ხელნაწერი შეიცავს ვახტანგ VI-ის მიერ, სავარაუდოდ, სპარსეთში ყოფნის დროს (1714-1715 წწ.) სპარსულიდან ნათარგმნ ასტროლოგიური შინაარსის ნაშრომს - „თალაი მასალის წიგნი“, რომელიც მირზა აბდურიზა თავრიზელის „აღმოსვლის კითხვის” საფუძვლებზე არის შექმნილი. გადამწერი უცნობია, თუმცა რედაქტირება თავად მეფე ვახტანგ VI-ს გაუკეთებია.
- შიფრი:
- 1446/108
- სახელწოდება:
- თალაი მასალა
- თარიღი:
- [1716-1724]
- დათარიღების საფუძველი:
-
ვახტანგ VI-ის მეფობის წლები სპარსეთიდან მისი დაბრუნების შემდგომ.
- გადამწერი/დამწერი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 52
- დაუწერელი ფურცლები:
- 50v, 51r, 52r
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოს ყავისფერი ტვიფრული ყდა, გადაქექილი.
- ზომები
-
ყდის:
255x188
ქაღალდის:
247x181
ტექსტის:
181x131
სისქე:
7
სტრიქონებს შორის მანძილი:
9
- არშიები
-
ზედა:
25
ქვედა:
43
მარცხენა:
22
მარჯვენა:
27
- სტრიქონების რაოდენობა:
- 14 / 16
- განკანონება/ჭვირნიშანი:
-
შეინიშნება ჭვირნიშანი.
- აღრიცხვა:
-
რვეულებრივი, აღნიშნულია მხედრული ასოებით ქვედა არშიებზე, რვეულების დასაწყისსა და ბოლოში; სულ 6 (ვ) რვეულია; ამათგან პირველი (ა) რვეული შეიცავს 9 ფურცელს, ხოლო მეორე (ბ) - 12-ს, მე-3, მე-4 და მე-5 (გ, დ, ე) რვეულები - 8-8 ფურცელს, მეექვსე (ვ) რვეული - 4 ფურცელს.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
სათაურ(ებ)ი:
-
ეს თალაი მასალის წიგნი მეფის ვახტანგისაგან თარგმნილი სპარსთაგან - ამ ბძანების ქნის წესი რამთონი რიგი რამ არის, რომ ის უნდა კაცმა იცოდეს, რომ ბძანების ქნა სწორად მოვიდეს ... (2r-v).
შენიშვნა:თავდაპირველად წითელი მელნით ეწერა: „მეფის ვახტანგის ბძანებით თარგმნილი“, ვახტანგის ხელით ჩასწორებულია შემდეგნაირად: „მეფის ვახტანგისაგან თარგმნილი“.
-
კითხვის დელილის აღსრულების ცოდნა - ვითამ რაც გვიკითხავს, ის როდის აღსრულდება ბათლემეზ იტყვის ... (2v-31v).
-
კარი ვარსკვლავთყოფისა ცოდნისა იმ დელიგებსა, რომელიც საწადელს აღასრულებს - ვარსკვლავთმრიცხველთ წესი ოცდათხუთმეტი რიგი რამ არის ... (31v-50r).
-
"ღმერთო, ადიდე მეფე ვახტანგ, მპყრობელი ყოვლისა საქართველოსა. გევედრები შენ, უფალო" (მხედრული, 1r, შავი და წითელი მელნით, ზედა არშია, ვახტანგ VI-ის ხელი).
-
2. „Livre [d’astrologie]. Commencement de celui qui porte le [titre] de [.....]“ (თარგმანი: [ასტროლოგიის] წიგნი. იმ წიგნის დასაწყისი რომლის [სათაურია] [ ? ])
-
"ქ. თალამასალის წიგნი |ა|" (მხედრული, 52v მხედრული, ქვედა არშია).
ხელნაწერის ერთადერთ ანდერძში ის მოიხსენიება, როგორც „მეფე ყოვლისა საქართველოსა“ (1r).
ახლავს პეტერბურგის სააზიო მუზეუმის ბეჭედი (2r).
„თალაი მასალა“ არის ვარსკვლავებზე წიგნი, შექმნილი მირზა აბდურიზა თავრიზელის "აღმოსვლის კითხვის" საფუძვლებზე; ქართულად თარგმნა ვახტანგ VI-მ, სავარაუდოდ, სპარსეთში ყოფნის დროს (1714-1715).
ხელნაწერი გადაწერილი უნდა იყოს ვახტანგ VI-ის სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ, მისი ქართლში მეფობის პერიოდში (1716-1924).
ამ ხელნაწერის უშუალო გაგრძელებაა საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდის 1448/109 ხელნაწერი.
ტექსტი ნაწილობრივ ვახტანგ მეფის ხელითაა ნასწორები. ეს სწორება ძირითადად პლანეტებისა და ზოდიაქოების აღმოსავლური სახელების ქართული და ბერძნული სახელებით ჩანაცვლებას ეხება; ასევე ხელნაწერში სისტემატურად გამოყენებული რამდენიმე სპარსულ-არაბული სიტყვა შეცვლილია ქართული შესატყვისებით (მაგალითად, ტექსტში მრავლად გვხვდება სიტყვა „ბურჯი“, რომელიც ყველგან გადახაზულია და ზედვე აქვს მიწერილი სინონიმი „ეტლი“). ვახტანგისავე ხელით არის შესრულები არშიაზე გატანილი სათაურები.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 62-63.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.7-12.
თამარ აბულაძე, ვახტანგ მეექვსის მთარგმნელობითი მოღვაწეობა, თბილისი, 1990, გვ. 27-29.
რ. ჩაგუნავა, ვახტანგ ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო მოღვაწეობა (მათემატიკა), თბილისი, 1986, გვ. 32, 33.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ლენინგრადის (დღეს - სანქტ-პეტერბურგი) სააზიო მუზეუმიდან.
ციტირება
თალაი მასალა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/130 წვდომის თარიღი: