აღწერა სამეფოსა საქართველოსა


1446/103

ზოგადი აღწერა:

ნაშრომის ძირითად ნაწილზე მუშაობა ვახუშტი ბაგრატიონმა 1745 წელს დაასრულა. მასში ჩართული იყო რუკები, ქრონიკები, კინკლოსი და საძიებელი (შემდგომი სამუშაოები 1755 წლამდე გაგრძელდა). სავარაუდოდ, აზიის მუზეუმში მოხვედრისას ხელნაწერი დაიშალა და ატლასი ცალკე აიკინძა (იხ. 1446/105). დღეისათვის საქართველოს ეროვნულ არქივში ვახუშტის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ორი ხელნაწერის სახითაა დაცული. ნაშრომით „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ვახუშტიმ დაგვიტოვა საქართველოს პირველი სრული და საფუძვლიანი გეოგრაფიული აღწერილობა.

ხელნაწერი ავტოგრაფული ნუსხაა.

1789 წლიდან გარკვეული პერიოდი ხელნაწერის მფლობელია დიმიტრი ბაგრატიონი (4v), შემდეგ კი - იმერეთის დედოფალი ანა. ანა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრემ, კონსტანტინე ბატონიშვილმა, ვახუშტის ნაშრომები რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას გადასცა. 

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შესულია 1925 წელს ლენინგრადის (დღეს პეტერბურგის) სალტიკოვ-შჩედრინის საჯარო ბიბლიოთეკიდან.

2013 წელს ხელნაწერი შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში.

შიფრი:
1446/103
სახელწოდება:
აღწერა სამეფოსა საქართველოსა
თარიღი:
1743-45, 1755
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერში მითითებული თარიღი.

ავტორ(ებ)ი:
გადამწერი/დამწერი:
ფურცლების რაოდენობა:
372
დაუწერელი ფურცლები:
1v, 2v, ფ.941, ფ.971, 109v, 130v, ფ.1301, 136r, 137v, 138r, 139v, 140r, 141v, 142r, 143v, 144r, 145v, 168v, ფ.169
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

მომწვანო ფერის მუყაოს ყდა, კიდეები გამაგრებული აქვს ტყავით; ყუაზე წარწერა ფრანგულ ენაზე, ოქროსფერი ასოებით: „WAKHOUSHT, HISTOIRE DE GEORGIE (ORIGINAL)“; ყდა XIX საუკუნის პირველი ნახევრის უნდა იყოს.

ზომები

ყდის:

416x170


ქაღალდის:

403x158


ტექსტის:

388x130


სისქე:

40


სტრიქონებს შორის მანძილი:

3

არშიები

ზედა:

10


ქვედა:

13


მარცხენა:

8


მარჯვენა:

28

სტრიქონების რაოდენობა:
51/52/53
განკანონება/ჭვირნიშანი:

აქვს ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

სამი სხვადასხვა სახის; აქედან ორი დედნისეულია, ხოლო მესამე - შედარებით გვიანი პერიოდის: ა) ფურცლობრივი, მხედრულით - ყოველი ორად გაკეცილი ფურცლის პირველი გვერდის ქვედა არშიაზე. იწყება ა-თი (5r) და მთავრდება ჲე-თი (130r), არ ჩანს ე, ვ, იბ, ივ, კ, კა, კზ, კჱ, ლზ, მჱ; ორჯერ არის გამეორებული ლ, მ-დან მექანიკური ნახტომია მბ-ზე, ხოლო ლვ-ს ნაცვლად შეცდომით არის აღნიშნული ლგ; ბ) გვერდობრივი, არაბული რიცხვებით - ყოველი გვერდის ზედა მარჯვენა და მარცხენა არშიებზე; გვერდების აღრიცხვისას ჩავარდნილია შემდეგი ნომრები: 17-20, 26-29, 42-47, 93-96, 161-172, 205-208, 215-220, 234-237, 249-252, 283-290; გამეორებულია 40-41; კიდეების ჩამოჭრის გამო დედნისეული აღრიცხვა ხშირად დაკარგულია.

განკვეთილობის ნიშნები:
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
ქვესათაურ(ებ)ი:

[სომხით-საბარათიანოს სოფლების სია, ქართლ-კახეთის სოფლების სია თექვსმეტ სვეტად] (3r-4v).

ქ. მკითხველთათჳს სიტყვა რაჲსათჳს არს შრომა ესე (5r-6v).

ანდერძი:

„ხოლო სრულ იქმნა შრომა ესე ქრისტეს აქეთსა ქორონიკონსა წლისასა ჩღმე (1745), ქართულსა ულგ (1745), ოკდონბერს კ (20), მეფის შვილის ვახუშტის მიერ სამეუფოსა ქალაქსა მოსკოვის პრესნას“ (6v, წინა თავის ბოლოს).

ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი (7r-10v). 

აღწერა სამეფოსა საქართველოსა (11r-47v).

უწყებულება მკითხველთათვის (48r-49v).

აღწერა აწინდელისა ქართლისა საზღვრით, მთით, მდინარეებით და ადგილთა და მას შინა შენებულებათა (50r-59v).

შემდგომად განყოფისა სამეფოსა სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ, ცხორება და ქმნულება მეფეთა ქართლისათა (60r-79v).

აღწერა ჰერეთისა, კახეთისა და კუხეთისა, კუალად თუშეთისა და დიდოეთისა (80r-

ქმნულება და ცხოვრება კახეთისა და ჰერეთისა (80r-94v).

ცხორება აწინდელთა მეპატრონეთა (85r-94v).

აღწერა აწინდელის ოვსეთისა ანუ კავკასიათა შინათა (95r-97v).

აღწერა საჩინოთა ადგინებთა სამცხე-საათაბაგოსი (98r-102r

ცხორება სამცხე კლარჯეთისა (102r-109r).

აღწერა ეგრისის ქუეყნისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა (110r-130r).

ქორონიკონები ჩვენ მიერ პოვნილნი წიგნებთა შინა (131r-135v, 136v-137r, 138v-139r, 140v-141r, 142v-143r, 144v-145r).

ანბანსა ზედა ქმნული ამ წიგნსა შინა წერილნი, სახელნი ადგილთა და ქუეყანათა და მეფეთა (146r-151v).

შენიშვნა:

„აღსრულდა ჩვენ მიერ დიდებად ღვთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, უკუნისამდე, ამინ. თუმცა აღუსრულებელ არს დასასრულადმდე, არამედ თვითვეულად და მიზეზნი ბოროტებისა და კეთილობისად წარმოჩინებისად, ესევე ვაკმარენით. ვინადგან ამითიც იცნობებიან სრულიადი ქმნულებანი მეფეთა, მთავართა და მცირეთამდე. ხოლო ქრონიკონნი ქრისტესნი და ქართულნი, რომელი არს ხუთასიანი ამისთვის დავსხენით, რამეთუ ვინადგან საქართველოსა შინა უმეტესად ხმარობენ ხუთასიანს ქრონიკონსა, რათა ურწმუნებელმან ამას წიგნსა შინა წერილნი თუცა იხილონ სხვათა შინა რაიმენი ქრონიკონნი და მოიძიონ აქა, არღარა საჭიროდ ექმნათ და არცა უჴმდესთ გამორიცხვ[ა]ნი და სცნან ჭეშმარიტი და სიცბილნი ტყუილისა“ (151v).

დასაბამითგანი რომაული, დასაბამითგანი ქრონიკონი, ქრისტეს აქათ ქრონიკონი, ქართული ხუთასიანი, ინდიქტიონი (152r-157v).

კინკლოსი საუკუნოჲ ხუთას ოცდა თორმეტი წლის მოქცევაზე და კვალად იგივე იქმნების და ეს არს ქმნული ათას შვიდას ორმოცდათხუტმეტი წლიდამ მოყოლილი ... (158r-167v).

ანდერძი:

„ვქმენ საუკუნო კინკლოსი, აწ ჯდება ჴარსან ჲე გენი

ხუთასის უნ, მან და განი, უფლისა ჩინ, ღან, ნარენი,

შიგ ჴელთა მზისა მოქცევით, ტო მთვარის ცხრამეტს მიმდენი,

და ინდიკტით ათცამეტურით მე ზედნად კლიტის ბაჩვენი“ (აკროსტიქი „ვახუშტი“) (166v, კინკლოსის ბოლოს).

  1. 1. "De présent ouvrage en l’original autographe de l’histoire et de déscription de la Géorgie par Wakhoucht, fils naturel du roi Wakhtang VI, venu en Russie en 1724 (v. Bulletin scientifique IV, 329 et suiv., les preuves sur lesquelles se fonda l’opinion de son authenticité). 

    1. Des mains de l’auteur il passa dans celles d’un de les parents, le prince Dimitri Bagration, mort je crois à Moscou trente ou quarante ans et dont le nom se trouve sur les gandes du commencement.

    2. Sefut ensuite cedéá la reine Anna d’Imereth, morte en 1836, enterrée á Moscou dans l’eglise du Donskoi monastir.

    3. Detzarévitch Constantiné, fils de la précedente, encore vivant á Moscou, en hérita ensuite et le céda â l’académie au mois décembre 1838.


    Des copis en sont nombreuses et plus ou moins differentes les unes des autres non seulementpour l’orhtographe, mais à cause des additions qui y ont été faites (v. la copie du Musée asiatique écrite par Simon Tabidzé). Mais il e est une, la plus authentique de toutes, faite par ordre de la reine Anna elle-même en … Cette copie, qui n’est pas tout à fait compléte, se trouve également an Musée asiatique.

    Enfin il n’existe qu’une copie authentique des cartes, faite à lamême époque sur les origonaux, qui fut acquité en 1838 par l’Académie. 22 février 1839. Brosset” (1r, თავფურცელი, მარი ბროსეს ავტოგრაფი). 

    (თარგმანი: წინამდებარე ნაშრომი არის ვახუშტის ავტოგრაფი საქართველოს ისტორიისა და აღწერისა. იგი იყო ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი, რომელიც იმყოფებოდა რუსეთში 1724 წელს (იხ. სამეცნიერო კრებული, IV, 329 და შემდგომი. მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსაზრებას მისი ავთენტურობის შესახებ): 1. ავტორისგან ის გადადის მისი ერთ-ერთი ნათესავის, თავად დიმიტრი ბაგრატიონის კუთვნილებაში, რომელიც ვგონებ მოსკოვში გარდაიცვალა ოცდაათი თუ ორმოცი წლის წინ და რომლის სახელი ნახსენებია ნაშრომის თავფურცელში. 2. შემდეგ მისი მესაკუთრე ხდება იმერეთის დედოფალი ანა, რომელიც გარდაიცვალა 1836 წელს და დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის ეკლესიაში. 3. შემდგომში მისი მესაკუთრე ხდება ახლაც მოსკოვში მცხოვრები დედოფლის ვაჟი, უფლისწული კონსტანტინე, რომელმაც ნაშრომი 1838 წლის დეკემბერში აკადემიას გადასცა. 

    არსებობს მრავალი განსხვავებული ასლი (არა მარტო მართლწერის თვალსაზრისით, არამედ მრავალი მინაწერის გამო; იხ. სააზიო მუზეუმში დაცული სიმონ ტაბიძის მიერ შესრულებული ასლი); მათ შორის არსებობს ერთი შედარებით სრულყოფილი ასლი, შესრულებული დედოფალი ანას ბრძანებით ... წელს; ეს არასრული ასლიც ინახება აზიურ მუზეუმში.

    და ბოლოს, არსებობს იმავე პერიოდში ორიგინალების მიხედვით შესრულებული რუკების ერთადერთი ავთენტური ასლი, რომელიც აკადემიამ 1838 წელს შეიძინა (22 თებერვალი 1839, მ. ბროსე).


    ბროსე მარი

  2. "კნიაზ დიმიტრი ბაგრატოვანისა არის ეს „ქართლის ცხოვრება“ 1783 წლიდამ (4v, მხედრული, სხვა ხელით).


  3. ხელნაწერში რამდენიმე რუსული მინაწერია (36r, 38r).


  4. „В сей рукописи 4 листа и 373 страницы. СПБ., 15-28, IX. 01“ (ხელმოწერა), 169v


  1. ხელნაწერის თავფურცელსა და 168r-ზე დართულია სააზიო მუზეუმის ბეჭედი ორთავიანი არწივის გამოსახულებითა და შემდეგი წარწერით: „Печать Азиатского музея 1818 г“.

  2. ხელნაწერი ვახუშტი ბატონიშვილის ავტოგრაფული ნუსხაა.

  3. ხელნაწერის ძირითადი ნაწილი ვახუშტიმ დაასრულა 1745 წელს (6v), კინკლოსი დაასრულა 1755 წელს (166v); 1789 წლიდან გარკვეული პერიოდი ხელნაწერის მფლობელია დიმიტრი ბაგრატიონი (4v), შემდეგ კი - იმერეთის დედოფალი ანა. ანა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრემ, კონსტანტინე ბატონიშვილმა, ვახუშტის ნაშრომები რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას გადასცა.

  4. 2013 წელს ხელნაწერი შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში.

  5. თავფურცელზე დართული აქვს მხედრული ანბანი, ნაბეჭდი (1r).

  6. XIX საუკუნის დასაწყისში ხელნაწერისთვის სააზიო მუზეუმში დაუმატებიათ ლურჯი ფერის ორი ფურცელი მინაწერით: „Mss. Georg. N2, a, ex, Museo asiatico academiae imp. Scient. Petropol“ (2r).

  7. ხელნაწერში ჩანს ავტორის რედაქტორული მუშაობის კვალი: ადრინდელ ნაწერზე დაწებებული ქაღალდი ჩასწორებული ტექსტებით, გადაშლილი და თავიდან შეტანილი ცალკეული სიტყვები თუ წინადადებები, შენიშვნები, ჩამატებები (41v, 42r, 43r, 45v, 46r …).

  8. დიმიტრი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ ხელნაწერი იმერეთის ყოფილი დედოფლის - ანას - საკუთრება გახდა. 1810 წელს ანა დედოფალი საქართველოდან რუსეთში გაემგზავრა. მისი დაკვეთით ხელნაწერი გადაუწერია ოსე გაბაშვილს 1826 წელს. ანა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა - კონსტანტინე ბატონიშვილმა - „აღწერის“ დედანიც და პირიც გადასცა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას. მცირე ხნით ადრე მისგანვე შეიძინა აკადემიამ ვახუშტის 1745 წლის რუკების ასლები, რომლებიც ანა დედოფლისავე ბრძანებით გადაიღო მაია ჩიქოვანმა (გამოც. ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს გეოგრაფია, გვ. 221. იხ. ბიბლიოგრაფია).

  1. Description Géographique de la Géorgie par le Tsarévitch Wakhoucht publiée ďaprès ĽOriginal Autographe par M. Brosset S.Pétersbourg, 1842.

  2. ბატონიშვილი ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, დაიბეჭდა ვახუშტი ბატონიშვილის ხელნაწერ დედნით, რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა, თფილისი, 1904.

  3. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1941.

  4. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 100-101.

  5. ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს გეოგრაფია, თბილისი, 1997.

  6. UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები, თბილისი, 2018, გვ. 54-73.

  7. ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი, თბილისი, 2023.

  8. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018 წელი, გვ.22-27.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შესულია 1925 წელს ლენინგრადის (დღეს პეტერბურგის) სალტიკოვ-შჩედრინის საჯარო ბიბლიოთეკიდან.

ციტირება

აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/125 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში