ატლასი შედგება 19 რუკისა და ბაგრატიონთა 2 გენეალოგიური ტაბულისაგან.
ატლასი არქივში 1925 წელს შემოვიდა სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შედრინის ბიბლიოთეკიდან.
ვახუშტის რუკები ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 40-იან წლებში იქნა ნათარგმნი რუსულ და ფრანგულ ენებზე. რუსეთისა და საფრანგეთის გეოგრაფ-კარტოგრაფები უკვე მაშინვე სარგებლობდნენ ამ ნაშრომებით.
ვახუშტის გეოგრაფიული მემკვიდრეობა არის პირველი ნაშრომი ქართული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში, რომელიც გვაძლევს საქართველოს სრულ გეოგრაფიულ-კარტოგრაფიულ სურათს.
ტოპოგრაფიული დეტალურობით და სისრულით ვახუშტისეული რუკები მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს ყველა იმ კარტოგრაფიულ გამოსახულებას, რომლებიც შედგენილი იყო მანამდე და ნაწილობრივ შემდგომშიც, ზუსტი ტოპოგადაღებების დაწყებამდე. მკვლევართა აღიარებით, ვახუშტისეულმა რუკებმა XVIII ს-ის მანძილზე დიდი როლი შეასრულა კავკასიისა და საქართველოს ტერიტორიის კარტოგრაფიული აღწერილობისა და გეოგრაფიის შესწავლაში.
ატლასი გაფორმებულია აკვარელის საღებავებით.
ატლასმა დღემდე სრული სახით მოაღწია.
- შიფრი:
- 1446/105
- სახელწოდება:
- ვახუშტი ბაგრატიონი, გეოგრაფიული ატლასი
- თარიღი:
- 1745
- ავტორ(ებ)ი:
- გადამწერი/დამწერი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 21
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მწვანე; ყდაზე ოქრომელნით შესრულებული წარწერა ფრანგულ ენაზე: ATLAS pur WAKHOUCHT (ვახუშტის ატლასი), ყუაზე ოქრომელნითვე: Wakhoucht histoir de GEOGRIER. Original. ATLAS (საქართველოს ისტორია ვახუშტისა, ატლასი). ყდაზე დაკრული აქვს ძველი ნომრები: 40, 159 da Msc. Georg. =35. ახლავს ასევე სანკტ-პეტერბურგის სააზიო მუზეუმის წითელი ბეჭედი.
- ზომები
-
ყდის:
420x333
ქაღალდის:
404x320
ტექსტის:
375x305
სისქე:
19
სტრიქონებს შორის მანძილი:
- არშიები
-
ზედა:
ქვედა:
მარცხენა:
მარჯვენა:
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- კარგი
- დაკავშირებული პირები
სათაურ(ებ)ი:
-
კავკასიის რუკა (ზოგადი) (N1)
შენიშვნა:„რუკა მოხაზული საქართველოსი, ანუ ივერიისა, ანუ გიორგიისა, ახალს პოვნილს მენაკთა ზედა უფლისა ფელეს მიერსა, ორთა - კასპიისა და შავს ზღვას შორისი, რომელი წილად ხვდათ რვათა ძმათა, და მჩენარებს თვითვეულად - ქართლოსისა, ეგროსისა, ბარდოსისა, მოვაკანისა, ჰეროსისა, ლეკოსისა და კავკასოსი. ხოლო ჰავოსისა არა სრულიად მჩენარებს. ხოლო შვიდთა ძმათა წილი თვისითა მთითა, მდინარითა, ტბითა და საზღვრითა და საჩინოთა ადგილითა, ჩემ მიერ მეფის შვილი ვახუშტი“.
-
ქართლოსის წილი "ქვეყანა" (N2)
შენიშვნა:„ქარტა ქართლოსის წილისა, რომელიცა ძმათა თვისთა შორის ქვეყანანი ხვდა და შემდგომად მისსა ცოლმან ქართლოსისამან განუყო ხუთთა ძეთა თვისთა: მცხეთოსს, გარდაბანოსს, გაჩიოს, კახოს და კუხოსს. მერმე კვალად მცხეთოსს ხვედრი თვისი განუყო ძეთა თვისთა სამთა: უფლოსს, ოძრახოს და ჯავახოს; მოხაზული თვისითა ქალაქითა, მთითა, მდინარითა და საზღვრითა“.
-
მეფე ფარნავაზისდროინდელი ათი საერისთავო (N3)
შენიშვნა:„რუკა საქართველოსი, ანუ იბერიისა, განყოფილი ათ საერისთაოდ, რომელი განყო პირველმან მეფემან ფარნაოზ და იყო ვიდრე ბაგრატიონამდე. ხოლო შემდგომად სხვარიგ. მოხაზული მის მიერვე“.
-
გენეალოგიური ტაბულა (N4)
შენიშვნა: გენეალოგიური ტაბულა ადამ და ევადან ქართლის მეფეებამდე, ქართლის მეფეები - ბაგრატიონებამდე, ბაგრატიონები - 1752 წლამდე.
შენიშვნა:„საქართველოსა ანუ ივერიის ჩამომავლობა ვისის ტომისგან არიან და მეფენი მათნი ბაგრატიონამდე წინამდებარის ხით იცნობების პირველის მეფის ფარნაოზი და ვიდრე მირიან ხოსროვანისამდე, მერმე მირიანიდამ ბაგრატიონამდე.
ეს ბაგრატიონთ ნათესავ-ჩამომავლობა ვიდრე თავისამდე გამოიღო მეფემან ვახტანგ ძემან ლევანისამან, რაჟამს განაგებდა ქართლს ბიძისა თჳსისა გიორგი მეფისა წილ. არამედ არა იყო მას შინა ქართლოსიანთა და ხოსროვანთ ჩამომავლობა, არცა იმერთა და კახთა მეპატრონეთა, ხოლო ჩუენ ქარტისა ამისთჳს ესრეთ ვჰყავთ, ვითარცა არს წინამდებარედ ამას შინავე ქორონიკონთა მოწმობითა ესრეთ ძალ-ვიდევით, არამედ თუ ვინმე ჴელ-ყოფს ქმნად სხვასა უმართლესად და უმჯობესად მოწმობითა და ქორონიკონითა, ჩვენ არა ვართ დამაყენებელნი, არცა წინააღმდგომნი, ვინათგან სიმართლე და ჭეშმარიტება გზა არს სასუფევლისა ცათასა“.
-
საქართველოს და მისი მიმდებარე ტერიტორიების რუკა (N5)
შენიშვნა:„რუკა საქართველოსი, ანუ ივერიის, ანუ გიორგიისა, ახალს პოვნილს მენაკსა ზედა უფლის ფელეს მიერსა, რომელსა ზედა მჩენარებს თვითვეულად ქართლი, კახეთი, რანი, ხოლო აწ ყარაბაღი, მოვაკანი, ხოლო აწ შირვანი. დაღისტანი, კავკასი, ოსეთი ხოლო აწ ოსეთ და ჩერქეზი და სვანეთი, ეგრისი, შემდგომად აფხაზეთი და განყოფით ჯიქეთი. აფხაზი, ოდიში, გურია, იმერეთი, კვალად ქართლოსის წილი საათაბაგო და განყოფით სამცხე-ჯავახეთი. კოლა-არტანი და კლარჯეთი, სომხითი, ხოლო აწ აზრუმი, ბასიანი, ყარსი და ერევნის ადგილნი, თვისის მთით, მდინარით, ტბით და სამზღვრით. მეფის შვილის ვახუშტითვე“.
-
ქართლის რუკა (ზოგადი) (N6)
შენიშვნა:„ქარტა ანუ რუკა ქართლისა სრულიადისა გარემოსი, მისი იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ერევნის ადგილი და ყაზახი თვისისა საჩინო ადგილებითა“.
-
ქართლის რუკა (მტკვრის ჩრდილოეთით) (N7)
შენიშვნა:„რუკა ქართლისა მტკვრის ჩდილოეთისა, რომელსა შინა მჩენარებს ჴეობანი და სადროშონი ორნი მუხრანისა და ზემო ქართლისა ახალს პოვნილს უფლის ფელეს მენაკთა ზედა. ჩემ მიერ მეფის შვილის ვახუშტისაგან“.
-
შიდა ქართლის სასარდლოები (N8)
შენიშვნა:„ქარტა ანუ რუკა ძველად ზენა სოფლებისა ანუ შიდა ქართლისა და აწ წოდებული ქართლისა, რომელი განიყოფის აწინდელს ჟამსა შინა ოთხ სასპასპეტოთ: წითელი არს მეფისა თანა მყოფი და მეოთხე სადროშოსი; მწვანე არს მესამე სასპასპეტო და მესამე სადროშო მუხრანისა; მემარცხენე ყვითელი არს მეორე სასპასპეტო და მემარჯვენე დროშა ზემო ქართლისა ამილახორის სასარდლო. ყოვლის საზღვრით თვისით დახაზულნი უმჯობესათ სხვათა აქა მოხაზულთა რუკათაგან, ხოლო ნიშნი ვითარცა სხვათა ქართათა შინა, ეგრეთვე აქაცი იუწყე ხოლო აღმოსავლით აქუს კახეთი, სამჴრით საბარათიანო, დასავლით იმერეთი და ჩდილოთ ოსეთი, რომლისა დვალეთი წითლით მოხაზულია“.
-
ქართლი (მცხეთოსის წილი) (N9)
შენიშვნა:„ქარტა ქართლისა ანუ რუკა, რომელი წილად ხვდა უფლოსს ძესა მცხეთოსისასა და და მან უწოდა წილხდომილსა თვისსა ზენა სოფლები, ანუ შიდა ქართლი; და შემდგომად მეფის ფარნაოზისა იქმნა ერთ საერისთოთ, რომელი აქუნდა სპასალარსა, ხოლო აწ არს სამ სადროშოდ, რომელიცა არს ყვითლის ფერითა, ხოლო ტაშისკარს ზეითი წითელი არს სამცხისა, წილი ოძრახოსი, და სურამალს იქითი ნარინჯი არს წილი ეგროსისა და მტკვარს არაგვს იქითი წითელი არს წილი კახ-კუხოსისა, რომელიცა აწ უპყრავს მეფესა ქართლისასა. ნიშანი ამისნი ვითარცა სხვა ქარტასა შინა ეგრეთ იუწყე“.
-
ხუნანისა და სამშვილდის საერისთავოები (სომხით-საბარათიანო) (N10)
შენიშვნა:„ქარტა ანუ რუკა ძველათ ორის საერისთოსი - ხუნანისა და სამშვილდისა, ხოლო აწინდელს ჟამსა შინა პირველი სასპასპეტო მეწინავე, რომელსა უწოდებენ სომხით-საბარათიანოსასა, მოხაზული სხვათა ქართატაგან უუმჯობესათ ჴეობა-ჴეობად და ადგილად-ადგილათ, რომელსა აქუს აღმოსავლით კახეთი და ყაზახი, სამხრით ერევანი, დასავლით ჯავახეთი და ჩდილოთ ქართლი. ხოლო ნიშნი იუწყე ვითარცა სხვათა რუკათა შინანი“.
-
გაჩიანი და გარდაბანი (N11)
შენიშვნა:„ქარტა ანუ რუკა ქართლოსის წილისა, რომელი წილად ხვდათ ძეთა მისთა გაჩიოს და გარდაბანოსს და შემდგომად ფარნაოზისაგან იქმნა გარდაბანის წილი ხუნანის საერისთოთ ნარინჯფერით აქ დაფერებული, ხოლო წითლით დაფერებული წილი გაჩიოსი იქმნა სამშვილდის საერისთოთ, და აწ არს ერთ სადროშოთ საბარათიანოდ, ხოლო მტკვარს იქითი წითელი არს კუხოსის წილი და ყაიყული წილი სომხითისა, რომელი უპყრავს ქართლოს. ყვითელი ქართლის წილი, ხოლო ნიშნი ესენი არიან“.
-
ქართლის რუკა (მტკვრის სამხრეთით) (N12)
შენიშვნა:ქარტა ქართლისა მტკვრის სამხრეთის კერძოსი, სომხით-საბარათიანოსი და მეფის დროშისა, რომელსა შინა მჩენარებს ჴეობანი თვითვეულად ახალს პოვნილს უფლის ფელეს მენაკსა ზედა. ჩემ მიერ მეფიშვილი ვახუშტისაგან“.
-
სომხით-საბარათიანოს და საციციანო (N13)
შენიშვნა:„ქარტა ანუ რუკა საბარათიანო-სომხითისა და საციციანოსი, ხეობა ალაგებად დახაზულ და ფერებულნი. ხოლო მთა, რომელ მწვანით არს, უტყეო-უსოფლობითა არიან და მათ შინა მთა თეთრი თოვლიანი მთა არს, ხოლო ნიშნი ამისნი ვითარცა სხვა ქარტებთა შინა, ეგრეთვე ამისნიცა“.
-
კახეთი, კუხეთი და ჰერეთი (N14)
შენიშვნა:„რუკა კახეთისა, კუხეთისა და ჰერეთისა და აწ მხოლოდ კახეთად წოდებულისა, რომელსა უმდებარებს აღმოსავლით დაღისტანი, სამხრით ყარაბაღი, ჩდილოთ ღლიღვ-ძურძუკი-ქისტი და დასავლით ქართლი და ყაზახი, ახალს უფლისა ფელეს პოვნილს მენაკთა ზედა თვისის ეკლესიით, მონასტრით, მთით, მდინარით, დაბნებით, ციხით, დიდოთი, თუშეთით, ჩემ მიერვე მეფიშვილის ვახუშტისაგან“.
-
ოსეთი (N15)
შენიშვნა:„რუკა აწინდელისა ოსეთისა, რომელი არს შორის კავკასიის მთასა შინა და განიყოფების ესე ოსეთი ესრეთ: ბასიანი, დიგორი, და დიგორი განიყოფის ჩერქესიძედ და ბადელიძედ, და დვალეთი განიყოფის კასრისჴევად, ჟღელედ, ზრამაზისჴევად, ნარად, ზროგოდ, ზახად და თრუსოდ. და ამას ზედვე არს ჴევი, რომელი რუკასა ამას ზედა მოხაზული არს კვალად თაგაურად, ქურთაულად, ვალაგირად ანუ ფაიქომად თვისთვისითა საზღვრითა, მდინარითა, ციხითა, სიმაგრითა და დაბნებითა და მთებითა, რომლის აღმოსავლით არს ჴევი, დასავლით სვანეთის კავკასი, სამხრით - კავკასს იქით - ქართლი და რაჭა, ჩდილოთ ჩერქეზის მთა და მთას იქით ჩერქეზი“.
-
გენეალოგიური ტაბულა (N16)
შენიშვნა: გენეალოგიური ტაბულა ადამ და ევადან ქართლის მეფეებამდე, ქართლის მეფეები - ბაგრატიონებამდე, ბაგრატიონები - 1752 წლამდე.
შენიშვნა:„ეს ბაგრატიონთ ნათესავ-ჩამომავლობა ადამიდამ ვიდრე თავისამდე გამოიღო მეფემან ვახტანგ ლევანის ძემან, რაჟამს განაგებდა ქართლს ბიძისა თჳსის გიორგი მეფისა წილ, ხოლო იმერთა და კახთა მეპატრონეთა ნათესავ-ჩამომავლობა არა იყო მუნ და კუალადა ბრწყინვალე გიორგის ქვეით მეფენი შერევით და არა რიგოვანათ იყუნენ, ხოლო ჩუენ ესრეთ ქარტისა ამის და ამას შინა ქორანიკონთა მოწმობითა ესრეთ ვჰყავით ვითარცა არს წინამდებარედ და უკუჱთუ ვის არა სთნდეს, მან სხვა ჴელ ყოს ქმნად, არამედ მოწმობითა და მართლის გამომძებლობითა ჯერ არს და არა ვართ ჩუენ დამაყენებელნი, ვინათგან სიმართლე გზა და ჭეშმარიტება არს სასუფევლისა ცათასა“.
-
სამცხე-საათაბაგო (N17)
შენიშვნა:„ქარტა ზემო ქართლისა და კლარჯეთისა ანუ სამცხე-საათაბაგოსი, რომელსა შინა მჩენარებენ ჴეობანი და ადგილნი სანახებითა. ახალს პოვნილს უფლის ფელეს მენაკთა ზედა. მოხაზული მეფის შვილის ვახუშტისაგან თვისის ყოვლის საზღვრითა“.
-
იმერეთი, ოდიში და გურია (N18)
შენიშვნა:„რუკა იმერეთისა, ოდიშისა და გურიისა, რომელს უმდებარებს აღმოსავლით ქართლი, დასავლით შავი ზღვა, სამჴრით სამცხე, ჩდილოთ კავკასს იქით ჩერქეზი და მჩენარებს ჴეობანი და ადგილნი სვანეთით, ახალს ფელეს პოვნილს მენაკსა ზედა. დახაზული მეფის შვილის ვახუტისაგან“.
-
იმერეთი (N19)
შენიშვნა:„რუკა იმერეთისა, რომელსა ზედა მჩენარებს არგვეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ოკრიბა, ვაკე, საჯავახო, საჩინო და საჩხეიძო. ახლად დახაზული ფელესის მენაკსა ზედა, თვისის მდინარითა, მთითა, ქალაქითა, ეკლესიით, მონასტრით, დაბნებითა და ციხეებითა“.
-
აფხაზეთი (N20)
შენიშვნა:„ქარტა ანუ რუკა აფხაზეთისა, რომელი განიყოფის იმერეთად, ოდიშად და გურიად, ხოლო იმერეთი განიყოფის არგვეთად, რაჭად, ლეჩხუმად, ვაკედ, ოკრიბად, საჩინოდ და საჩხეიძოდ, სვანნი მჩენარებენ მთით, წყლით, ეკლესია მონასტრით, ციხით და დაბნებით. ახალი დახაზული ფელესს მენაკსა ზედა“.
-
ოდიში (N21).
შენიშვნა:„ქარტა ანუ რუკა ოდიშისა, ეგურის წყლის დასავლეთის კერძოსი ზღვამდე და შავი ზღვა აზავამდე, მისი შემდინარე მდინარენი ყუბანი და სხვანი და ქვეყანა ოდიში, აფხაზეთი და ჯიქეთი და კავკას იქითი ძველად ოსეთი და აწ ჩერქეზი და ყუბანი და ზღვის კიდე ძველად პაჭანიქი აწ სხვისა სახელის მქონებელი“.
ვახუშტი ბაგრატიონის ავტოგრაფულ სულ ორ ატლასს მოუღწევია ჩვენამდე: 1. „ყაზანური ატლასი“ (ინახებოდა ყაზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) და 2. „პეტერბურგული“ ატლასი. წინამდებარე ატლასი სწორედ „პეტერბურგულია“; დაცული იყო პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკაში. ამ ატლასზე მუშაობა ვახუშტის 1745 წელს დაუსრულებია. მისი საფუძველი სწორედ პირველი ანუ „ყაზანური ატლასია“, თუმცა უფრო დაწვრილებითი და დაზუსტებული და ემყარება გეოგრაფიულ კოორდინატთა ახალ სისტემას.
Description Géographique de la Géorgie par le Tsarévitch Wakhoucht publiée ďaprès ĽOriginal Autographe par M. Brosset S.Pétersbourg, 1842.
ბატონიშვილი ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, დაიბეჭდა ვახუშტი ბატონიშვილის ხელნაწერ დედნით, რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა, თფილისი, 1904 წ.
ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1941 წ.
ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს გეოგრაფია, 1997 წ. თბილისი.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 110-111.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018 წელი, გვ.41-49.
UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები, თბილისი, 2018, გვ. 54-73.
ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი, თბილისი, 2023, გვ.10-41.
ჩვენი არქივი - ჩვენი საუნჯე, თბილისი, 2016, გვ.42-43.
ატლასი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლენინგრადის (დღეს სანკტ-პეტერბურგის) სალტიკოვ-შჩედრინის საჯარო ბიბლიოთეკიდან.
2013 წელს ატლასი შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერებ ის რეესტრში.
ციტირება
ვახუშტი ბაგრატიონი, გეოგრაფიული ატლასი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/127 წვდომის თარიღი: