კრებული


1446/101

ზოგადი აღწერა:

კრებულში შეტანილია თეიმურაზ II-ის, თეიმურაზ I-ის, დავით გურამიშვილის, იოანე შავთელის, ანტონ I კათალიკოსისა და ანონიმ ავტორთა ლექსები, ასევე იონა გედევანიშვილის "მოგზაურობა" და ალექსანდრე მაკედონელის ისტორია. ხელნაწერი XIX საუკუნეშია გადაწერილი; ეროვნულ არქივში შემოტანამდე (1924 წ.) დაცული იყო სოფელ ქურთაში (გორის მაზრა, შიდა ქართლი) დავით მაჩაბელთან.

შიფრი:
1446/101
სახელწოდება:
კრებული
საუკუნე:
XVIII
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერში შეტანილი ტექსები და მათი ავტორები, პალეოგრაფიული ნიშნები.

ავტორ(ებ)ი:
ფურცლების რაოდენობა:
159
დაუწერელი ფურცლები:
1v, 159v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

მოყვითალო მუყაოს ყდა.

ზომები

ყდის:

332x218


ქაღალდის:

328x210


ტექსტის:

250x142


სისქე:

30


სტრიქონებს შორის მანძილი:

10

არშიები

ზედა:

24/30


ქვედა:

50


მარცხენა:

29


მარჯვენა:

40

სტრიქონების რაოდენობა:
26
განკანონება/ჭვირნიშანი:

ქაღალდზე შეიმჩნევა ჭვირნიშანი.

აღრიცხვა:

რვეულებრივი, აღნიშნული მხედრული ასოებით რვეულის დასაწყისსა და დასასრულს, ასევე გვერდობრივი - აღნიშნული არაბული რიცხვებით.

ხელნაწერის მდგომარეობა:
კარგი.
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

ვით ჴელ-ვყო აღძრვად სიტყუათა, ვერ სიბრძნის ღირსმან სწავლობით,

ვერცა ღრმად გამომეტყუჱლი, რიტორებრ ენამრავლობით … (5r).

სათაურ(ებ)ი:

დღისა და ღამის გაბაასება: თქმული მეფის ერეკლეს ძის მეფე თეიმურაზისაგან, რომელი იქმნა ცხებულ, შემდგომად წელიწადისა ცხრისა თქმისა ამის. აწ წიგნსა ამას სწოდებიეს სავანე თქმულთა (5r-78v).

დასაწყისი:

ვით ჴელ-ვყო აღძრვად სიტყუათა, ვერ სიბრძნის ღირსმან სწავლობით,

ვერცა ღრმად გამომეტყუჱლი, რიტორებრ ენამრავლობით … (5r).

შენიშვნა:

„აქა ისაკის შეწირვის ამბავი“ და „აქა ისრაელის ამბავი“, სულ 63 სტროფი არ არის შეტანილი ტექსტში (13v-14r).


შენიშვნა:

ნაწარმოების ბოლო თავი - „აქა ლეილმაჯნურის ამბავი“ მხოლოდ სამი სტროფით არის შემორჩენლი (აკლია ოთხი სტროფი). აქვე ლურჯი მელნით შესრულებულია მინაწერი, რომელიც შემდეგს იუწყება: „სამწუხაროდ, „ლეილმიჯნურიანი“ დაკარგულა რევოლუციის დროს. ამასთან, სხვა მრავალი ხელთნაწერი საბუთები ისტორიისთვის საყურადღებო დაიკარგა. ა. მაჩაბელი“ (78v).

შენიშვნა:

მთელ ტექსტში საგანგებოდ არის დატოვებული ცარიელი ფურცლები (6v, 8r, 9r, 10r, 11r, 11v, 16v, 17v, 18v, 19v, 20v, 21r, 21v, 22r, 22v, 23v, 25r, 26r, 27r, 28r, 29v, 30r, 31r, 32r, 32v, 33r, 33v, 34r, 35v, 37v, 38r, 39r, 40v, 41r, 41v, 42r, 43r, 43v, 44v, 45v, 47v, 50v, 53v, 54r, 58v, 60r, 61r, 62r, 63r, 63v, 65r, 66v, 68r, 70v, 71r, 72v, 75r, 76v, 78r, 78v). პირველივე ცარიელ ადგილთან მინაწერია პასტით (იხ. შენიშვნ. 2): „ცარიელი ადგილები დასახატათ ყოფილა დატოებული ა. მაჩაბელი“ (მხედრული,ზედა არშიაზე) (6v).

შენიშვნა:

ტექსტი გამოცემულია. იხ. თეიმურაზ II, თხზულებათა სრული კრებული, გიორგი ჯაკობიას რედაქციით, თბილისი, 1939, გვ. 1-95.

დავით გურამისშვილის ნათქვამი: ეო მეო (79r-81v).

დასაწყისი:

ეო, მეო, აქეთ მომჴედეო,

რას მოგითხრობ სიყვარულსა ყური მომიგდეო ... (79r).

შენიშვნა:

გამოქვეყნებულ ვარიანტთან შედარებით წინამდებარე ხელნაწერის ტექსტს შიგადაშიგ აკლია სტროფები და უჩვენებს გარკვეულ ვარიანტულ სხვაობებს.

შენიშვნა:

ქართული მწერლობა, ტომი VII, თბილისი, 1989, გვ. 450-454.

მათვე გურამოვის ნათქვამი: ეო, მეო, დავითს მივბაძეო (81v-82v)

დასაწყისი:

ეო, მეო, აქეთ მამხედეო

გამიგონე, რას გიამბობ, ყური მომიგდეო ... (81v).

წყდება: რადგან მამა ვარ, მემგზავსე, გულში დაიდეო,

ღვთის ძალასა განგებულებას სხვას ვერას მოხვდეო [...] (82v).

შენიშვნა:

იხ. გამოცემა: ბორის დარჩია - მამუკა გურამიშვილი წიგნში: მწიგნობარი, თბილისი, 2005, გვ.125-135.

[იოანე შავთელი - „აბდულმესიანი“] (82აr-84r).

დასაწყისი:

[...] ანდიბან მოგვმან, გრძნებითა მბოგვმან

მისნობით ჴელ-ყო ზავით ზღაპრობა,

ეშმაკს ევედრა, სული შევედრა

მით ექმნა სრულად მათთან საგრობა ... (82r).

შენიშვნა:

ტექსტი ნაკლულია, იწყება 79-ე სტროფიდან.

შენიშვნა:

იხ. გამოცემა: ჩვენი საუნჯე, ტომი II, თბილისი, 1960, გვ. 503-511.

[თეიმურაზ I], სხვა ჯამი ლექსთა ამათ, სხვაგვარნი ლექსნი დაიწყებიან, რომელ არს შაირნი (84r - 86r).

დასაწყისი:

ღმერთო, რომელი შენ ჰსუფევ ჰაერთა თანა ცაშიგან,

შენ ხარ სავსება ყოველთა, რაც არის ქვეყანაშიგან... (84r).

შენიშვნა:

გამოცემაში ლექსის სათაურია: „სოფლის სამდურავი“.

შენიშვნა:

იხ.გამოცემა: ჩვენი საუნჯე, შედგენილი ა. გვახარიას და ლ. მენაბდის მიერ, ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, ტომი IV, თბილისი, 1960, გვ. 93-96. 

ამბათქება(!) კვალად (86r-v).

დასაწყისი:

არს კაცთა ტომი დიდებით მჯდომი, შორის ჰაერთა ცას სამყაროსა,

ბეთლემს შობილსა ღვთად შემკობილსა ჰნებავს ქვესკნელსა არ დამყაროსა ... (86r).

ანტონი კათალიკოსის თქმული ქართველ მეფის იესეს ძისა (87r-v)

დასაწყისი:

აჭვირვებს ადენს ალებსა, ალმასი აელვებული,

ბრწყინავს ბადრ ბაბილონურად ბაგითა ბრძნულად ბედული... (87r).


შენიშვნა:

ტექსტის ბოლოს ცარიელ ადგილას ეტყობა მურის ბეჭდის კვალი (87v).

ისტორია ალექსანდრე მეფისა მაკედონიისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ჩრდილოეთისა და ყოვლისა სამჴრეთისა და თჳთმპყრობელისა მეფეთმეფისა. იტყვიან ძედ ყოფად მისა მაკედონიის მეფისა ფილიპპესად, არამედ არა არს ესრეთ და ცრუ არს ესე ყოველივე. არს იგი ძე ეგვიპტის მეფისა ნეΦთალიმისა ფილიპპეს ცოლისა და დედოფლისა ალიმპიადეს მიერ შემთხვევითა მით, ესევითარითა ვითარმედ (89r-153r).

დასაწყისი:

იყო მეფე ეგვიპტესა ნეΦთალიმ, მისნობისა და ვარსკვლავთმრიცხუჱლობისა ჴელოვნებითა განსწავლული ფრიად ... (89r).

შენიშვნა:

„ალექსანდრიანის“ ტექსტს შეიცავს საქართველოს ეროვნული არქივის კიდევ 4 ხელნაწერი: №19, 28, 123, 297.

შენიშვნა:

იხ. გამოცემა: „ალექსანდრიანი“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო რევაზ მირიანაშვილმა, თბილისი, 1980.

ყოვლად სამღუდელოს მროველ მიტროპოლიტის იონას მიერ თქმული გედეონოვისა, ოდეს საქართველოდამ წარვიდა და მოვლო საბერძნეთი და მოილოცა იეროსალიმი და მოვიდა როსიად და მუნ მიიცვალა მოსკოვსა მონასტერსა პოკროვისასა დაესაფლავა. საუკუნო იყავნ ჴსენება მისი (153v).

დასაწყისი:

თიფლის აზიით და მოვლე პონტია ზღვით, ევროპ ბიზინტით, არხიპელაგ ნისებით ... (153v).

შენიშვნა:

იხ. აგმოცემა: კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1941 წ., გვ. 352-353.

ქება და დიდება წმიდისა და ერთარსისა სამემებისა(!) და მღუთაებისა ბუნებით განუყოფელისა, ხოლო გუამით განყოფილისა, კრებათგან დამტკიცებული: ლექსად თქმული, მეფეთ მეფის ღვთივგვირგვინოსნის თეიმურაზისაგან. ნეტარად იყოს ჴსენება მისი (154r-156r).

დასაწყისი:

აღვაღო პირი - სიბრძნე და მძჳრი, ზესთა ძალისა ჩემისა მბობად,

ღვთისათვის რამე ნათლად არ ღამე, უღრმესსა რასმე თქვენად მოთხრობად (154r).

შენიშვნა:

იხ. გამოცემა: თეიმურაზ I, თხზულებათა სრული კრებული, ლექსი „შვიდთა კრებათათვის“,  ალ. ბარამიძის და გ. ჯაკობიას რედაქციით, თბილისი, 1933 წ., გვ. 161-167.

იესეს ძირთაგან აღმოცენებულისა და დავითის ჰრტოდ აღმოფურჩვნილისა, და სოლომონის ტომად სიბრძნით საჩინოსა და ღვთისმეტყველებისა მადლსა ღირს ქმნილსა, ღვთივგვირგვინოსნისა მეფეთმეფისა და თჳთ ჴელმწიფის თეიმურაზის მიერ აღმოთქმული წმინდათ ქება ანბანზედ ლექსად თქმული (156r-157v).

დასაწყისი:

ადამ ვახსენოთ პირველად თჳთ ღმერთმან შექმნა რომელი

აბელ და სეით მოყვსითურთ, მთასა წმინდასა მდგომელი... (156r).

წყდება: და ფავსტი და ეფრემ მიჩვენებს სამოთხისა კარსა ღიასა,

ქსენეფორე და პორფირი, პართენი, ჯერასიმე ქვაბსო (157v).


შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია: თეიმურაზ I, თხზულებათა სრული კრებული, ალ. ბარამიძის და გ. ჯაკობიას რედაქციით, თბილისი, 1933 წ. გვ. 145-149.

ანბანთქება ცხრა ლექსად ნათქვამი - ღარიბი (158r)

დასაწყისი:

ანო, აღმოვსთქვამ სიტყვასა, ცხელის ცრემლითა მტირალი, 

ბანო, ბროლისა მიჯნურსა დავგმობ მოუდვას ვინ ალი ... (158r)

წყდება:[...] და პარო პირმზეს რა მოვშორდი, გავჴმი მით ვარ აღარ ნელად [...] (158r).

შენიშვნა:

იხ. გამოცემა: ანბანთქების ბოლოს, მარჯვენა არშიაზე, მინაწერია: „აკლდა“ (158r).

კუალად ანბათქება სხვებრი (158v)

დასაწყისი:

ან, ამას ვტირი, ბან, ბნელსა მჯდომი, გან, გულთა მდუღრად, დონ, დადაგული ... (158v).

ანბანთქება (158v)

დასაწყისი:

აღვალს ბედსა გვარით დავით, ედემს ვრცელად ზის ჱე თხემსა ...(158v).

ანბანთქება (158v)

დასაწყისი:

ადამ ბრალ გარე დებული, ევას ვერ ზევს ჱეთერსა თმენით...(158v).

ანბანქება (158v-159r)

დასაწყისი:

ამისთჳს ბაგე გავძარ დადებით, ესმეს ვის ზრდანი ჱეთურთის თემსა ...(158v-159r).

ანბანთქება (159r)

დასაწყისი:

ამას ბრძენი გულ დგმით ერჩდეს, ვლტოლით ზმნიდეს ჱსრეთ თქმულსა ... (159r).

ანბანთქება (159r)

დასაწყისი:

აღვძრავ ბაგეთა მოსადაგეთა, მცირედ რაც ძალმიცს ვიტყვი ენითა ... (159r).

  1. „ესე ლექსების წიგნი ეკუთნის წასაკითხათ და თავშესაქცევრად ს. ქუ[რთა]ში მცხოვრებელს თავად ალხაზის ძის ძეს, დავით მაჩაბელს. ვინც მოიპაროს და აღარ მოიტანოს, ჰკითხოს თჳთ იესო ქრისტეს […]როველმა, ამინ. 1874-ს წელსა 11.7. 1 დეკემბერსა დავსწერე მე თავ. იაკოფ რუსიშვილმა (მხედრული, 1r).


  2. „1888-ს წ. მოვედი ს. ქურთაში ს. ღოღეთიდგან და მოვიყვანე ჩემი დისწული [...] ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი მღვდელმ[ა] იაკოვ [...] რუსიშვილმა თიბათვის 8-ს“. მინაწერი არის ძალიან მკრთალი (მხედრული, 80v, ქვედა არშია, ფანქარი, გვიანდელი ხელი).


  3. შიგადაშიგ ტექსტისავე ხელით არის მინიშნებები მოსახატ ადგილებზე ან ტექსტის გაგრძელებაზე (9r, 10v, 63r).


  1. ხელნაწერი ეკუთვნოდა დავით ალხაზის ძის ძე მაჩაბელს.

  2. ხელნაწერის დანომვრისას მექანიკურად გამოტოვებულია ფურცელი 88, ხოლო 82 გამეორებულია ორჯერ.

  3. წინ ერთვის: [სარჩევი, ანუ ზანდუკი] (2r-4v).

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 96-99.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2018, გვ.7-12.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს ალექსანდრე მაჩაბლისგან (სოფელი ქურთა).

ციტირება

კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/123 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში