კრებული


1446/116

ზოგადი აღწერა:

კრებულში ჰაგიოგრაფიული, ლიტურგიკული და ჰომილეტიკური ჟანრის ხუთი ტექსტია მოქცეული. ხელნაწერი გადაწერილია მორჩილ გრიგოლ მოლარიშვილის (შემდგომში - არქიმანდრიტი გიორგი) მიერ 1881 წელს, რომელიც მოგვიანებით, გარკვეული პერიოდი ათონის მთაზე ცხოვრობდა. ერთ-ერთ მინაწერში მითითებულია ცნობილი ათონელი სასულიერო პირის, სქემონაზონ გრიგოლის (რატიანი) გარდაცვალების ზუსტი ვითარება და თარიღი, ხოლო წმინდა ილარიონ ქართველის ცხოვრებას ახლავს მინაწერი, რომლის მიხედვითაც ტექსტი გადმოუწერია შიომღვიმის კუთვნილი „მამათა ცხოვრების წიგნისაგან“. 

ხელნაწერს წინ უძღვის ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელი (რუსულიდან ნათარგმნი), სტამბურად ნაბეჭდი ექვთიმე ხელაძის სტამბაში 1880 წელს.

შიფრი:
1446/116
სახელწოდება:
კრებული
თარიღი:
1881
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერის ანდერძი.

ავტორ(ებ)ი:
გადამწერი/დამწერი:
ფურცლების რაოდენობა:
173
დაუწერელი ფურცლები:
1v, 2r-v, 3r-v, 4r-v, 5r-v, 6v, 37r-v, 38v, 63v, 88r-v, 150r-v, 169r-172r, 173v;
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ტვიფრული ტყავგადაკრული ხის ყდა, ზედა ფრთაზე ამოტვიფრულია ჯვარი.

ზომები

ყდის:

205x140


ქაღალდის:

196x130


ტექსტის:

150x95


სისქე:

25


სტრიქონებს შორის მანძილი:

6

არშიები

ზედა:

29


ქვედა:

32


მარცხენა:

20


მარჯვენა:

26

სტრიქონების რაოდენობა:
13/14/15/16/17/18;
აღრიცხვა:

აღრიცხვა ფურცლობრივია და აღნიშნულია მარჯვენა არშიის კიდეზე ნუსხურით (გ (მე-3), ორჯერ მეორდება, ნა-ს (51) შემდეგ მექანიკური შეცდომაა და მოდის ლბ (32), ამის მერე მგ (43), შემდეგ ისევ მექანიკური შეცდომაა და მოდის ლდ (34), არ ჩანს ჟ (90), წყდება რე-ზე (105)).

ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი კარგად არის შემონახული.
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:

თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა კჳრილე ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა სადიდებელად ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა - იხარებდ უკუჱ შენცა. იხარებდ, მარიამ ღმრთისმშობელო ქალწულო ყოვლადსაგალობელო ... (38r-44აv).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია: ენრიკო გაბიძაშვილი, ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკა, ბიბლიოგრაფია 3, თბილისი, 2009, გვ. 443.

იპაკონი და იკოსნი პატიოსნისა და ცხოველისმყოფელისა ჯუარისა, კონდაკი ჴმა ჱ - ზესთამბრძოლისა ჩემისათჳს და მფარველისა უძლეველისა ჯვარისა, ვითარცა შენ მიერ ჰჴსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა აღვსწერთ ჯუარო, ყოვლადძლიერო, შენდა მომართ მოსავნი შენნი ... (45r-63r).

ანდერძი:

ეს ჯუარის „გიხაროდენ“ ვიპოვე სხვადასხვა წიგნებში და შევკრიბე ერთად. სადაც დაკლდა(!), შევასრულე. ვისაც წიგნი უკითხავს, ყოველს იცნობ. მორჩილი გრიგორ მორალიშვილი/მოლარიშვილი (63r).

[სხვადასხვა ლოცვა] - უგალობ მოწყალებასა და ძჳრუჴსენებლობასა შენსა, უფალო. ვქადაგებ მოუწდომელსა მას განგებულებასა შენსა, ვადიდებ გამოუთქმელსა კაცთმოყვარებასა შენსა ... (64r-87v).

ცხოვრება ღირსისა ილარიონ ქართველისა - ღირსი და საკვირველთმოქმედი ილარიონ იყო ქვეყანისაგან კახეთისა, გვარით დონაური ... (89v-149v).


შენიშვნა:

ტექსტს ახლავს:

მცირე შესავალი: ქართველთ მზე მნათი, უღამო ილარიონ. სიბრძნისა სიხშოთ თარგმნით წერილთა გვავსებს, განხმელს კაცს ნედლავს ... (89r).

სქოლიოები: ხელთნაწერის მამათა ცხოვრების წიგნისაგან, რომელი ეკუთნის შიო მღვიმელის უდაბნოსა (89v); ამასვე თვესა და რიცხვსა ეკკლესია ჰყოფს ხსენებასა ღირსის ილარიონისასა წლითიწლად (130r).

მინაწერი:

ნიკოლოზ თბილისელი. სადღესასწ. გვერდ. 303 (89v).

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

  • „საქართველოს სამოთხე“, სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა, შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ, პეტერბურგი, 1882, გვ. 371-392.
  • მანანა დოლაქიძე, წმინდა ილარიონ ქართველიs "ცხოვრების" ძველი ქართული რედაქციები, თბილისი, 1974.

იპაკონი და იკო[ს]ნი წმიდისა ღვთისმშობლისანი. ჴმა დ. თქმული წმიდისა მამისა იოანე დამასკელისა, ღვთისმშობლის შობასა საკითხავი. კონდაკი ა - ზესთა სასოებისა იოაკიმ და ანნა ყუჱდრებისაგან უშვილოებისა განთავისუფლდეს, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა საკრუელთაგან განიხსნეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა ... (151r-168v).

  1. ამ წიგნის წარმკითხველნო, რაც ნახოთ შეცთომა, შემინდევით. მეც ვეცადე, მარა ვერ მოვრთე უკეთესის დაწერა უსწავლელობის გამო. მორჩილი გრიგორ, დამაწერია დიდი სქემა მონაზონმა გრიგორ. ჩყპა (1881) წელსა (149v).


    გრიგოლი, მორჩილი / გიორგი, არქიმანდრიტი (მოლარიშვილი/მორალიშვილი)

  1. ფანქრით, მხედრული: „თავთა გვემა, ღაწუთა ცემა, ხელთა და ფერხთა დამჭვალვა, გვერდისა ლახურითა განღება და ჯვარსა უმჯაუროდ დამოკიდება თაუს-იდევ ჩვენთვის, დიდება შენდა, იესო ქრისტე“ (1r, ფორზაცი).


  2. მხედრული: „1890 წელს 15 იანვარსა გარდაიცვალა ამიერ სოფლით დიდი სხემმონაზონი გრიგორი რატიანი. ავათ გახდა დავლით 7 იანვარს კვირა საღამოს; დიდის მწუხარებით გარდაიცვალა ორშაფათს საღამოს მეორე საათზედ; დაყო მოღვაწეობასა შინა ოცდათუთხმეტი წელიწადი სოფლით სენაკის უეზდის ტალერი“ (6r). მარიამ მესხი.


  3. ცარიელ ფურცლებზე ფანქრით, მხედრული: „ტიმეტინის - რასა მაძლევ“ (172v), „მიმებისისის, მიმეადიკისის, მიმეკატიღორისის, დიატი მე ივრისის - ნუ შემიძულებ, უსამართლობას ნუ მიზამ, ნუ განმიკითხავ, რათ მაგინებ“ (173r).


  1. ხელნაწერს წინ უძღვის „მსახურება და აკათისტო (დაუჯდომელი) ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა, პატივად და მოსახსენებელად გამოცხადებისა საკვირველთმოქმედისა ხატისა მისისა, წოდებულისა ივერიისად, თარგმნილი რუსულიდან ირაკლი ლორთქიფანიძისაგან“, თბილისი, ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1880 (7r-36v).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 121.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.104-106.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).

ციტირება

კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/138 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში