ვახტანგი VI, სამართალი


1446/115

ზოგადი აღწერა:

ხელნაწერი XIX საუკუნეშია გადაწერილი ორი სხვადასხვა ხელით. მასში შეტანილია საკუთრივ ვახტანგის სამართალი. სამართლის ტექსტი 170 მუხლისგან შედგება. ძირითადად მისდევს ისიდორე დოლიძის მიერ გამოცემულ ტექსტს (იხ. ბიბლიოგრაფია), თუმცა არის გარკვეული განსხვავებები, მაგალითად, ჩვენს ხელნაწერში ბევრად ვრცელია თავი „გიჟისა და ბნედიანის ცოლისათვის“, ისევე, როგორც თავი „უსამართლოდ გინებისათვის“; საერთოდ არ არის პატარა თავი „მუქარის დათხოვნისათვის“, ხოლო თავში „ქვრივი დედაკაცის სამკვიდროსათვის“ სრულიად სხვა ტექსტია და ა. შ. ამგვარი განსხვავებები უმეტესად 226-ე მუხლიდან შეინიშნება.

შიფრი:
1446/115
სახელწოდება:
ვახტანგი VI, სამართალი
საუკუნე:
XIX
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ავტორ(ებ)ი:
ფურცლების რაოდენობა:
73
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

კოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა.

ზომები

ყდის:

232x178


ქაღალდის:

222x169


ტექსტის:

198x153


სისქე:

21


სტრიქონებს შორის მანძილი:

7

არშიები

ზედა:

7


ქვედა:

5/9


მარცხენა:

5/17


მარჯვენა:

10

სტრიქონების რაოდენობა:
17/19
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:

[შ]ესავალი პირველი ბატონისშვილის ვახტანგისა, მყოფსა უმყოფისა არსისა და უარსისა დამაარსისა მქები, არათუ ღირსად და შეძლებისა ჩემისაებრ მქებული(!) და მგონებელი(!), უდებად მქონე... (1აr-3r).

ქვესათაურ(ებ)ი:

ა. ჯერ ეს გკადროთ და მოგახსენოთ მეფეთა და მსაჯულთა და ყოვლის სამართალში მჯდომს კაცსა ... (3r-v).


[ბ.] საქართველოს მეფენი ბევრჯელ დიდად ამაღლებულნი და ნებისაებრ თვისისად ბრძანებულან ... (3v-4r).

გ. პირველი ესე, რომე მოსამართლე დიდად მჩხრეკელი მიმხვთარი გამომეძიებელი გონება ... (4r-v).

დ. უფროსი ერთს სამართალს გაგზავნილი მოსაქმე გაამრუდებინებს მოსამართლეს ... (4v-5r).

ე. სამართალში თუ უფროსმა მოსამართლემ და მსაჯულმან არა ჰკითხოს ... (5r).

ვ. საქართველოს რიგი და სამართალი ექვსი არის ... (5r-v).

ზ. ჴმალში გატანება მეფეთ ორგულობასა ღალატზედ, მეფის სალაროს გატეხაზედ, ხატის და საყდრის გატეხაზედ და მსგავს ამათებზე ამ წესით უნდა ... (5v-6r).

ჱ. შანთი და მდუღარე ორივ ერთი არის, ამისი ასრე უნდა ... (6r-v).

თ. შანთი ასრე არის, რკინა რამ გააჴურონ, რომ გაწითლდეს ... (6v).

ი. ფიცი ასრე არის ერთის ჴარის შეწამებაზედ უმთხრობლოდ ... (6v-7r).

ია. აწ ეს უნდა, მოსამართლემ იცოდეს: თუ ფიცი რომლისა არის, ვინც შესწამებს ვისმე რასმე ... (7r-v).

იბ. ერთი ესეც: მამულის ცილებაში გარეშე მოფიცარი არ შევარდების ... (8r-v).

[იგ.] მოწმით სამართლის ქნა ასრე არის ... (8v-9r).

იდ. ცოდვის მოკიდებისა ასრე არის, დიდი საქმე ... (9r-v).

იე. კარი თეთრის გარიგებისა ... (9v).

ივ. ახლა ჩვენი ჟამის თეთრი ეს არის ... (9v-10r).

იზ. აწ ესე სცანით მოსამართლევ, გამრიგევ, თუ რასაც ფერს სისხლში, რომელის და რა რიგის კაცს, რას საქონელიდამ მიეცემის ... (10r-v).

• იჱ. გლეხისკაცის სახლში ძროხა იყოს გაჩენილი ... (10v).

• ით. აზნაურიშვილისათვის მესამდენი(!) თეთრი იყოს ... (10v).

შენიშვნა: უნდა ეწეროს მესამედი.

• კ. შუათანამ და მისი ქვემოთმან თავადმან ... (11r).

• კა. ამის უმაღლესმან თავადმან ... (11r).

• კბ. სულ უმაღლესმან თავადმან ... (11r).

• კგ. არიან ზოგნი თავადნი და აზნაურნი ... (11r-12r). 

• კდ. ერთი ესეც უწყოდეს მოსამართლემ, რომე ... (12r-v).

• კე. მეფისა და კათალიკოზის საქმე უკადრისი ... (12v-13r).

• კვ. დიდებულის თავადის მთელი სიკვდილის სისხლი ... (13r).

• კზ. დიდებულის ქვემოთის თავადის სისხლი შვიდას სამოცდარვა თუმანი ... (13r).

• კჱ. ქვემოთს მესამეს თავადის სისხლი ... (13r).

• კთ. გადიდებულ აზნაურის სისხლი ... (13r-v).

• ლ. ამას ქვემოთ აზნაურის სისხლი ოთხმოცდათექვსმეტი თუმანი ... (13v).

• ლა. ცალმოგვის მესამეს აზნაურის სისხლი ... (13v).

• ლბ. ამასთან ასრე დაკლებით მსახურის სისხლი ... (13v).

• ლგ. გლეხის კაცის სისხლი თორმეტი თუმანი ... (13v-14r).

• ლდ. მეფისა, კათალიკოზისა და უფლისწულისა ... (14r).

• ლე. დიდებული თავადი ეს არის ერთი თავი ... (14v).

• ლვ. აწ ესე ვიწყოთ: უკეთუ მოკლას დიდებული ... (14v-15r).

• ლზ. თუ მკვლელი არა ჩნდეს ... (15r).

• ლჱ. თუ მთხრობლით სწამობდეს ... (15r-v).

• ლთ. თუ დიდებულის სისხლი შუას თავადს შეეთქვას ... (15v).

• მ. თუ ან უმცროსს თავადთ, აზნაურთ ან მსახურთ ... (15v-16r).

• მა. გლეხის სისხლის შეწამებაზედ ... (16r).

• მბ. ამათი სისხლი არ ითხოების ... (16r-17r).

მგ. [ასოთა და ჭრილობათა სისხლისათვის] – აწ ესე ასე გასინჯეთ ... (17r).

• მდ. რასაც გვარისა იყოს, ასრე მიაცემინებოდეს ... (17r-v).

• მე. კაცის აგებულების სისხლი სამწილად არის გაყოფილი ... (17v).

• მვ. ფეხის თითი ჴელის თითთან არ ჩავარდების ... (17v).

• მზ. წინა თუ უკანა კბილები, რომელიც ჩააგდებინოს ვინმე ... (18r).

• მჱ. წარბს ქვეით და ყელის ზეით თუ კაცმან კაცს ასეთი ჭრილობა დააჩნიოს ... (18r).

• მთ. სხვას ჭრილობისა ტანზედ, ბარკალზე და წვივზედ ... (18r-v).

ნ. თუ სასაფლაოზე სწორი დაესხას ... (18v-19r).

• ნა. თუ სასახლეს და ცოლ-შვილში კაცი მოუხდეს კაცს ... (19r).

• ნბ. თუ ასეთს გლეხს დაუსხას, რომე ახლოს იყოს ... (19v).

• ნგ. თუ უსასახლოდ და უცოლშვილოდ სხვას თავის მამულში იყოს ... (19v).

• ნდ. თუ ისრე სოფელი მოურბიოს და პატრონი იქ არ იყოს ... (19v).

• ნე. თუ კაცი ასეთს დროს მამულის მოსარბევლად ... (20r).

• ნვ. თუ ამგვარი საქმე უმცროსს უფროსმა კაცმა უყოს, დათმობა მართებს ... (20r).

• ნზ. ამგვარის მიხდომაში თუ სხვაგვარ შეყრაში ... (20r-v).

• ნჱ. თუ შუამავალი მოკვდეს, ბერი თუ მონაზონი ქალი, თუ კაცი მოკითხული უნდა იქნას ... (20v).

• ნთ. თუ კაცი არას ემართლებოდეს მოღალატედ ან გზაზედ სადმე ... (20v-21r).

• ჲ. თუ ასეთ კაცს ღალატად დაუდგეს, რომ ემართლებოდეს და ერთი აუგი და მოყივნება სჭირდეს ... (21r).

• ჲა. თუ მისი სწორი კაცი ცოტას სამძღვრისათვის თავის მამულში დააჴელოს ... (21r-v).

ჲბ. თუ კაცმან ცოლი მოკლა ... (21v).

• ჲგ. თუ ცოლი დაჭრას ... (22r).

• ჲდ. მაგრამ კაცი რომ სტანჯვიდეს და უპატიურად ეპყრობოდეს ... (22r).

• ჲე. თუ ცოლმან ქმარი მოკლას ... (22r).

• ჲვ. ცოლი ან ქმარი რაგინდ სძულდენ ერთმანერთს ... (22r).

• ჲზ. თუ ქალს ბოზობა შეემთხვიოს ... (22v).

• ჲჱ. ერთი არის, რომ ბოზობით შვილი ეყოლების ... (22v).

• ჲთ. თუ დედაკაცმან მეზობელს ... (23r).

• ო. თუ ქალს კაცი გაუაშიყდეს და ქალი არ აჰყვეს ... (23r).

• ოა. თუ ერთმან მეორის ცოლს უაშიყოს ... (23r-v).

• ობ. თუ კაცმან უბრალოდ ცოლი დააგდოს ... (23v).

• ოგ. თუ კაცმან მისგან უდიდებულესის კაცის ქალი დააგდოს ... (23v).

• ოდ. დედაკაცი ქმრის დაგდებას არა ღირსა ... (23v).

ოე. თუ აზნაურმან ან გლეხმან მისგან უფროსი კაცი მოკლას ... (23v-24r).

ოვ. თუ უმძრახი კაცნი ... (24r-v).

ოზ. გამოჩენილად, მოწმით ნათხოვნი ქალი ... (24v).

• ოჱ. თუ მამამ შვილი მოკლას ... (24v).

• ოთ. აგრევე მოხდება დედ-მამაში ... (25r).

• პ. იქნება მამა-შვილნიცა გაყრილიყვნენ ... (25r).

• პა. თუ ძმას(!) ძმა მოკლას ... (25r-v).

• პბ. თუ ძმამ და მოკლას ... (25v)

• პგ. თუ ძმამ ძმისა და სახლის კაცის მხლებელი გააწბილოს ... (25v).

პდ. თუ კაცმან ცოლი წაგვართოს(!) კაცსა ... (25v-26r).

• პე. თუ დედაკაცი მოიტაცოს ... (26r-v).

• პვ. თუ კაცმან კაცის ცოლთან ბოზობა შეიმთხვიოს ... (26v).

• პზ. დედაკაცმან სხვას დედაკაცს თავის ქმართან წასძახოს, რომე ჩემი ქმარი შენთან არისო ... (26v).

პჱ. თუ კაცმან მამულის ცილებაში ... (27r).

• პთ. თუ ყაზახმან კაცი მოკლას მზირობით ... (27r).

• ჟ. თუ კაცს კაცი გაგინებოდეს და მერმე ის გაგინებული კაცი მომკვდარიყოს ... (27r-v).

• ჟა. თუ კაცი კაცს დაუჭრავს და უპატიურად მიჰპყრობია ... (27v).

• ჟბ. თუ ფათერაკად კაცი შემოაკვდეს ანუ შემოეჭრას ... (27v-28r).

• ჟგ. ღვინოში რომ კაცმან ან კაცი მოკლას ან დაჭრას ... (28r).

• ჟდ. თუ კაცს კაცის ვალი ემართოს ... (28r).

• ჟე. თუ კაცმან თავის ყმა ან მოკლას, ან გაახეიბროს ... (28r-v).

ჟვ. თუ ცოლი გამოართვან და გაუყიდოს ... (28v-29r).

• ჟზ. თუ კაცმან კაცს შვილი გაუყიდოს, გინა ქალი ... (29r).

ჟჱ. აქა კარი დასაწყისი გაყრისა და ერთმანეთის დაშორვებისა თუ ვით უნდა, უკეთუ ძმანი ანუ მამა-შვილნი ... (29r-v).

ჟთ. ადამს აქეთ ქვეყანა გაყრით არის მოშენებული ... (29v-30r).

• რ. გაყრაში ეს არის: საუფროსო, გასაყრელო(!), საუმცროსო და საშუალო ... (30r).

• რა. გასამყრელო ჴელმწიფისა არის რა ... (30r-v).

• რბ. საშუალო ასრე არის ... (30v).

• რგ. უმცროსი ძმისა საუმცროსო სასახლე ... (30v-31r).

• რდ. სხვა რაც გასაყოფი გლეხი დარჩების, მისი ასრე უნდა (32r-33r).

• რე. იქნების ზოგს ძმასი სათვითოდ ნასყიდი ... (33r).

• რვ. სასაფლაო, ხატი, ჯვარი, საყდრის მამული ერთია ... (33r).

• რზ. საქონელი გაყრაში რაც ჰქონდესთ ... (33r-v).

• რჱ. თუ უფროსი ძმა უშვილოდ ამოვარდა ... (33v).

• რი. ახლა ასრე არის. თუ თავისის ნაშოვნის საქონელით ... (34r-v).

• რია. თუ კაცმან მამული რამე იყიდოს, გინა სხვა რამე თავისით თუ საერთოთი ... (34v).

• რიგ. უშვილო კაცი - ძმა იყოს ვინმე თუ ბიძა, გინა ბიძაშვილი ... (35r).

• რიდ. რუს სარწყავს წყალის როგორც მამულს გაიჰყოფენ ძმანი ... (35r).

• რიე. სულადს ასრე გაიყოფენ ... (35r-v).

რივ. კარი პირველი: ვალისა თუ როგორ აიღების (35v)

• რიზ. პური ერთი ორათაც გაცემულა ... (36r).

• რიჱ. ღვინო ერთი სამათაც აღებულა (36r).

• რით. ერთი რიგი ვალი ეს არის, რომე ... (36r).

რკ. აწ კოკისა და კოდისა მოგახსენო (36v).

• რკა. პურთ ადგილია კოდი ... (36v).

• რკბ. ქერი ადგილთა კოდი ... (36v).

• რკგ. ფეტვი, კოდი იქნების ათიანი ... (36v).

• [რკდ.] აწ ესე მოგახსენოთ ლიტრა რა არის ... (36v-37r).

რკე. სამართალიანედ(!) თეთრისა, პურის და ღვინის გავალება როგორ ჰხამს (37r).

• რკვ. პური სამართლიანად ათი-თორმეტად ... (37v).

• რკზ. ღვინო თუ ძველი ევალოს ... (37v-38r).

• რკჱ. ღვინოზედ თეთრის გაცემა ასრე უნდა (38r).

რკთ. პურზედ თეთრის გაცემა (38r).

რლ. თეთრის მუშაზედ გაცემა (38r-v).

• რლა. მოვალე მოვალეს რომ უჩიოდეს ... (38v-39r).

• რლბ. თუ კაცი გაღარიბებულიყოს ... (39r).

• რლგ. თუ კაცი დაკარგულიყოს ... (39r).

• რლდ. თუ ქვრივი იყოს და ობლები წვრილი ჰყვანდეს ... (39r-v).

• რლე. თუ კაცი დაკარგული იყოს ... (39v).

• რლვ. თუ შვილი ან მამისაგან, ან სხვის ვისგანმე ან გასყიდულა ... (39v).

• რლზ. თუ კაცი ამოვარდეს და აღარ დარჩეს ... (39v-40r).

• რლჱ. თუ ქალის მეტი არა დარჩეს რა და საქონელიც დარჩეს ... (40r).

• რლთ. საქართველოს რიგით ძმა თუ ძმისწული ... (40r-v).

• რმ. სანამდინ მამა ცოცხალი არის, შვილმან რომ ვალი აიღოს მამის უკითხავად, მამა არ მისცემს და არც ეთხოვების (40v).

• რმა. პაპას თუ პაპის მამას ვალი აეღოს ... (40v).

• რმბ. ესეც იქნების: მოვალეს რომ კაცი ვეღარ აუვიდეს ... (40v-41r).

• რმგ. ვალი რომ კაცს კაცისა ემართოს, მოვიდოდეს და იჩივლოს ... (41r).

• რმდ. ქალაქში მოფიცარი ამოკვეთნილი არის ... (41r-v).

• რმე. თუ კაცი ამოვარდეს ... (41v).

• რმვ. თუ კაცი ამოვარდეს და დედისა და დის მეტი არა დარჩეს ... (41v).

• რმზ. იქნების, რომე კაცს კაცთან ჱსტიბარი ჰქონდეს ... (41v-42r).

• რმჱ. კაცი რომ უცნობს თემს წავიდეს ... (42r-v).

• რმთ. ამანათი ეს არის ... (42v).

რნ. აწ ვიწყოთ კარი ქურდობის ან სამართალი მისი ... (42v)

• რნა. ერთი ძნელი ესე, რომე თუ ცოლი და ქმარი ერთს სახლში ერთად მწოლს შეეპარა ქურდი ... (42v-43r).

• რნბ. მეორე ლაშქრობაში თუ ან ცხენი და იარაღი, ან ტანსაცმელი, ჯაჭვი, აბჯარი მოჰპაროს ... (43r).

• რნგ. მესამე ძნელი დედაკაცს რომ ზედ შებმული ... (43r-v).

• რნდ. ამ ზემო წერებულის ქურდობაებს გარდა სხვა ქურდობაები ... (43v).

• რნ[ე]. საქართუჱლოს სამართალი ერთი ეს არის, რომ კაცმა დაკარგოს რამე და ან მოჰპარონ ... (43v-44r).

• რნ[ვ]. საყდრის გატეხის ჯვარის და ხატის დამტვრევისა … (44r).

• რნზ. არის კიდევ: კაცმან პირუტყვი და რაგინდა რა საქონელი თავის საქონელს ამსგავსოს ... (44r-v).

• რმჱ. ერთი ეს ვთქვათ დასტურ დადებული არის: კაცი თავის საქონელს იცნობს ... (44v-45r).

• რნთ. კაცმან რომ კაცს ქურდობა თუ სხვა რაგინდარა შესწამოს ... (45r).

კარი ნასყიდობისა (45r)

  • რჲ. თუ კაცმა ნასყიდობა ქნას მამულის სოფელი ... (45r).
  • რჲა. სყიდვა ასრე უნდა: კარგა გამოძიებით, მართლის შეტყობით ... (45v).
  • რჲბ. თუ კაცმან სოფელი ან გლეხი თავადისაგან ან აზნაურისაგან სასყიდლად მოინდომოს ... (45v).
  • რჲგ. ჴელმწიფის სახასოს აზნაურიშვილის და სახასოს გლეხისა ... (45v-46r).
  • რჲდ. აწ თუ სხვას თემს ვაჭარი სავაჭროდ წავიდე(!) ... (46r-v).
  • რჲე. იქნების კაცმან ახალს ნასყიდს მამულს და აგარაკში ქონება რამ იპოვნოს ... (46v).
  • რჲვ. თუ პირუტყვი, აქლემი, ცხენი, ჯორი, ულაყი და რაც რჩომა პირობით მიჰყიდა ... (46v).

რნზ. გაცვლილობისათვის (47r).

რნჱ. უშვილობისათვის (47r-v).

რჲთ. ქვეყანაზედ ეს სამი არ დაეჭირვის კაცსა არის: წყალი, შეშა და ბალახი (47v).

• რო. წყალი ასრე, რომე სადაც ჴემწიფე წყლის რუს გაიტანს ... (47v)

• როა. ბალახი: მთასა თუ ბარსა კაცს კაცისაგან ამიტომ არ დაეჭირვის, რომ ჴემწიფეს ... (47v-48r).

• რობ. მთა და შეშა ამისთვის არ დაეჭირვის ... (48r).

როგ. ქვეყანაში ამისი ყადაღა ჴელმწიფისაგან უნდა იყოს ... (48r).

• როდ. თუ შორეულმან ასეთი კაცი იხუთოს ... (48r-v).

როე. ებისკოპოზის ბეითალმანი ... (48v-49r).

როვ. ორბატონობასა და ორიანობაში ... (49r).

• როზ. იქნების ჴელმწიფემ თუ მებატონემ ჯარი გაუსიოს ... (49r).

• როჱ. ლაშქარში დანარჩენებულს კაცსა და იარაღზედ ირჩოდენ, მისი ასრე იყოს (49r-v).

როთ. ნადირობასა შინა ცილება ქნილა და იქნების, მაგრამე მაინც ისრის საქმე ... (49v-50r).

• რპ. იქნების ერთს ცოტად წაეხეწოს და მეორეს მასუკან დიდი მოეკვეთინოს ... (50r).

• რპა. რასაც რქიანს ნადირს თუ რქას ვისმე ისარი უწინ მოხვდა ... (50r).

• რპბ. იქნების ნადირობაში შეძგერება და სიკვდილი მოხდეს ... (50r-v).

• რპგ. აგრევე ჭალის სახუნდრისა ნადირობაში თოფი[თ] მოკლულზედ რომ ცილობა შეიქნას ... (50v).

რპდ. იქნების და ქნილა მდინარემ წყალმა ძველი ნადენი ალაგი დააგდოს ... (51r).

შენიშვნა:

რპე გამორჩენილია.

რპვ. თუ გასყიდულს მამულში კაცმან მსყიდველმან საქონელი იპოვნოს ... (51r).

რპზ. ათს წლამდის ყმარწვილის ნაქნარის რასაც ფერის საქმისა ... (51r-v).

რპე. ნაშრომისა და რასაც ფერისა პირუტყვისაგან წახდენისათვის ... (51v).

რპე. ნაშრომისა და რასაც ფერისა პირუტყვისაგან წახდენისათვის ... (51v).

რჲთ. ვაზის აკაფისა ნერგისა, გინა ხილისა ასრე იქნას ... (51v-52r).

• რჟ. აგრევე ხილი თუ სახმარი ნერგი ან მოუჭრას, ან მოუკაფოს ... (52r).

რჟა. დაწვისა (52r).

• რჟბ. თუ ყანას ან ვენახის ღობეს, ან ბჯასა, ან თივას, ან საბძელს მტრობით ცეცხლი დაუდვას ... (52r-v).

• რჟგ. დამწვარი კაცი თუ ამას ამბობდეს ... (52v).

რჟდ. თუ ხუმრობასა და თამაშობაში კაცმან კაცს აწყინოს რამე ... (52v).

• რჟე. კაცმან თუ ორმოს პირი აჴდილი გაუშვას და იმაში ან კაცი, ან პირუტყვი ჩვარდეს ... (52v-53r).

რჟვ. თუ ვისიმე პირუტყვი ირჩოლებოდეს ... (53r).

რჟზ. ნაძლევისა ასრე იქნას ... (53r-v).

რჟჱ. თუ სხვას ქვეყნიდამ სხვას საბატონოს მკვიდრი კაცი საყმოდ მოუვიდეს ... (53v).

• რჟთ. თუ ამავ საბატონოში ერთისა მეორეს ყმა მოუვიდეს ... (53v-54r).

• ს. თუ ერთიმეორის ყმა ერთმანერთს მოუვიდეს ... (54r).

• სა. თუ აქიდამ აყრილი გლეხი სხვის საბატონოში წავიდეს ... (54v).

• სბ. თუ საბატიოს კაცის შვილის ყმა სხვას საბატონოში წავიდეს ... (54v).

• სგ. გლეხის კაცის ქვრივი რომ დაქვრივდეს, მისი მებატონე ქვრივს ძალად ნუ გაათხოვებს ... (54v-55r).

სდ. გლეხის გაყრა ასრე არის ... (55r).

[ბოლოსიტყვაობა] - თვით თავით თვისით აღმომეტყველი წიგნისა ამის სამსაჯულოსა (55r-56r).

თუ ვითარ ჴამს დაწერა განაჩენისა, აქ გაშინჯეთ და სცნობთ: 

• სე. ამ შეკრებულის სასამართლოს წიგნსა ასრე იქნებოდეს და ამ წესით ისმენდნენ ... (56v-57r).

• სვ. მამულისა თუ რისაც ფერის განაჩენი რომ იყოს ჴელმწიფისაგან გასამართლებული ... (57r).

სზ. მიბარებულისა რასაც ნივთისა და გინა ნათხოვრისა, ასრე იქნებოდეს (57r-58r).

• სჱ. კაცმა რომ კაცს მიაბაროს რამე ... (58r-v).

• სთ. კაცს რომ კაცის საქონელი ბარებოდეს(!) რამე ... (58v).

• სი. თუ კაცმან კაცი ინათხოვროს ან თუ მოკვდეს ... (58v-59v).

• სია. თუ პირუტყვი მოიპაროს კაცმან კაცისა ... (59v).

სიბ. მოსამართლეს რომ საეჭვო მოხსენდეს ... (59v).

• სიგ. მოსამართლე რომ სიგლის წერილს ვერ მიხვდეს ... (59v-60r).

სიდ. ქვეყანისა და ქალაქთ შენახვისა (60r).

სიე. ბჭის დადგინებისათვის (60r).

სივ. დედაკაცის საჩივარში მოსულისა (60r-61r).


სიზ. ეკლესიის მამულის დამთესველმან ... (61r).

სიჱ. საფლავის მიწის ფასისათვინ (61r-v).

• სით. სამარხის მიცემისათვის მამული იხსენების ... (61v-62r).

სკ. თუ სახელმწიფოს ლაშქრიდამ კაცი წაუვიდეს ... (62r).

• სკა. ციხიდამ და სამაგრიდამ კაცი ან ბატონს, ან ამხანაგსა წაუვიდეს ... (62r).

• სკბ. ვინც კაცმა ქვეყანასა და ქრისტეს სჯულს უორგულოს ... (62r-v).

სკგ. ნიშნისა მიტანისა ... (62v).

სკდ. ზითევისათვის ... (62v-63r).

სკე. გიჟის და ბნედიანის ცოლისათვის ... (63r-v).

სკვ. კაცმან კაცს აგინოს ჯარში ... (63v).

სკზ. ვინც ვინ სძრახოს ... (63v).

65. სკჱ. ვინც დიდმან დიდსა ანუ მდაბალმან თავის სწორს მუქარა დასთხოვოს ... (64r).

სკთ. კაცმან რომ კაცი იქირაოს და სადაც გაზავნოს ... (64r).

• სლ. ვინ ვისი პირუტყვი საძოვარზედ წაიყვანოს ... (64r-v).

სლა. ვინ მოკვდეს კაცი და დარჩეს ცოლი და შვილი, მასუკან შვილიც მოუკვდეს ... (64v).

• სლბ. დედაკაცი რომ დაქვრივდეს და საქონელი რომ საყდარს შესწიროს ... (64v-65r).

სლგ. კაცი დიდ გვარისა თუ დაბალი, ვინცა ვინ მიიცვალებოდეს, მან ანდერძით ვინც უპატრონოს ასე ქნას ... (65r-v).


სლდ. კარგად მყოფმან ანუ ავად მყოფმან ვინ ინებოს განთავისუფლება თავისა ყმისა ... (65v-66r).

სლე. თავდებობისათვის ... (66r).

სლვ. მთხრობლობისთვის ასრე იქნას ... (66r-v).

სლჱ. ტყუილად დამფიცებელისა ... (66v).

სლთ. დედაკაცის ფიცისათვინ ... (66v-67r).

სმ. სიგლის წართმევისათვის (67r).

სმა. სამძღვრის გარიგებისათვის ასრე უნდა იქნას (67r).

სმბ. სამნის მოგლეჯისთვის ... (67r).

სმგ. კაცმა კაცს შორიდამ გაუგზავნოს რამე ... (67v).

სმდ. რუს გამღებისა (67v).

სმე. მწყემსმა რომ წანახედი ქნას ... (67v).

სმვ, რასაც მიზეზით კაცს მიწა სჭეროდეს ... (67v-68r).

სმზ. ვინც სხვის კაცისაგან მოჭრილი დამზადებული რაც ფერი ხე წაეღოს ... (68r).

სმჱ. ვისაც ყმა ამოუვარდეს ... (68r).

სმთ. რასაც ფერის ქურდობისათვის ... (68r-v).

სნ. ღალის აღებისათვის (68v).

სნა. მისანთა და კუდიანთა ამყოლი კაცი ... (68v).

სნბ. მოწამლისათვის (68v).

სნგ. ტყუილად დამბეზღებელს ორი დანაშაული აქვს ... (69r).

სნდ. ომში კაცის დარჩენისათვის (69r).

სნე. ომში ნაშოვნის საქონლისათვის (69r-v).

სნვ. ან ორმო დარჩეს პირღია ... (69v).

სნზ. უშვილო ვინმე იყოს ან ქალი დარჩეს ... (69v-70r).

სნჱ. ვინც შერისხდეს ღმერთი, თავისი ბატონი მოკლას ... (70r).

• სნთ. თუ ყმამ ბატონს გაჯავრებით ჯოხი ჰკრას ... (70r-v).

სჲ. პატრონმა რომ ყმას თავი დაახსნევინოს ... (70v).

სჲა. ვინც აიყვანოს ყმაწვილი ან იპოვნოს და ან გაზარდოს, ამისი ასე იქნას (70v-71r).

სჲბ. კაცი რომე კაცთან მივიდეს მუახლეს(!) სთხოოს ... (71r).

სჲგ. თუ სხვას ქვეყანას ერთმან კაცმან მეორისაგან ვალი აიღოს ... (71r-v).

სჲდ. თუ დიდებულმან და სხვამ თავადმან გინა აზნაურმან ერთმან მეორეს ჯოხით და ან მათრახით თავი გაუტეხოს ... (71v).

• სჲე. თუ ასრე გაუტეხს, რომე სისხლი ადინოს ... (71v).

• სჲვ. თუ ჯოხი დაჰკრას ... (72r).

სჲზ. ერთი ესე რომე თუ ბატონის გაგზავნილი მოსაქმე და მოსამართლე იმ მოჩივართ შუა უჯდეს ... (72r).

სჲჱ. კაცი რომ თავის სახლის კაცს გაეყაროს ... (72r).

სჲთ. კაცი რომ კაცს თავდებად უნდოდეს ... (72r-v).

სო. წესად ასე იყო: ან თუ ბატონი ვისმე გლეხს ებოძებოდა ... (72v).

  1. ჩყმთ (1849) წელსა, მარტის იბ დღეს (1r, გადამწერის ხელით, ფორზაცი).


  1. გადაწერილია ორი სხვადასხვა ხელით: 1. 2r-31v; 38r; 39r-60v; 67r-69v; 70r-72v; 2. 1r-v; 32r-37v; 38v; 61r-67r; 69v-70r.

  2. ტექსტი 170 მუხლისგან შედგება. ძირითადად მისდევს ისიდორე დოლიძის მიერ გამოცემულ ტექსტს (იხ. ბიბლიოგრაფია), თუმცა არის გარკვეული განსხვავებები, მაგალითად, ჩვენს ხელნაწერში ბევრად ვრცელია თავი „გიჟისა და ბნედიანის ცოლისათვის“, ისევე, როგორც თავი „უსამართლოდ გინებისათვის“; საერთოდ არ არის პატარა თავი „მუქარის დათხოვნისათვის“, ხოლო თავში „ქვრივი დედაკაცის სამკვიდროსათვის“ სრულიად სხვა ტექსტია და ა. შ. ამგვარი განსხვავებები უმეტესად 226-ე მუხლიდან შეინიშნება.

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 121.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.90-103.

  3. ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტომი I, 1963, გვ. 472-552.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის სახელობის ინსტიტუტიდან (მოსკოვი).


ციტირება

ვახტანგი VI, სამართალი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/137 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში