საღვთისმსახურო წიგნი კონდაკი წმინდა იოანე ოქროპირის ჟამისწირვას შეიცავს, დაახლოებით XIV საუკუნეშია გადაწერილი და თავბოლონაკლულია. ხელნაწერი გრაგნილის ფორმისაა და 4 კეფისაგან შედგება. ოთხივე კეფზე ოცამდე მხედრულად და ნუსხურად შესრულებული მინაწერია, რომელთა ნაწილი, სარგის კაკაბაძის აზრით, ჯავახური წარმოშობისა უნდა იყოს.
- შიფრი:
- 1446/9
- სახელწოდება:
- კონდაკი, იოანე ოქროპირის ჟამისწირვა
- საუკუნე:
- XIV
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები
- ფურცლების რაოდენობა:
- 4
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ზომები
-
ყდის:
ქაღალდის:
I კეფი - 360x205, II კეფი - 630x205, III კეფი - 540x205, IV კეფი - 400x205; ტექსტი: I კეფი - 324 x133, II კეფი - 600x133, III კეფი - 530x133, IV კეფი - 385x133
ტექსტის:
სისქე:
სტრიქონებს შორის მანძილი:
7
- არშიები
-
ზედა:
ქვედა:
მარცხენა:
41
მარჯვენა:
42
- განკვეთილობის ნიშნები:
- გაფორმება:
-
თავბოლონაკლული, ეტრატი დალაქავებული და დაზიანებულია.
- დასაწყისი:
-
[...] სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა [...]ვე ფეშხუმ ს[...] წმიდისა [...] (Ir).
- წყდება:
-
... და თქუა: ვისწავლე სულითა შენითა წმიდათაჲ [... ...] კუალად მედვეს [... ...]ანო კერძო საკურთხეველი [...] (IIIv).
-
"[...] შეუნდნეს ღმერთმა, დედა-მამათა შეუნდნეს ღმერთმა" [...] მამა (Ir, მარცხენა არშია, ნუსხური).
-
"[...] სასა [...] შენ ქრისტე ღი[...] მისა მ[...] შენ, ღმერთო" (Ir, მარცხენა არშია, ნუსხური).
-
"|სულსა [...] შენ ღმერთმან [...] ამინ" (IIr, მარჯვენა არშია, ნუსხური).
-
"ლუკას შეუნდეს ღმერთმან, ელიას და მის მეუღლეს ამაისულაის შეუნდნეს ღმერთმან, ამინ" (IIv, მარჯვენა არშია, ნუსხური).
-
"სულსა ლაშქარასა შეუნდნეს ღმერთმა [...], შეუნდნეს ღმერთმა [...]მა, შეუნდნეს ღმერთმა" (IIr, მარჯვენა არშია, ნუსხური).
-
"სულსა ჯარიასსა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ. სულსა დავითასსა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ" (IIIr, მარცხენა არშია, ნუსხური).
-
"კუალად ოჩიაშვილსა გიორგის შეუნდნეს ღმერთმან, ამინ. მისსა მეუღლესა ნინოს შეუნდნეს ღმერთმან, ამინ. მათსა შვილსა ქერაბინს შეუნდნეს ღმერთმან, ამინ" (IIIr, მარცხენა არშია, ნუსხური).
-
"მამასა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ" (IIIr, მარცხენა არშია, ნუსხური).
-
"მაისას ცოდვანი მისნი შეუნდნეს ღმერთმან, ამინ" (IIIრ, მარცხენა არშია, წითელი მელანი, ნუსხური).
-
"ძუქუსა შეუნდვეს [...] ცოდვათგან მისთა [...]" (IIr, მარცხენა არშია, მხედრული).
-
"სულისა გიორგისა შეუნდნეს ღმერთმა, ამინ. და მისასა მეუღლესა მაისა[...] შეუნდნეს ღმერთმან. ვარ[...] ძესა ზაქარიას შეუნდნეს ღმერთმან [...]. ღმერთო, უშველე მათ, შეუნდნე ღმერთმან" (IIr, მარცხენა არშია).
-
"ქ. ზურ[...] ცოდვანი მათნი შეუნდნეს ღმერთმან, ამინ~ (IIv, მარჯვენა არშია, მხედრული).
-
"ღმერთო, უშველე გი[ორგ]ი(!) უშველე, ღმერთო" [... ...] (IIv-IIIr კეფის გადაბმა, მხედრული).
-
"ვარძიელისა შვილსა შვენიერა ყოველსა რაჟდენს შეუნდნეს ღმერთმან. მის მამა-ბიძათა შეუნდნეს ღმერთმა. მის და-ძმათა შეუნდნეს ღმერთმა. მისსა გამდელსა მზექალსა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ~ (IIIr, მარცხენა არშია, მხედრული).
-
"ქ. ღმერთო, უშველე მონასა შენსა ბაინდურასა, მუნ განკითხვისასა ცოდვანი მისნი შეუნდვნეს ღმერთმან მის ძე[... ...] შეუნდნეს [ღმერთმან]" (IIIr, მარჯვენა არშია, მხედრული).
-
"მზისა თანდარსა დღეგრძელობა მისა მეუღლესა, ამინ. თომ[ა], დავით, გვარლი, მათი ცოდვანი მისნი შეუნდნეს ღმერთმა. ღმორაშვილს შეუნ[...] (IVr, მარცხენა არშია, მხედრული).
-
"ქ. ფარემუზსა და გიორგისა ცოდვანი მისნი შეუნდნეს ღმერთმან" (IVr, მარჯვენა არშია, მხედრული).
-
"ქ. ბიაშვილსა ...ნ... შეუნდნეს ღმერთმან. მისა ცოლ-შვილთა შეუნდნეს ღმერთმან. რჩეულიშვილსა, ბეჟანიშვილსა, წალაძესა შეუნდნეს ღმერთმან. მისა მეუღლესა შვენიერსა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ~ (IVr, მარჯვენა არშია, მხედრული).
-
"ქ. გვარად დავითიშვილებსა სარიჯ[სა], გოდერძისა, ზაქარიასა ძალითა ძალო ცოდვანი შეუ[ნდნეს ღმერთმან, ამინ]" (IVr, მარჯვენა არშია, მხედრული).
სარგის კაკაბაძის აზრით მინაწერებში რჩეულიშვილის გვარის მოხსენება ამტკიცებს, რომ ეს ხელნაწერი თავდაპირველად ჯავახეთში იყო დაცული. მოსახსენებლებიც ჯავახური წარმოშობის უნდა იყოს. XVII საუკუნეში ხელნაწერი ქართლში წამოუღიათ.
ციტირება
კონდაკი, იოანე ოქროპირის ჟამისწირვა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/13 წვდომის თარიღი: