საქართველოს გეოგრაფია


1446/110

ზოგადი აღწერა:
შიფრი:
1446/110
სახელწოდება:
საქართველოს გეოგრაფია
საუკუნე:
XIX
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ფურცლების რაოდენობა:
48
დაუწერელი ფურცლები:
15v, 23v-29v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

მწვანე, მუყაოს ყდა, ოქროს ორთავიანი არწივის ტვიფრით ყდის ორივე ფრთაზე.

ზომები

ყდის:

234x188


ქაღალდის:

223x175


ტექსტის:

144x82


სისქე:

10


სტრიქონებს შორის მანძილი:

5

არშიები

ზედა:

50


ქვედა:

43


მარცხენა:

73


მარჯვენა:

25

სტრიქონების რაოდენობა:
სტრიქონების რაოდენობა მერყეობს 15-დან 25-მდე.
განკანონება/ჭვირნიშანი:

აქვს ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

გვერდობრივი, არაბული ციფრებით.

დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

ხოლო კანაფი უმუშაკოდ მცენარეობს მრავალი. და იმერეთსა შინა აკეთებენ მისგან ტილოთა. თამბაქოცა მოჰყავსთ მრავალთა ადგილთა შინა საქართველოჲსათა (1r).

წყდება:

... ესენი ვაჭრობენ საქართველოს შინა ნაბდებითა, ესე იგი ღართებითა, რომელსაცა აკეთებენ იგინი [...] (48v).

სათაურ(ებ)ი:

[საქართველოს ფლორისა და ფაუნის აღწერა] (1r-15r).

დასაწყისი:

ხოლო კანაფი უმუშაკოდ მცენარეობს მრავალი. და იმერეთსა შინა აკეთებენ მისგან ტილოთა. თამბაქოცა მოჰყავსთ მრავალთა ადგილთა შინა საქართველოჲსათა … (1r).

[საქართველოს მეფეების შესახებ] (16r-23r).

დასაწყისი:

ქვეყანაჲ ესე ივერია, რომელ არს გიორგია (ესე იგი), სრულიად საქართველო, არს უკუჱ ერთი სამპყრობელო, რომელი არა მხოლო თუ ძველთა შინა დროთა, ახალთაცა შინა საუკუნეთა იყო ეგრეთვე ერთი სამპყრობელო ... (16r).

სამეფონი, სამთავრონი და კერძონი ივერიისა ანუ გიორგიისა, ესე იგი სრულიად საქართველოისანი სამეფონი: 1. სამეფო ქართლისა, 2. სამეფო კახეთისა ანუ ალვანიისა, 3. სამეფო იმერეთისა (30r-48v).

დასაწყისი:

ესე სამნივე სამეფონი არიან ქრისტიანენი ბერძენთა სარწმუნოებისა და ზრახვენ ერნი ამა სამეფოთანი ენასა ქართულსა და რომელ არს ენა ივერიელთა ანუ გიორგიელთა ... (30r).

  1. 96 pagg. 24/V, 1890 [...] (48v, ხელნაწერის ბოლოს, ქვედა არშიაზე).


  1. ხელნაწერს ახლავს სანქტ-პეტერბურგის სააზიო მუზეუმის ბეჭედი (1r);

  2. ახლავს სააზიო მუზეუმის ძველი და ახალი სააღრიცხვო ნომრები - 40/159/35; Msc. Georg.35 (r).

  3. ხელნაწერი შიგადაშიგ ნასწორებია (1v, 2v, 9r, 33r, 35r …).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 114.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.70-71.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ლენინგრადის (დღეს - სანქტ-პეტერბურგი) სააზიო მუზეუმიდან.

ციტირება

საქართველოს გეოგრაფია. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/132 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში