რუსუდანიანი


1446/102

ზოგადი აღწერა:

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი). ის ბატონიშვილების, კერძოდ კი, გიორგი XII-სი ძის, იაონე ბატონიშვილის ოჯახის კუთვნილება იყო. მინაწერებში მოხსენებულები არიან როგორც იოანე ბატონიშვილი, ქეთევან წერეთელი და მათი მემკვიდრე გრიგოლი, ისე ცნობილი ქართველი სასულიერო პირი, "საქართველოს სამოთხის" შემდგენელი, მიხეილ საბინინი.

შიფრი:
1446/102
სახელწოდება:
რუსუდანიანი
საუკუნე:
XVII-XVIII
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ფურცლების რაოდენობა:
433
დაუწერელი ფურცლები:
7r, 431r, 433r, 434v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

მწვანე, კოლენკორგადაკრული მუყაოს ახალი ყდა.

ზომები

ყდის:

295x210


ქაღალდის:

285x210


ტექსტის:

230x155/250x165


სისქე:

110


სტრიქონებს შორის მანძილი:

5

არშიები

ზედა:

10/20


ქვედა:

23/25


მარცხენა:

19/20


მარჯვენა:

17/29

სტრიქონების რაოდენობა:
19/20
აღრიცხვა:

ფურცლობრივი და გვერდობრივი; იწყება გვერდობრივით ა-კა (ფფ. 1-11), ხოლო შემდეგ (გვ. 12-დან) გრძელდება ფურცლობრივი აღრიცხვით (ა-ტგ); აღრიცხვა ყოველთვის თანმიმდევრული არ არის, ფურცლების ნაწილი დაუნომრავია. აღრიცხვა აღნიშნულია მხედრული ასოებით, ძირითადად, ქვედა არშიებზე; 

განკვეთილობის ნიშნები:
ხელნაწერის მდგომარეობა:
ხელნაწერი თავბოლონაკლულია.
გაფორმება:

შიგადაშიგ ახლავს ჩანახატები: ბატონიშვილი, მაცხოვრისკენ გაშვერილი თითით (ზედა ფორზაცი), სხვადასხვა ჩანახატი (432v). 

დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

პირველი დასაწყისი რუსუდანიანთა ამბავი, ცხოვრება, მისი დაბადება სიკუდილამდის, თუ ვითარ აღიზარდა, ანუ ვითარსა ჭირსა და განსაცდელსა შთავარდა... (1r-5r).

ქვესათაურ(ებ)ი:

აქა ქორწილი მანუჩარისა და რუსუდანისა (5v-8r).

აქა წარსვლა მანუჩარისა (8r-11r).

აქა სევდისაგან და ტირილისაგან მწარედ გასულსა და ბნედილსა რუსუდანს მოპარეს და წაიყვანეს მისი სასურველი როდენ ქალი (11r-13r).

აქ მემატა სევდა სევდასა ზედა: რუსუდანს მისი პირმშო, სასურველი, საყვარელი შვილი ფრიდონ წავიდა იგიცა მამასთან (13r-20r).

შენიშვნა:

ტექსტში „სევდა სევდასა“ წერია ფორმით „სედა საგედ“.

აქ ანბის დასაწყისი ჴემწიფის ხოტელ ხოსიმისა ძისა მის ზავისა იყო ჩინეთისა ჴემწიფე (20r-22v).

აქა ჴელმწიფის შვილის - ზავის - ველად გაჭრა და გაღარიბება (22v-24v).

აქა ზავისაგან ჩინეთისა სამზღვართა და დაგდება და გველთა ომი (24v-30v).

აქა ჩინეთის ხემწიფის შვილის მისრეთს მოსვლა, მისრეთს ხელმწიფის შვილის მისრის გამთელება (30v-35r).

აქა ზავისაგან ვეშაპისა ომი და მორევნა მისი (35r-37r).

აქა კანჯრის ჯოგი ნახა ზავ (37r-38v).

აქა ჩინეთის ხელმწიფის შვილის ზავისაგან ინდოეთს მოსვლა და ბძანებითა ღმერთისათა წყლისა გამოჩენა (38v-43r).

აქა ჩინეთის ხელმწიფის შვილისაგან უჩინმაჩინის ქალაქად მოსვლა და ბილწის დევის სიკდილი (43r-47v).

აქა ქალისა შეყრა ზავ (47v-52r).

აქა ზღვათა მეფესთან წიგნის მიწერა და სამახარობლოს კაცის გაგზავნა და საქორწილოთ წვევა (52r-53r).

აქა ზღვათა მეფისაგან მამისა სისხლის საძებრად წამოსულა და მახარობლისა წინ დაახდომა და მისგან დიდი სიხარული და სამთა ჴელმწიფეთა ერთად შეყრა (53r-63r).

აქა ზავისაგან ინდოეთის მეფესთან წიგნის მიწერა და თავისის ამბის შეთლა (63r-65v).

აქა ზავისაგან წიგნის მიწერა მისრეთის თანა (65v-70r).

აქა ზავისაგან მისრეთს მისლა და ქორწილი (70r-72r).

აქა ზავისაგან მამასთან წიგნის მიწერა (72r-75r).

აქა მისრელის ჴელმწიფის ზავის გასტუმრება საშინაოდ (75r-81v).

აქა ზავის შინ მისვლა და ქორწილი (81v-83v).

აქა ქორწილი ორთავე ძეთა და ასულთა მეფეთასა და ზავის ხელმწიფედ დალოცვა (83v-86r).

აქა ზავისაგან თავისა ქალაქს მოსვლა და მამასა და დედასა და დათა გამასპინძლება (86r-87r).

აქა ზავისაგან დათა ქორწილი (87r-88v).

აქა მეჯლიში მავრიდის, მისრისა და არზუთის (88v-91v).

აქა მეჯლიში და ლხინი მავრიდის და გორშარაბსა და არდუხის (91v-93v).

აქა წასვლა ზავისაგან დევთა საომრად და მისრის და გორშარაბს შინა წასვლა (93v-101r).

აქა დიდი ომი ზავის, მისრის და ნავშადურის, გორშაბის, ნასთურის, ბაყბაყდევის, ხაზარან დევის, შავის დევის და იაროს დევის და რაზმზან დევის და მათთა ლაშქართა (101r-103r).

აქა ზავისა და შავის დევის ომი და ბაყბაყდევის ომი, ნავშადურისა, ხაზარანისა, გორშარაბს და დაროზ დევის, ნასთურისა და რაზიმ დევის და ომი ღთით მათგან მორევნა და დავდვა გაქარვა (103r-111r).

აქა ანდერძი ჴელმწიფის ზავისა. ნახეთ სიმუხანათე სოფლისა (111r-113v).

აქა სიკვდილი ზავ ჴელმწიფისა და მთავრიდ დედოფლისა. წყლულმცა ხარ, სიკვდილო (113v-114v).

აქა ტირილი და მოთქმა მანუჩარ ჴელმწიფისაგან მამისა (114v-115აr).

ამასთან უფროსი და იჯდა და ესრეთ უწერა: აქა ტირილი და მოთქმა არზუთისა მისრეთის დედოფლისა (115აr-v).

მერმე არდუხ იჯდა, ინდოეთის დედოფალი უმცროსი და ესრეთ ეწერა: აქა ტირილი და მოთქმა უმცროსის დის არდუხისა (115აv-116v).

მერმე მისრი იჯდა, მისრეთის მეფე, მისი ძმად წოდებული საკუთარი ზავისა: აქა ტირილი მისრისა, მისრეთის მეფისა ქებით აღვსილისა (116v-117r).

მერმე გორშაბ იჯდა, ინდოეთის მეფე, შვენიერი ჴელმწიფე: აქა ტირილი და მოთქმა გორშაბისა (117r-v).

ამასთან იჯდა ზღვათ მეფე ნავშადურ, დიდი ჴელმწიფე, ძმა მავრედ დედოფლისა. აქა ტირილი და მოთქმა ზღვათ მეფის ნავშადურისა (117v-118r).

აქა ნავშადურ ზღვათ მეფე დედოფალსა მავრიდს მოსთქვამს (118r-v).

მასთან ზის უჩინმაჩინის ჴელმწიფე ნასთურის ძე ჯერეთ ყრმა. აქა ტირილი ნასთურ ჴელმწიფის ძისა, ჯაბი ჴელმწიფედ ჴმობილისა (118v).

მაგრამ კიდევ ვახსენებ მისჯის და არცა დაუტეობ მისსა სჯაბათ (118v).

მისის საფლავის ქვაზედ ესრეთ ეწერა ანდერძი (118v-119v).

აქა ამბავი ხათაელთა ჴელმწიფისა ტომერანისა და ძისა მისისა ჯიმშედისა, კარი მეორე (120r-122v).

აქა დაბადება ჯიმშედ ჴელმწიფისა (122v-124r).

აქა ჯიმშედ დიკარგა(!) გრძნებისა კვერცხითა (124r-131r).

აქა ჯიმშედისა და ალმასის გველის ომი და ბძანებითა ღთისათა ჯიმშედისაგან მორევა (131r-133v).

აქა დევის ომი და ჯიმშედისაგან მის დევის სიკვდილი (133v-137v).

აქა ჯიმშედისაგან შავის ვეშაპის მოკვლა და მის უღრუბლოს მზის ბეფარის გამოყვანა (137v-142v).

აქა ჯიმშედისა და მისი სიმამრის ომი და ჯიმშედის გამარჯვება (142v-147v).

აქა დევის ქალაქში მისვლა ჯიმშედისაგან (147v-151r).

აქა ჯიმშედ დაიკარგა და ქაჯთა დედოფალი ნახა (151r-153r).

აქა ჯიმშედისაგან ალმასის ქალაქში მისვლა (153r-171r).

აქა მამასთან წიგნის მიწერა ჯიმშედისაგან (171r-174r).

აქა ტომერან ჴელმწიფისა და ძისა მისისა ჯიმშედის შეყრა (174r-175v).

აქა შინ ქორწილი ჯიმშედისა და მამისაგან ჴელმწიფედ დალოცვა (175v-181v).

აქა ანბავი ყვითლის ქალაქისა და ჴემწიფის გოსტამისა და ძისა მისისა ხოსროსი, კარი გ (182r-190v).

აქა ზღვათა მეფის ელჩის ნახვა ყვითლის ქალაქის ჴემწიფის ნუშრევანისაგან (190v-194r).

აქა დაბადება ჴემწიფიშვილისა ხოსროსი (194r-195v).

აქა ვეზირიშვილის მოსვლა ჴელმწიფესთან პირველი (195v-201v).

აქა გომიშას მოსვლა და ქეთევანის წიგნის მოტანა (201v-207v).

აქა ომი ყვითლის ქალაქის ჴელმწიფიშვილის ხოსროსი და ზღვათ მეფის შვილი ბარზინისა და ხოსროსაგან ულხუზის მოკულა (207v-208v).

აქა პირველი ომი ხოსროსა და ბარზინისა (208v-209r).

აქა მეორე ომი ხოსროს და ბარზინისა და ხოსროსაგან ბარზინის სიკუდილი (209r-210r).

აქა ხოსროსაგან არჯანგ დევის ომი და დევის სიკვდილი (210r-211v).


აქა დიდი ომი დევთა და ხოსროსაგან გამარჯვება (211v-213r).

აქა ხოსროსი და ქაქუთ დევის ომი და ხოსროს გამარჯვება და დევის სიკვდილი (213r-217r).

აქა კიბის გამოჩენა, ხოსროსი და ქეთევანის შეყრა (217r-225v).

აქა ხოსროსაგან მამისა დედის ნახვა მიპარვით (225v-228r).

აქა ქორწილი ხოსროსი და ქეთევანისა, დიდი ლხინი და მეჯლიში (228r-231v).

აქა ზავისაგან ვეშაპის მოკვლა და ვეშაპისაგან ძნელად დაჭრა და ჴელმწიფის შვილისაგან ფასკუნჯის მოყვანა და ზავის გამთელება (231v-232r).

კარი პირველი. დასაწყისი ყაისარ ურუმის ჴელმწიფისა ყარამანისა და ძისა მისისა ყაისარისა სასმენელად ამო და შვენიერი, რომელსა ყაისარიანი ეწოდების (232r-233v).

აქა დედოფალი დაორსულდა და დიდი სიხარული შეიქმნა (233v-234r).

აქა დაბადება ჴელმწიფის შვილის ყაისარისა (234r-236v).

აქა ყაისარისაგან გამოსვლა გარეთ მიწის ქალაქისაგან (236v-237v).

აქა დედოფლისაგან თავის სასურველის შვილის ყაისის ნახვა (237v-238v).

აქა ყაისისაგან პირველი ბურთაობა (238v-241v).

აქა ყაისარისაგან ვეშაპის ომი და მოკვლა (241v-243r).

აქა ანდერძი ყაისარისა (243r-250r).

აქა სახლის უხუცისაგან ყაისის დალოცვა, ფარუხმან ქება შეასხა (250r-252r).

აქა შერუქ ჴემწიფისა და ყაისის შეყრა და ერთმანეთის ნახვა (252r-259v).

აქა ქორწილი ყაისისა და შერუქ მეფის ასულისა ხორაშანისა (259v-263r).

აქა ომი ყაისარისა და ჩრდილოეთის ჴელმწიფისა (263r-266r).

აქა ყაისარისაგან ჩრდილოეთის მეფის შეპყრობა (266r-269v).

აქა მაზმურ დევისა და ყაისარის ომი (269v-271r).

აქა დევის სიკვდილი ყაისარისაგან (271r-274r).

აქა ყაისარისა და მისთა მშობელთა შეყრა (274r-287r).

აქა ანბავი გლახათა ჴელმწიფისა ნოდარისა და ძისა მისისა გვარჯასპისა. კარი მეხუთე (287v-290v).

აქა ანდერძი არჯასპი ჴელმწიფისა (290v-295r).

აქა ბაღში ლხინი ჴელმწიფისა (295r-296r).

დაბადება ჴელმწიფიშვილისა გვარჯასპისა (296r-301r).

აქა გივისაგან გვარჯასპის ნახვა (301r-305v).

აქა გაჭრა გვარჯასპისა (305v-306v).

[მწვანისა] გველის სიკვდილი გვარჯასპისაგან (306v-310r).

აქა ომი გვარჯასპისა და თეთრის გველის მოკვლა (310r-315v).

აქა გვარჯასპისაგან წითლის დევის მოკვლა (315v-319r).

აქა გვარჯასპისაგან შავის დევის მოკვლა (319r-320r).

აქა ლომის მოკვლა ჴელმწიფიშვილისაგან (320r-326v).

[აქა] ზარიარის ძიძის ანდერძი (326v-330r).

აქა დევთ ომი გვარჯასპისაგან (330r-331r).

[აქა] ვეშაპთა დაჴოცა გვარჯასპისაგან, დიდება ღმერთსა (331r-335v).

აქა თუმანის წამოყვანა გვარჯასპისაგან უქორწილოდ (335v-338r).

აქა ფახფურ მეფისაგან გვარჯასპის წიგნის მიწერა (338v-340r).

აქა თეთრს ქალაქში ქორწილი გვარჯასპისა (340r-342v).

აქა მწვანეს ქალაქში ქორწილი გვარჯასპისა (342v-347r).

აქა ხუთნი მეფენი შემეყარნენ გვარჯასპის (347r-356r).

აქა გვარჯასპი დედას შეეყარა (356r-357v).

აქა ჴელმწიფის იბრეიმის ამბავი. კარი მეექუსე (357v-366v).

აქა ამბავი ბერძენთ მეფის კოსტასი. კარი ზ (366v-370r).

[ანბავი ამირყასუმისა. კარი მერვე] (370r-376r).

აქა ამბავი დუშმაქამანაქის ჴელმწიფის გოსტამის (376r-380r).

აქა ჴელმწიფის და გოსტამის ცხოვრება მისგან ანდერძის დაწერა (380r-384r).

აქა თეთრის დევის სიკვდილი გოსტამისაგან (384r-387v).

აქა ვეშაპის მოკვლა გოსტამისაგან ძალითა ღვთისათა (387v-388r).

აქა გოსტამისაგან წითლის დევის სიკვდილი (388r-390r).

აქა გოსტამისაგან თავის თავის მოთქმა და დამბურის დაკვრა (390r-397v).

აქა გოსტამისაგან ჴელმწიფის შეყრა და ქორწილი (397v-401v).

აქა შამესი ჴელმწიფის ბარნაოზის ანბავი. კარი მეათე (401v-406r).

აქა წიგნი ფრიდონისა დედას თანა მიწერილი (406r-422r).

აქა ფრიდონის მოსვლა დედას თანა და მესამესა დღესა ჴელმწიფედ დალოცვა სრულად იმანელთაგან და ფრიდონისა გაჴელმწიფება (422r-424r).

აწ აქა რუსუდანის სიკვდილი და მისთა მშობელთა მწარე დღე (424r-430r).

  1. „ღმერთო, ადღეგრძელე საქართუჱლოს მეფის სძალი, იმერეთის სალთხუცის - წერეთლის ასული ქეთევან, მემცხედრით და ძით თჳსით გრიგოლით (მხედრული, 1r, ტექსტის ზემოთ, წითელი მელნით).


    ქეთევანი, მეფის სძალი

  2. „საქართველოისა და სხვათა და სხვათა მეფის გიორგის სძალი, იმერთ სალთხუცის, წერეთლის ზურაბის ასული ქეთევან ვარ, რომელ ამაოდ სასმენელი ამბავი ესე თორმეტთა მეფეთა და ნათქვამი იბ ძმათა დისა თვისისა შესაქცევლად ვახლავარ, ვითარცა იმათ შეაქციეს და თვისი რუსუდან, ეგრეთ მე უგანათლებულესა ქეთევანს, ქორონიკონს უოე, რომელმაც ამავ წელს იქორწინა მეფის ძეს იოანეზედ და მიეცათ ძეცა გრიგოლ ქორონიკონს უოჱ (1790), წელსა ჩშია (1911). ღმერთმა მრავალჟამიერ ყოს“ (181v, სხვა ხელით ერთ-ერთი თავის - „აქა შინ ქორწილი ჯიმშედისა და მამისაგან ჴელმწიფედ დალოცვა“ - დასასრულს).


    ქეთევანი, მეფის სძალი

  3. „წერეთლის ასულის, მეფის რძლის ქეთევანის ვარ“ (430r, ტექსტის ბოლოს ქეთევანის ხელით).


    ქეთევანი, მეფის სძალი

  4. „ქ. ბულბულნი აღარა ჴმობენ ვარდსა: ნუ გაშლი მაის[ო], 

    როს დაიბადა ჴვარეშან ბრწჳალედ მზებრ გაივს[ო],

    მან განანათლა უკუნი მთვარის სინათლე დაივს[ო],

    ამა წიგნის ფალავანთა უმეტესია ყოვლის[ო]“ (430v).


  5. აქვე: „ღმერთო, შეიწყალე ცოდვილი მ. საბინინი 1881წ.“ (430v, სხვა ხელით).


    საბინინი მიხეილ

  6. „საქართველოს მეფის ძის იოანეს ძე გრიგოლ დაიბადა იანვრის 24 წელსა“ (431v, სხვა ხელით).


  7. „საქართველოს მეფის ძის იოანეს ძე გრიგოლ დაიბადა იანვრის 24, წელსა 1782“ (431v, ცარიელ გვერდზე).

    შენიშვნა: მოგვიანებით წაუშლიათ 1782 და დაუწერიათ 1792.


  8. „წერეთლის ასულის, მეფის რძლის ქეთევანის“ (432r, მხედრული) (გამეორებულია რამდენჯერმე).


    ქეთევანი, მეფის სძალი

  9. „ქეთევანის ვარ“ (432r, თხზული ასოებით, მხედრული, გამეორებულია რამდენჯერმე).


    ქეთევანი, მეფის სძალი

  10. აქვე თხზული ასოებით: „ღმერთმან [...]“, „ღმრთისმშობელს, ღმრთისმშობელს“.


  11. „ქ. წიგნი ვარ კარგი საკითხად ანბად ტკბილგასაგონი,

    მამაცებისა განწვრთნელი აბჯარ-ლახტის მოსაგონი,

    ვინცა ისმენს ამ ომთა, მათ წაუვათ მისკენ გონი,

    და ჯაბანთ კაცათ გაგონება, ეფხრიწებათ თვისთვის ქონი“ (432r).


  12. „ღმერთო, ადღეგრძელე პატარძალი ქეთევან, მისი ძე გრიგოლ“ (432r).


    ქეთევანი, მეფის სძალი , ! ბაგრატიონი გრიგოლ

  13. „პატარა გრიგოლ დაიბადა იანვრის კდ, ქორონიკონს უოჱ, მეორე წელიწადი გაუხდა იანვრის კდ, ქორონიკონს უ პ (1792), ქრისტეს აქეთ ჩღჟბ (1792)“ (432r). 


  14. „ქ. ღმერთმან გადღეგრძელოს, ჩვენ ჴელმწიფის რძალო, რომ ეს წიგნი გვათხოვე, ღმერთმან თქვენი მოწყალება ნუ მოგვაკლოს და ჩვენი თავი თქვენი ჭირის სანაცლო ქნას და ნურც თქვენი გული ამათზე განარისხოს და ესენიც თქვენს სამსახურში დახოცოს ღმერთმან“ (432v).


  15. „ქ. ღმერთო, ადღეგრძელე ბატონისშვილი იოვანე და მეუღლე მის ქეთევან და ძე მათი გრიგოლ“ (432v, სხვა ხელით).


    ქეთევანი, მეფის სძალი , ! იოანე ბატონიშვილი / იოანნე ბატონიშვილი , ! ბაგრატიონი გრიგოლ

  16. „მეფის რძალი ქეთევან“ (432v, მხედრული, თხზული ასოებით. აქვე იგივე ტექსტი გაშლილად).


    ქეთევანი, მეფის სძალი

  17. რუსული: „В этой рукописи четыреста тридцать пять (435) лист + один (I), приклеенный из [неких хроник исследования] (433v, სარჩევთან ხელმოწერაა, რომელიც არ ირჩევა).


  18. „В сей рукописи четыреста тридцать пять (435 листов) + I, 1960 VII/27“ (434r, სარჩევის ბოლოს).


  1. გვიანდელი მფლობელი - წერეთლის რძალი ქეთევანი (430r).

  2. ხელნაწერი 5 სხვადასხვა ხელითაა გადაწერილი:

    • 1r-9v; 76r-77v; 115r-118v; 231v-238v; 246r-252v; 280r-281v; 387r-392v;
    • 10r-75v; 78r-114v; 119r; 393r-424v; 426r-430r;
    • 15r-v (ფრაგმენტი);
    • 119v-231r; 239r-245v; 253r-279v; 282r-386v;
    • 425r-v; აქედან 15r-v ფრაგმენტი, რომლითაც ხელნაწერის ერთი ნაწილი არის შევსებული, უნდა იყოს ქეთევან წერეთლის ხელი.
  3. ხელნაწერს ახლავს შედარებით გვიანდელი მხედრულით გადაწერილი სარჩევი (433v-434r).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 99-100.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018 წელი, გვ.13-21.

  3. ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბილისი, 1940.

  4. რუსუდანიანი, საშ. საუკუნეთა ქართული ლიტ-რის ძეგლი, ი. აბულაძისა და ივ. გიგინეიშვილის რედაქტორობით, თბილისი, 1957.

  5. კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბილისი, 1958.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1925 წელს ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი).

ციტირება

რუსუდანიანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/124 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში