გვირგვინი წმინდა გაბრიელ მცირის მიერ შედგენილი ასკეტიკური კრებულია.
ხელნაწერი არის თავბოლონაკლული. ხუთი თავიდან შემორჩენილია მხოლოდ სამი - "სასწაულთმოქმედებათათჳს და საკვირველებათა", "ქველმოქმედებისათჳს და მოწყალებისა", "სინანულით განათლებულთათჳს და ლმობიერებისა". ამათგან სრულად მხოლოდ მეორეა მოღწეული, პირველი - თავნაკლული, ხოლო მესამე - ბოლონაკლულია.
ხელნაწერი უთარიღოა და არც გადამწერი ჩანს. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით XVIII საუკუნით დათარიღდა.
- შიფრი:
- 1446/99
- სახელწოდება:
- გვირგვინი
- საუკუნე:
- XVIII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ავტორ(ებ)ი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 61
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
მუყაოგადაკრული ტყავის ყდა.
- ზომები
-
ყდის:
172x107
ქაღალდის:
168x101
ტექსტის:
125x68
სისქე:
10
სტრიქონებს შორის მანძილი:
5
- არშიები
-
ზედა:
18
ქვედა:
23
მარცხენა:
17
მარჯვენა:
17
- სტრიქონების რაოდენობა:
- 18/19
- აღრიცხვა:
-
აღრიცხვა - რვეუელებრივი, იქწყება მე-8 რვეულიდან, აღნიშნულია მხედრული და არაბული ასოებით ქვედა არშიებზე.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი თავბოლონაკლულია; რესტავრირებული.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
[...]ელისასა და ვითარ გამოხვედ ჴმობასა ქათმისასა, გამოვედ მეცა უკანით შენსა და ვითარ მოხვედ ეკკლესიასა წმინდასა იოანე ღმრთის მეტყუელისასა ... (1r).
- წყდება:
-
... დაო ჩემო, სადა არს კაცი იგი, რომელი იყოფის აქა, ხოლო მან მრქვა: ქმრისა ჩემისათვის იტყვია, უფალო, და მე [...] (61v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
[ღვთივშვენიერნი თხრობანი სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების გვირგვინი. თავი ბ] (1v-20r).
დასაწყისი:[...]ელისასა და ვითარ გამოხვედ ჴმობასა ქათმისასა, გამოვედ მეცა უკანით შენსა და ვითარ მოხვედ ეკკლესიასა წმინდასა იოანე ღმრთისმეტყუელისასა ... (1r).
-
ღვთივშვენიერნი თხრობანი სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების გვირგვინი. თავი გ. ქველისმოქმედებისათჳს და მოწ[ყ]ალებისა. თხრობა მა თუ ვითარ გლახაკთ მიმცემი ქრისტესა მისცემს (20v-54v).
დასაწყისი:იყო კაცი ვინმე კოსტანტინუპოლის მდიდარი და ფრიად მოწყალე, რომელმან მარადის ყვის ქუელისსაქმე ... (20v).
-
ღვთივშვენიერნი თხრობანი სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების გვირგვინი. თავი დ, სინანულით განათლებულთათჳს და ლმობიერებისა. თხრობა ჲა მღვდლისათჳს დაცემულისა (54v-61v).
დასაწყისი:მღვდელი ვინმე იყო კოსტანტინუპოლის, მანქანებითა ეშმაკისათა შთავარდა სიძვასა ... (54v).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 95.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.418.
ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 2, ასკეტიკა და მისტიკა, თბილისი 2006, გვ. 120-121.
გვირგვინი, ვ. კარბელაშვილის გამოცემა, ტფილისი 1892.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს დიმიტრი დეკანოზიშვილისაგან ( თელავი).
ციტირება
გვირგვინი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/121 წვდომის თარიღი: