მსოფლიო გეოგრაფია


1446/111

ზოგადი აღწერა:
შიფრი:
1446/111
სახელწოდება:
მსოფლიო გეოგრაფია
თარიღი:
1799
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერში მითითებული თარიღი.

გადამწერი/დამწერი:
გადაწერის ადგილი:
მთარგმნელი:
ფურცლების რაოდენობა:
88
დაუწერელი ფურცლები:
87v, 88v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

ტვიფრული, ყავისფერი, ტყავგადაკრული ხის ყდა ტყავის სამი თასმით.

ზომები

ყდის:

219x165


ქაღალდის:

216x162


ტექსტის:

166x128


სისქე:

34


სტრიქონებს შორის მანძილი:

8

არშიები

ზედა:

20


ქვედა:

28


მარცხენა:

15


მარჯვენა:

20

სტრიქონების რაოდენობა:
20/22
განკანონება/ჭვირნიშანი:

აქვს ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

გვერდობრივი და რვეულებრივი, სულ 11 რვეულია, რვეულებრივი აღრიცხვა - მხედრული ასოებით ქვედა არშიებზე აქვს.

განკვეთილობის ნიშნები:
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

გერმანიასა აქვს ორასი მილი სიგრძე, ასი მილი სიგანე, სიმგურგულე ექვსას ოთხმოცი, ჰაერი არის მუდამ კეთილი... (2r).

სათაურ(ებ)ი:

თჳს საჴელმწიფოთა საკოროლეოთა (2r-42v).

დასაწყისი:

გერმანიასა აქვს ორასი მილი სიგრძე, ასი მილი სიგანე, სიმგურგულე ექვსას ოთხმოცი, ჰაერი არის მუდამ კეთილი... (2r).

შენიშვნა:

  • აღწერილია ევროპის სახელმწიფოები: გერმანია, დანია, ინგლისი, საფრანგეთი.
  • სათაური მოტანილია თხზული ასოებით.

[თჳს] აზიისა (43r-58r).

დასაწყისი:

აზია თჳთ სამჴრეთის კერძოთ მალაკით ვიდრე სამოცდა ცამეტის ღრადუსით ჩრდილოეთის სიგანით აქუს უმეტეს ათას ხუთასისა მილისა [...] (43r).

[თჳს] აფრიკისა (59r-70v).

დასაწყისი:

აფრიკასა აქუს ათას ხუთასი მილი სივრცე სამჴრეთით ჩრდილოეთისადმი კეთილ საიმედოს მისით, ვიდრე ღიბრალტარის მკლავადმდე ... (59r).

[თჳს] ამერიკისა (72r-88r).

დასაწყისი:

ამერიკა პოვნილ არს 1492 წელსა ქრისტოфორისაგან კოლუმბოსი ღენუელისა და 1497 ამერიკოსისაგან ვესპუცისა фლორენტიენელისა ... (72r).

  1. "მებრძანა მის უმაღლესის მეათცამეტის მეფის გიორგის ძის ბაგრატის მიერ თჳსსავე დიაკონსა სიმონს ღეოღრაфიისა ამის გადმოწერა და გადმოვსწერე ესე თთუჱსა აპრილსა კთ, ქორონიკონს უპზ, 1799" (ნუსხური, 88r). 


  2. "იქვე იმავე ხელით, ნუსხური: მჩხაბავი ღეოღრაфიისა ამის მკითხუჱლთა გევედრები, ნურავინ მწყევთ ცუდის მწერლობისათჳს და ნუცა ნაკლებობისათჳს; აღიწერა ქალაქსა თელავს" (ნუსხური, 88r, ბოლო სამი სიტყვა მხედრულით).



  1. "დავითის მიერ დავითიან ბაგრატიონისა მეფის გიორგის ძისაგან თარგმნილი რუსულით ქართულსა ზედა" (მხედრული, 1v).


  2. "მეფის ძის ბაგრატისა არის" (მხედრული, 2r, ფანქრით, თავსამკაულის ქვეშ).


  3. "თქვენთან გახლდი და ვერ გნახე იქნებ [... ... ...] თუ შინ არ ბრძანდებოდეთ, პასუხი გაუშვით, [...] სერებრიაკოვი თუ [...] კ[...]" (მხედრული, 88v, ფანქრით ნაწერი, საპირისპირო მიმართულებით, გვიანდელი ხელით).


  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 115-116.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.72-73.

  1. ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ლენინგრადის (დღეს - პეტერბურგის) სააზიო მუზეუმიდან.

ციტირება

მსოფლიო გეოგრაფია. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/133 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში