ლექსიკონში სულ 6800-მდე ერთეულია შეტანილი. ბოლოში დამატებითი ნაწილიც მოყვება გამოთქმების ქართულ-რუსული თარგმანებით.
სალექსიკონო ერთეულებს შორის არის საკმაოდ საინტერესო თარგმანებიც. მაგალითად: Адмирал - ზღვის სპასალარი; Армия - სპა, ლაშქარი; Арсенал - თოფხანის სახლი; Артилерия - არტილერია ჯაბახანა; Великан - გმირი; Водолаз - წყლის ძირში ჩაძრომელი; Галлерея - სარბენი, სანიშინი; Гостеприимство - სტუმრის შეწყნარება; Камергер - მეითარი; Королева - კოროლის ცოლი, დედუფალი; Наглость - სილაღე; Прапорщик - მედროშე, ხარისხის მოხელე (ჯარში); Продукт - გამოსავალი და ა.შ.
ხელის მიხედვით ხელნაწერი XIX საუკუნეშია გადაწერილი, თუმცა გამოყენებული ლექსიკის მიხედვით მცირე ხნით ადრე, XVIII საუკუნეში, უნდა იყოს შედგენილი.
- შიფრი:
- 1446/100
- სახელწოდება:
- რუსულ-ქართული ლექსიკონი
- საუკუნე:
- XIX
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 144
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
კოლენკორგადაკრული ლურჯი ფერის მუყაოს ყდა.
- ზომები
-
ყდის:
220x174
ქაღალდის:
213x186
ტექსტის:
172x114
სისქე:
25
სტრიქონებს შორის მანძილი:
6
- არშიები
-
ზედა:
13
ქვედა:
28
მარცხენა:
14
მარჯვენა:
20
- სტრიქონების რაოდენობა:
- 24/26
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- რესტვარირებული, ახალ ყდაში ჩასმული.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
А союзъ - ხოლო, არამედ, და
агнец - ტარიგი, კრავი
агнчий - კრავისა (2აr).
სათაურ(ებ)ი:
-
რუსულ-ქართული ლექსიკონი
დასაწყისი:А союзъ - ხოლო, არამედ, და
агнец - ტარიგი, კრავი
агнчий - კრავისა (2აr).
-
"ჩყჲთ (1869) წელსა კათათვის თ-სა დღე[სა] მე, ამისი ხელის მომწერმა ვასო რაზმაძემ, ვასესხე თორმეტი თუმანი თეთრი ფული [...]" (მხედრული, 1v).
-
"ჩყჲთ (1869) წელსა კათათვის კე-სა დღესა ავიღე მე ვალათ ლოლუმ მართასაგან ოცდახუთი თუმანი თეთრი ფული რომელზედაც ხელს ვაწერ და მოწამეცა ვარ, ვასილ რაზმაძე" (მხედრული, 2r).
-
"ესე წიგნი ეკუთვნის ვასილ რაზმაძესა" (მხედრული, 2v).
-
"მარიამ რაზმაძე კითხულობს და თუ შეიძლება მიეცით" (მხედრული, 2v).
ტექსტი ორ სვეტად არის ნაწერი.
გარკვეული პერიოდი ხელნაწერი ეკუთვნოდა ვასილ რაზმაძეს.
ხელნაწერს ბოლოში დართული აქვს: ა) დამატებითი ლექსიკონი გამონათქვამებით (139r-141r) და ბ) მცირე ზომის ფრაგმენტები სხვა ხელნაწერიდან (142r, 143r, 144r).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 95-96.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.419-420.
რუსულ-ქართული ლექსიკონი, შემდგენელები: პროფესორები ს. ყაუხჩშვილი, ა. შანიძე, გ. თოფურია, ვ. ბერიძე, ა. ჩიქობავა და სხვ. თბ., 1937.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოვიდა 1924 წელს დიმიტრი დეკანოზიშვილისაგან (თელავი).
ციტირება
რუსულ-ქართული ლექსიკონი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/122 წვდომის თარიღი: