კრებული 1834 წელს არის გადაწერილი ანდრია ტერ-გრიგოროვის მიერ. რვა სრულიად განსხვავებული ტექსტისაგან შედგება და, სავარაუდოდ, კერძო გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი.
- შიფრი:
- 1446/114
- სახელწოდება:
- კრებული
- თარიღი:
- 1834
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერში ჩართული ანდერძი (111r).
- გადამწერი/დამწერი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 122
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
კოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა.
- ზომები
-
ყდის:
213x173
ქაღალდის:
205x166
ტექსტის:
170x133
სისქე:
30
სტრიქონებს შორის მანძილი:
10
- არშიები
-
ზედა:
20
ქვედა:
17
მარცხენა:
20
მარჯვენა:
15
- სტრიქონების რაოდენობა:
- 15
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი არაბული ციფრებით.
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი ამჟამად რესტავრირებულია.
- გაფორმება:
-
შიგადაშიგ მარტივად გაფორმებული საზედაო გრაფემები; ორგან ბოლოსამკაულად გამოყენებულია მარტივად გაფორმებული ჯვარი (104r, 108r).
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ. ცხოვრება არის ალექსი კაცი მღვთისა - კაცი იყო ვინმე სტანბოლსა შინა, მემკვიდრე, დიაღ, მდიდარი, რომელი ეწოდებოდა სახელათ ეფრემ ... (1r-15v).
შენიშვნა:წმიდა ალექსი ღვთისკაცის ეს „ცხოვრება“ გვიანდელი პერიფრაზული ვერსიაა. შდრ. 1446/84.
შენიშვნა:ბიბლიოგრაფია: ენრიკო გაბიძაშვილი, ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია, თბილისი, 2004, გვ.127.
-
[ქება ღვთისმშობლისა] - ვფიქრობ, ზრახვაში, გულის აღთქმაში, სიტყვას ვეძიებ შიგ საუნჯეში ... (15აr-18r).
-
მოთხრობა ესე სპილენძის ქალაქისა, რომელი არის მაგალითი ქვეყანას - იყო ბაღდადის ქალაქში ერთი ხემწიფე, რომელს ერქვა აბუმელიქი ... (18r-44v).
შენიშვნა:ბიბლიოგრაფია: სპილენძის ქალაქიანი, კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2., თბილისი, 1958 წ., 445-448.
შენიშვნა:ტექსტში ზოგიერთი სიტყვა ან ფრაზა ფანქრითაა გახაზული, ასევე რამდენიმე სიტყვას თავზე ფანქრით აწერია რუსული სიტყვა.
-
სწავლება და მეცნიერება თქმული ხიკარ ბრძენისაგან, რომელითა განსწავლდებიან ძენი კაცისანი და გულად იდებენ მეცნიერებასა - მე ხიკარ ვეზირი ვიყავი ქურუმ ხემწიფემა აისორეს ტანისა და მყავდა სამოცი ცოლი ... (45r-58r).
-
ხარება იოკიმესი და ანნასი, ოდეს ანგელოზმა ახარა შობა წმინდისა ღვთისმშობელსა მარიამსა - იოაკიმემ და ანნა დაბერებულ იყვნენ და შვილი არა ჰყვანდათ ... (58r-66r).
შენიშვნა:არასწორი გადაწერის გამო გადამწერს სიტყვა „მარიამსა“ ტექსტის დასაწყისად მიუჩნევია. შესაბამისად, თხრობა იწყება ასე: „მარიამსა იოაკიმემ და ანნა დაბერებულ იყვნენ და შვილი არა ჰყვანდათ“.
-
ხარება და დაბადება იოვანე ნათლისმცემლისა - მშობელნი დაბერებულ იყვნენ, ელისაბედ დეიდაშვილი იყო წმინდის ღვთისმშობლისა ... (66r-91r).
-
[ვნების შვიდეულის საკითხავი] - სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. ღვთისმოყვარებამან თქვენმან და კეთილმსახურებამან თქვენმან კეთილათ უწყის, რამეთუ უფალი უფალთა და მეუფე მეუფეთა, შემოქმედი ყოველთა ქმნილთა, ხოლო შობილი ძე დავითისა მეფისა დღეს ხორცით მოკვდა ჩვენთვის ... (91r-110r).
-
მოთხრობა ქალისა და ვაჟისა - კაცი იყო ვინმე დიახ მდიდარი, ჰქონდა მოხელობა დიდის ქალაქისა ... (111v-122r).
-
"დამიწერია მე ანდრია ტერ-გრიგოროვს 1834-სა წელსა 1/7 მარიამობისა დღესა" (111r).
-
მხედრული: ეს წიგნი ეკუთნის ანდრია [...] (1r, ფორზაცი).
-
Это книга принадлежит Андрею Тер [...] (1r, ფორზაცი).
-
უმნიშვნელო შინაარსის მინაწერები (1აr, 122v).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 119-120.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.87-89.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
122v-ზე აქვს მურის ბეჭედი წარწერით: „Бог моя надежда“, შუაში - სულიწმინდა, ასევე - გულის გამოსახულება ღუზითა და ჯვრით.
ციტირება
კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/136 წვდომის თარიღი: