რაოდენობა:
15/18
განკანონება/ჭვირნიშანი:

აქვს ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

გვერდობრივი, აღნიშნულია წითელი მელნით.

დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:

[სამთვარიო და საეტლო] დაწყება წელთა აღსარიცხუჱლი ანუ მოქცევა წელიწადთა ვითარ მდგომარეობს ბურჯნი თვეთა ათორმეტთანი ანუ შვიდნი ცთომილნი და ვითარ მოასწავებენ ცულილებასა წელთასა - წელთა 1797, 1825, 1853, 1881. მარტის 21 რიცხვში ოდეს მზე შევალს ბურჯსა ვერძისასა და იქმნების დაწყება წლისა, ხოლო მუშთარი მდგომარეობს ბურჯსა ამასვე ... (2r-21v).

  1. მხედრული: „მე, კნიაზ ბარათოვმა ზაალ მაიორმა აღვსწერე წიგნი ესე რომელიცა ვახლდი მოსკოვსა შიგან მათს უგანათლებულესობას მეფის ძეს ბაგრატს. აგვისტოს 3 წელსა 1804“ (21r).


    ბარათოვი / ბარათაშვილი ზაალ

  1. მხედრული: „ითარგმნა წიგნი ესე ეფემრტი სომხურისაგან ქართულად მის უგანათლებულესობის მეფის გიორგის 13 ძის ბაგრატისაგან სამეუფოსა ქალაქსა მოსკოვს წელსა 1804 აგვისტოს 3, ქორონიკონს უჟბ სახელმწიფოსა სასახლესა შიგან, რომელსა სახელს სდებდნენ ლაΦერთვცკად“ (1აv).


  1. სომხურიდან მთარგმნელი - მეფის ძე ბაგრატი (1v).

  2. ხელნაწერს ახლავს უცხო სიტყვათა განმარტება (2r-v, 16v).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 122.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.110-111.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).

ციტირება

სამთვარიო და საეტლო. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/140 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში