- შიფრი:
- 1446/113
- სახელწოდება:
- მარგალიტი
- თარიღი:
- 1843
- დათარიღების საფუძველი:
-
ხელნაწერში მითითებული თარიღი.
- ფურცლების რაოდენობა:
- 464
- დაუწერელი ფურცლები:
- 1r, 153v-153აr, 464v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ხის ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა, ორნამენტირებული, ორი შესაკრავით.
- ზომები
-
ყდის:
180x110
ქაღალდის:
170x105
ტექსტის:
144x75
სისქე:
75
სტრიქონებს შორის მანძილი:
9
- არშიები
-
ზედა:
15
ქვედა:
10
მარცხენა:
15
მარჯვენა:
11
- სტრიქონების რაოდენობა:
- 17
- აღრიცხვა:
-
ფურცლობრივი, არაბული ციფრებით.
- გაფორმება:
-
ხელნაწერს თავსამკაულად დაკრული აქვს ფრაგმენტი ნაბეჭდი წიგნიდან ყოვლისაღმპყრობელი მაცხოვრის გამოსახულებით; ახლავს პრიმიტიულად გაფორმებული საზედაო გრაფემებია, ასეთივე ჩანახატებით (5r, 15r, 17v, 19r, 197v, 224v და ა.შ.).
- დაკავშირებული პირები
-
- ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
- ბასილი დიდი წმ.
- გრიგოლ ნოსელი წმ.
- გრიგოლ ღმრთიმსეტყველი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი
- დანიელ წინასწარმეტყველი
- ეფრემ ასური
- იაკობ მონაზონი
- იერემია წინასწარმეტყველი
- იოანე დამასკელი
- იოანე ოქროპირი
- იონა წინასწარმეტყველი
- იპოლიტე რომის პაპი
- მათითი, იონა წინასწარმეტყველის მამა
- მარიამ კლეოპა
- მაქსიმე აღმსარებელი
- მჩხიკვაძე სპირიდონ იესეს ძე
- ნიკოლოზ I რომანოვი
- მარიამი (ღმრთისმშობელი)
- პეტროზ მკაწრველი
- სოლომონ ბრძენი
- სოსთენი
- სუფალი
- სუბსარქ საბულის ძე
- ცუცა
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
კვირიაკესა ჟამსა ბ დღისასა დეკემბერსა კე შობა ქრისტესი. დღესა სამშაბათსა, ჟამსა ზ დღისასა, იანვარსა ვ ნათლისღება იყო ... (1r).
სათაურ(ებ)ი:
-
მარგალიტი
ქვესათაურ(ებ)ი:
-
[კითხვა-მიგება] (1r-12r).
დასაწყისი:კვირიაკესა ჟამსა ბ დღისასა დეკემბერსა კე შობა ქრისტესი. დღესა სამშაბათსა, ჟამსა ზ დღისასა, იანვარსა ვ ნათლისღება იყო ... (1r).
დასაწყისი:განკაცებითგან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ვიდრე მოგვთა მოსვლამდე ვორნი წელნი ... (12r).
-
თარგმანება წმინდისა იპოლიტესი (12r-13v).
შენიშვნა:იპოლიტეს „ქრონოლოგიის“ აპოკრიფი.
-
შესხმა და სახელები წმინდისა ღვთისმშობლისა (14r-15r).
დასაწყისი:მარიამ დედოფალი: ზმირინი, მაყვალი, სული, კიდობანი, კვერთხი, ტაკუკი, კარავი ... (14r).
-
უკეთუ გინდეს თუ რაოდენი ნათესავნი არიან ქუეყანასა ზედ ცნობად (15v-16r).
დასაწყისი:ჰინდოეთი, გუთნი, არიელნი, ფოტხელნი, ევაველნი, სართაგელნი, ფერელნი ... (15v).
-
სახელები შვიდთა ცათა - ერთსა ანდამატი, მეორეს ხუბაკი, მესამეს ებნიკი ... (16v-24r).
დასაწყისი:[კითხვა-მიგება] კითხვა: იონას მამასა რა ეწოდებოდა? პასუხი: მათითი ერქვა ქვეყანით კარიათამით ... (16v).
-
სიტყვა დაბადებისა ამისთვის და სამოთხისა შუენიერებისათვის (24r-29v).
დასაწყისი:დასაბამად შექმნა ღმერთმან ცა და ქვეყანა და ყოველნი დაბადებულნი არაარსისაგან სიტყვითა არსებად მოიყვანა ... (24r).
-
შესაქმისა ცისა და ქვეყანისა წიგნსა ევფრატსა(!) სწერია (30r-31r).
დასაწყისი:ოდეს იწყო ღმერთმან შექმნად ცისა და ქვეყანისა ... (30r).
-
ცად მოხილვასა შიგან სწერია დაბადება ანგელოზთა (31r-33r).
დასაწყისი:თქვა და მისგან გამოვიდეს ცამეტი გუნდი იყო, ვინცა კარგათ იცით ... (31r).
-
თქმული დიონოსი არიოპაგელისა, სიტყვა დაბადებისა სამოთხისა დაბადებისათვის დანიელისაგან თქმული (33r-49r).
• რასა იტყოდეს, ვინადგან სამოთხე ესე ტკბილ არს სოფლისა, ვინ გამოთქვას ბრწყინვალება (40r-44r).
• სამოთხისა ამბავი და შვენიერება (44r-v).
• აწ ანგელოზთა საქმე ვიწყოთ (44v-49r).
დასაწყისი:განგებულებითა მამისა, ძისა და წმიდისა სულისათა, შეიქმნეს საუკუნენი მიუწთომელნი და გამოუთქმელნი ... (33r).
-
წიგნსა ლავსიკოანსა (!) სწერია (49r-v).
დასაწყისი:სად მდგომარე არიან წმინდანი მოწამენი, მღვდელთმოძღვარნი და ქალწულნი და მოწესენი ... (49r).
-
წიგნსა მარგალიტებითგან სწერია საქმე ესე სულისა (49v-74v).
• სულისათვის ცნობა და მეცნიერება ესრეთ ვსთქვათ (57r-v).
• მართლისა და ცხოვნებულისა სული ესრეთ იქმნების (57v-58r).
• აწ ცოდვილთათვის ვიტყვი (58r).
• აწ მწვალებელთა და უსჯულოთათვის ვიტყვი (58v-59v).
• აწ ქრისტიანეთათვის ვიტყვი (59v-64r).
• იყვნეს ვორნი კაცნი (64r-v).
• აწ ესეცა ვსთქვათ, ვითარცა იტყვის წერილი ქრისტიანეთა და უსჯულოთა ერთად შეიწირვის მოწყალება ანუ თუ არა? ... (64v-65v).
• აწ ესეცა ვსთქვათ: უკუეთუ მეფე მოკვდეს მონისათვის ... (65v-67r).
• აწ პირველთავე სიტყვათა ვიქცეთ, მართლმადიდებელთათვის, რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვა ... (67r-68r).
• იყო ერთი კაცი, რომელი ხელითა მოწყალე და სიძვისმოყვარე ...(69r-70v).
• იყო ერთი კაცი, რომელი ინანდა და დაეცემოდა ... (70v-72r).
• რომელნიმე იტყვიან, ვითარმედ დიდსა კეთილსა იქმან და რომელნიმე მცირესა ... (72r-73r).
• კაცი ვინმე შეიპყრა მეფემან და სტანჯვიდა ფრიად ... (73r-74r)
• ვითარცა ანგელოზი, კაცისა სული ეგრეთ ფრინავს ხორცშესხმულიცა ... (74r-v).
დასაწყისი:აწ ესეცა ვსთქვათ, რომელი მინდა თქმად შემეშინდების და შემიძრწუნდების გული ... (49v).
-
სწავლა წმინდისა მამისა ჩვენისა მაქსიმე აღმსარებლისა (75r-76r).
დასაწყისი:კეთილ არს აღსარება ანუ იქმნების სინანული და მოტევება ცოდვათა ... (75r).
-
წმინდა იოვანე მახარებელი და ღვთისმეტყველი იტყვის (76r).
დასაწყისი:უკეთუ აღიარნე ცოდვანი თქვენი, სარწმუნო არს ღმერთი ... (76r).
დასაწყისი:ვითარმედ აღსარება ცოდვათა მსგავსი არს კურნებასა ხორციელთა წყლულებათა ... (76v).
-
იტყვის ღმერთშემოსილი ბასილ (76v-77r).
-
სხვა სწავლა წმიდისა მაქსიმელ (!) აღმსარებელისაა (!) (77r-78v).
დასაწყისი:ვინა არიან ჭეშმარიტნი თაყვანისმცემელნი, რომელნი სულითა და ჭეშმარიტებითა თაყვანისცემენ მამასა ღმერთსა ... (77r).
-
სხვა სწავლა წმინდისა მამისა ჩუენისა მაქსიმი აღმსარებელისა (78v-80v).
დასაწყისი:რა არს სამოსელი შებღალული? ესე არს მრავალთა ცოდვათაგან შებღალული ცხოვრება ... (78v).
-
სათნოებათათვის წერილ არს (80v-81v).
დასაწყისი:ნუ გიყვარს ძვირისზრახვა, რათა არა მოისპო ... (80v).
-
სწავლანი წმინდისა იოვანე ვოქროპილისანი ფიცისათვის (81v-83v).
დასაწყისი:ისმინე ჩემი, ძმავო, და ნუ დასხნდები და ნუცა განსცემთ ... (81v).
-
სხვა სწავლა წმიდისა იოვანე ოქროპილისა მოწყალებისათვის (84r-87r).
დასაწყისი:ვისწრაფოთ, ძმანო, წარდგომად მოწყალებასა, რამეთუ უმჯობეს არს მისი წარმართება ... (84r).
-
სხვა სწავლა წმინდისა იოვანე ვოქროპილისა თუ ვითარ ადიდებდა ღმერთსა (88v-94r).
დასაწყისი:ისმინე, რასა იტყვის ღმერთი პირითა წინასწარმეტყველისათა ... (88v).
-
სწავლა წმიდისა იოვანე ოქროპილისა. სწავლისათვის სამღრთოსა სიტყვისა (94r-100r).
დასაწყისი:ხედვა ვითარ სული სიტყვათაგან თითოფერად დაიცვლების ... (94r).
-
თქმული წმინდისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისა (100v-101r).
დასაწყისი:რომელთაცა სულსა, რათა ხედვიდეს შინაგანითა თვალითა ... (100v).
-
მისვე იოვანე ოქროპირისა (101r-v)
დასაწყისი:უკეთუ ვისმე ეკიდოს დაყროლებული, ცოდვა და(?) მიმოვიდოდეს ... (101r).
-
სიტყვა მოციქულისა (102r-v).
დასაწყისი:სხვა არს სატანჯველი ბუნებითთა ცოდვათა და სხვა არს სატანჯველი ბუნებისა გარეგანთა ... (102r).
-
მოციქულისა (103r).
დასაწყისი:ვითარცა შეიყვარე ცოდვა, ეგრეთვე შეიყვარე სიმართლე ... (103r).
-
სხვა იოვანე ოქროპირისა (103r-104r).
დასაწყისი:ვინ იქადოს სიწმინდე გულისა, ანუ ვინ იკადროს თქმად თუ წმინდა ვარ ... (103r).
-
მისვე იოვანე ოქროპილისა (104r-105v).
დასაწყისი:ოდეს ილოცვიდე, ნუ მრავალსა სიტყვასა შეაწყობთ ... (104r).
-
ლოცვისათვის თარგმანი, რომელი ვიწყო ღვთისა მიმართ (105v-106r).
დასაწყისი:რომელნიმე იტყვიან წმინდავო ღმერთოსა, გინა მამავო ჩვენოსა ... (105v).
-
ქრისტიანესა უხმს (106r-108r).
დასაწყისი:რათა ნათელ უხმს სოფლისა მართალ, ვითარცა უფალი იტყვის: თქვენ ხართ მართალნი სოფლისანი ... (106r).
-
სარწმუნოება ერთაარსებისათვის (!) წმინდისა სამებისა (108r-109v).
დასაწყისი:ვინებად (!) მითხრობად, რომლითა სარწმუნოებითა დამტკიცებულ ვართ ...(108r).
-
თქმული წმინდისა იოვანე ოქროპილისა (109v-111r).
დასაწყისი:არავინ არს მართალ, რომელსამცა არა <არა> უძღოდა ბრალი რამე ... (109v).
-
თქმული მისივე იოვანე ვოქროპილისა (111r-112r).
დასაწყისი:დაღათუ ყოველნი დღენი შენი (!) ცოდვასა შინა წარგეხადნენ ... (111r).
-
წმიდისა მამისა ჩვენისა იოვანე ვოქროპირისა ვოთხშაფათ-პარასკევისათვის (112r-114v).
დასაწყისი:ძმანო საყვარელნო, ისმინეთ მცნება ესე, რომელთა გამცნებ თქვენ ... (112r).
-
თქული წმინდისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ნოსელისა (115r-116v).
დასაწყისი:ჯერ-არს ჩვენდა ყოველსა ჟამსა მოსვლვად ეკლესიასა და არა გაწყენდ, რამეთუ ლოცვა წესი არს ზეცისა ძალთა (115r).
-
თქმული წმინდისა მამისა ჩუენისა იოვანე ვოქროპილისა. გვაკურთხენ, მამავო (117r-123v).
დასაწყისი:რომელნი დგანან და მოელიან დღესა კვირიაკესა და სამღრთოსა დღესასწაულთა ... (117r).
-
მცნება წმინდისა ბასილისა მღდელთა მიმართ, თარგმნილი არსენისა (123v-126v).
დასაწყისი:რიდე თავსა ჵოი, ხუცესო, და ეკრძალე მსხვერპლსა, რომელი მიიღე ... (123v).
-
სწავლა წმინდისა იოვანე ვოქროპილისა და სხვათა პილოსოფოსთა (!) მეორედ მოსვლისათვის (126v-138r).
დასაწყისი:ვითარიმე ვიყვნეთ მაშვინ, ანუ რასა და ვითარსა ძრწოლასა შევეპყრნეთ, მაშინ იხილოთ და გულისხმა ყოთ, ვოდეს იგი იყვნეს ძენი ისრაილისანი ... (126v).
-
სწავლანი სულიერნი გამოკრებულნი თვითოსახეთა წიგნთაგან (138v-159v).
დასაწყისი:ვინ უწინ შეასხა ღვთაებასა: „წმინდავო ღმერთო, წმინდავო ძლიერო, წმინდავო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენო“? მიგება: ლეომ სთქვა ... (138v).
შენიშვნა:განმარტებები ძველი და ახალი აღთქმის ისტორიიებიდან;
-
სამი იგი შეუძლებელ არს ცნობად ჩემგან და მეოთხე იგი გულისხმა-ვყავ (159v-184r).
დასაწყისი:კვალი ვორბისა ფრინველისა ჰაერთა შინა რა სახე იყო ... (159v).
-
სახისმეტყველებით სიტყვისგება წმინდათა მღდელთმოძღვართა: ბასილისი და გრიგოლისი (184v-197v).
დასაწყისი:მაუწყე მე ყოველთა დაბადებულათა უწინარეს თუ რომელნი დაბადნა ღმერთმან ... (184v).
-
კითხვა-მიგება წმინდისა ბასილისა და გრიგოლისა. გვაკურთხენ, მამაო ბასილ (197v-205v).
დასაწყისი:ბასილ სთქვა: სადა გამოდის ერთისა თვალისაგან ვორი ... (197v).
-
კითხვა-მიგება წმინდისა ბასილისა და გრიგოლისა მიმართ (206r-224v).
დასაწყისი:ბასილი კითხა გრიგოლის: რაჟამს არცა ცა იყო და არცა ქვეყანა, რასა ზედა განისვენებდა საღტარი (!) ღთაებისა ... (206r).
-
კითხვა-მიგება გრიგოლი ღვთისმეტყველისა ანგელოსისა მიერ (224v-230r).
დასაწყისი:წმინდამან გრიგოლი განმანათლებელმა ვორმეოცსა დღესა და ვორმეოცსა ღამესა პური არა ჭამა და წყალი არა სვა ... (224v).
შენიშვნა:იგულისხმება გრიგოლ პართელი (განმანათლებელი).
-
ათანასე ალექსანდრიელისა თქმული (230r-277v).
დასაწყისი:კითხვა: რომლისა ლოცვისაგან უმფროს ეშინის სულთა უკეთურთა და ივლტიან მისგან ძრწოლით ... (230r).
-
სიტყვანი წმინდათა მამათანი იგავნი (277v-291v).
დასაწყისი:პირველი ა. კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იეროსალიმით იერიქოდ ... (277v).
-
კითხვა-მიგება წმინდათა მამათა (292r-306r).
დასაწყისი:კითხვა ა. ოთხნი იგი სახარებანი სადა დაიწერნეს ... (292r).
-
სიტყვანი გამოკრებულნი სახარებათანი წმინდათა მამათა მიერ (306r-339v).
დასაწყისი:რა არს სიტყვა იგი, ვითარმედ დგეს ჯვარსა მას თანა დედა მისი და <და> დედისა მისისა მარიამ კლეოპასი ... (306r).
-
ვითარ ჯერ-არს მღდელი, რომელი სდგეს წინაშე წმინდისა საკურთხეველისა (339v-348r).
• ხოლო წმინდა ნათლისღება არს ... (345v-346v).
• ხოლო წმინდა იგი მირონი მოასწავებს ... (346v-348r).
დასაწყისი:აჰა, ესერა გამოისახა ჯვარცმა ქრისტესი და დაფლვა ... (339v).
-
სახისათვის მონაზონებისა. გვაკურთხენ, მამაო (348r-390v).
დასაწყისი:ხოლო წესი და სახე მონაზონებისა მსგავს არს მტერთა ჩვენთა და უძლეველ წინააღმდგომთა ჩვენთა ... (348r).
-
ამას წიგნსა ეწოდების ხრონოღროფი (!). სიტყვა მეორედ მოსვლისათვის და აღსასრულისათვის. პრიელპაი სონა(!) (353r-398v).
• მერმე ძლევა ბერძენთა მიერიდგან (367v-369v).
• განიცადე აქაცა (369v-373v).
• მაშინ გამოჩნდეს ძე იგი წარწყმენდისა (374r-379v).
• ანტესთვის თქმული სხვა განმარტება (379v-384v).
• მეორედ მოსვლისათვის (385r-v).
• ჟამთა უკანასკნელთა არწივი მეფე (386r-387v).
• მეფე მანგლოსანი (387v-388r).
• მეფე ხარი (388r-v).
• მეფე გლახაკი (388v).
• მეფე პატრიაქი (388v-389r).
• მეფე დედაკაცი (389r-v).
• და შემდგომად მეფე იქმნას ქარცი (389v-390r).
დასაწყისი:ოდეს იგი მოეახლოს აღსასრული ჟამთა და დღეთა მათ უკანასკნელთა, გამოვიდენ ბარბაროზნი ... (353r).
-
აქა დიდებით მეორედ მოსვლა უფლისა და მკვდართა აღდგომაა. აღდგომისათვის მკვდართასა, თქმული იოვანე დამასკელისა (391r-394r).
დასაწყისი:გვრწამს უკვე აღდგომაცა მკვდართა, რამეთუ არს ჭეშმარიტად ... (391r).
-
გოდება იაკობ მონაზონისა, რომელი წინასწარმეტყველებით თქვა. (394r-398v).
დასაწყისი:განიღვიძე, იერემია, განიღვიძე წინასწარმეტყველებითურთ ... (394r)
-
სიტყვისგება ბერისა ეფვთიმე გრძელისა სოსთენის მიერ სომეხთა მოძღვრისა (398v-428r).
დასაწყისი:ჟამთა უკვე ღვთისმსახურისა მეფისა ბაგრატისათა იქმნა უკვე კრება კვალა ღრტილას, არა ვიდრემე სამღდელო, არამედ უმფროსღაა სამხედრო იყო ... (398v).
-
სოლომონის კითხვა-მიგება (428v-434r).
დასაწყისი:ზაქარია კითხა: ჵოი, მეუფეო, ღმერთმან, რომელსა დღესა შექმნა ცა და ქვეყანა ... (428v).
-
უწყება პეტროზ მკაწვრელისათვის და ალაჯასათვის და ალაჯორთა მარხვისა (434v-441v).
დასაწყისი:იყო პატრიაქი, კაცი წმინდა, უბიწო და მართალი ... (434v).
-
უწყება საბულის ძისა სუბსარქისათვის (441v-444v).
დასაწყისი:მათვე ჟამთა შინა კაცი ვინმე იყო ნაგმირევი და სახელი მისი სუფალის ... (441v).
-
პეტროზისავე (444v-450r).
დასაწყისი:ხოლო განისმა იეროსალიმს და ყოველთავე მათ კოსტანტინოპოლეს ... (444v).
-
თარგმანება სომეხთა წვალებათათვის და თუ რომლითა პირითა შეიჩვენებიან სომეხნი (450v-462r).
დასაწყისი:ა. შემდგომად ვითარცა უხრწნელ არმგონებელნი შეიჩვენებიან ... (450v).
-
„ღირს ყო უფალმან მდივანი ამა წიგნისა სამღრთოსა ძალისა ცნობად და ძალითა სამღრთოთა; დაიცევ, უფალო, ყოველნი წელნი ცხოვრებისა მისისანი მრავალჟამიერ უკუნისამდე, ამინ, ჩყმგ (1843) წელსა, ივნისის იზ დღესა“ (მხედრული, 461v-462r, ხელნაწერის ბოლოს).
-
„საყვარელნო ძმანო, წიგნისა ამის სახელის ცნობა თუმც გნებავს, ამისთვის ერთი სახელის წოდება არა აქვს ამას, ვინადგან მრავალნი კეთილნი წერილნი ერთად შეკრულ არს და თუმცა გნებავს ცნობის, ვოდეს იხილავ თვით კითხვასა შინა სცნობ, თუ რომელნი სახელნი ეწოდებიან. გარნა პირველი ერთი სახელი ესე არს "მარგალიტი" და უკეთუ ხარ მსურველი, რათა სცნა ყოველნი კეთილნი საქმენი, სულგრძელ იქმენ ამა წიგნისა კითხვასა და ყოველივე გაუწყოს თქვენ. ღმერთო, აცხოვნე ამის მდივანი სპირიდონ იესეს ძე მჩხიკვაძე“ (464 r-v, გადამწერისავე ხელით, ხელნაწერის ბოლოს).
-
„1881“ (1r, ფორზაცი).
-
„1881 წელსა 15 მარიამობას თვეს დაიბადა ათ საათზედ ცუცა“ (მხედრული, 1v, ფორზაცი).
-
„ჩყმნა-სა(1891) წელსა ივლისის ივ-სა დღესა ორშაბათსა იქმნა მზისა დაბნელება. იწყო შვადღიდგან და მიაწია მეექვსე საათის შესრულებაზედ და იქმნა სრული დაღამება ოთხ მინუტს. ამბავი ესე მოხდა დიდის ხელმწიფის იმპერატორის ნიკოლაოზის ხელშიდ“ (მხედრული, 464r, ხელნაწერის ბოლოს, სხვა ხელით).
188r-ის ქვედა არშიაზე დასმული აქვს ტვიფრული ბეჭედი ქაღალდის გამომშვები ფაბრიკის სახელწოდებით.
ყდაზე შემორჩენილია ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში მინიჭებული ძველი შიფრი.
ხელნაწერში შესულია წმინდა მამათა კითხვა-მიგებები, სწავლანი ქრისტიანული მორალისა და ეთიკის საკითხებზე. განმარტებულია ბიბლიის ცალკეული ადგილები და ა. შ.
კრებულში შეტანილია მასალა წმ. იოანე ოქროპირის ამავე სახელწოდების კრებულიდან „მარგალიტი“.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 117-119.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.78-86.
ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 4, ბიბლიოლოგია, ეგზეგეტიკა, აპოკრიფები, თბილისი, 2009 წ., გვ. 398-399.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).
ციტირება
მარგალიტი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/135 წვდომის თარიღი: