- შიფრი:
- 1446/97
- სახელწოდება:
- ყოველდღიური განსჯანი (კათოლიკე ეკლესიისა)
- საუკუნე:
- XVII
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები.
- ფურცლების რაოდენობა:
- 123
- დაუწერელი ფურცლები:
- 17r-18r, 31v, 35v-36r, 52r, 70r, 120r-v
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
შავი ფერის ტვიფრული, ტყავგადაკრული ხის ყდა, დაზიანებული, რესტავრირებული.
- ზომები
-
ყდის:
139x93
ქაღალდის:
135x88
ტექსტის:
94x61
სისქე:
30
სტრიქონებს შორის მანძილი:
6
- არშიები
-
ზედა:
8
ქვედა:
14
მარცხენა:
11
მარჯვენა:
12
- სტრიქონების რაოდენობა:
- 12/14/15
- აღრიცხვა:
-
გვერდობრივი.
- განკვეთილობის ნიშნები:
-
- გაფორმება:
-
ხელნაწერი ნაკლულია.
- დაკავშირებული პირები
- დაკავშირებული ტოპონიმები
- დასაწყისი:
-
[...] ახვა, მტერობა და ბოლოს ყოველი, რაღაც სტანჯავს და ჯვარს აცვამს ჩვენ თავსა, როგორც ჰაერის ურიგობა, სიგლახაკე, სარჯელი და ავათმყოფობა ... (1r- 2v).
- წყდება:
-
... როდის ჩემში უბედურობას მეტს დავინახამ და სიძნელეს სულიერობისათვის, მაშინ არ შევწუხდე, მაგრამ გავძლო შენსავით უძრავათ, გოლგოთაზედ გავიტანჯო და არ დამაკლდეს სიყვარული. ნეტარელი მე თუ ამ წყალობას მიზამ, მართლად ღირსი არა ვარ ამ წყალობის, მაგრამ იმოდენათ [...] (123v).
სათაურ(ებ)ი:
-
[დამსუბუქებული ჯვარი] - [...] ახვა, მტერობა და ბოლოს ყოველი, რაღაც სტანჯავს და ჯვარს აცვამს ჩვენ თავსა, როგორც ჰაერის ურიგობა, სიგლახაკე, სარჯელი და ავათმყოფობა ... (1r- 13v).
მინაწერი:,,შეწირვა შობისა ლოცვა. ჵ, სიქადულო ქვეყნისაო, შენ, სიხარულო ყოველთ მორწმუნე ქრისტიანეთო, დედუფალო ანგელოზთაო და ზეციერთ მთავართაო, ღირსეულო დედაო, ღთისმშობელო ქალწულო მარიამ, მე, უღირსი მხევალი შენი კატარინაი სიმდაბლით დავარდნილ ვარ ქვეშე წმიდთა მათ ფერხთა შენთა, მორიდებით გევე[დ]რები შენ, რათა გათდნეს შეწყნარებად ჩემგან საწყალობელი ცოდვილისა ხუთნი ესე საიდუმლონი სიხარულისანი ყოვლად წმიდა სავარდისა აწ რომელთაც ვწირავ შენდა ერთად ათასი "გიხაროდენთ" და ათასი "კურთხევანთ" უღირსად თქმულთა ჩემგან. გევედრები შენ, ყოვლად მოწყალევო დედუფალო, რათა დედობრივი სახიერებისა მიერ შენისა მო …’’ (მხედრული, 3r-v, ტექსტებს შორის ცარიელ გვერდებზე ჩართული ტექსტი).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
პირველი საფიქრებელი კვირისა: ტანჯვის დაჭირება გახარება არის ნაღველში. უნდა გავიტანჯოთ, ამიტომ, რომ ადამიანები ვართ - იფიქრე იმ დიდს დაჭირებასა ზედა, რომელში შენ ხარ, რომ უნდა გაიტანჯო, რადგან ადამიანი ხარ ... (4r-13v).
-
ლოცუა იესო ქრისტეს მიმართ, შეწუხებულსა მტილსა შინა, რათა წმიდა მოთმინებაი გვაღირსოს - ჵი, მაცხოვარო ქვეყნისაო, ჵოი, გზაო ჭეშმარიტებისაო და ცხოვრებაო ამ უბადრუკი ქმნილისაო, შენ ხედავ როგორ მარადის უფრო და უფროც გამოჩნდება, რომ ადამის შვილი ვარ ... (14r-16v).
-
მეორე საფიქრებელი ორშაფათისა: ტანჯვის სარგებელი გახარება არის მწუხარებათა შინა, ტანჯვა გასწმედს სულსა - იფიქრე, რომ ტანჯვა უფლის ხელში არის ვითარცა იარაღი ძლიერი, რჩეული სულების საქმისათვის და ამით ღმერთი ადვილათ გარიგებს ... (19r-34v).
-
მესამე საფიქრებელი სამშაფათისა: ტანჯუა ცოდვის წამალი რომ არის, ამიტომ გახარება არის ნაღველში. ტანჯუა წამალი არს გამკურნალი ახლანდელი ცოდვებისა - იფიქრე, რომ ჯარიმა წამალი არის დამნაშავებისა, იმიტომ სიმართლის სილამაზითა ხელახლა გაარიგებს, რაც ქვეყანაზე ცოდვის სიფინთემან გამრუდა ... (37r-48r).
-
მესამე საფიქრებელი ოთხშაფათისა. ჯოჯოხეთის მოგონება, გახარება არის ნაღველში: გაიტანჯეთ ამიტომ, რომ ჯოჯოხეთის ღირსი ხართ - იფიქრე იმ საკვირველ სიბრმეზედან ერთი სულისა, რომელი ჯოჯოხეთის ღირსი რომ არის თავისი ცოდვითა ... (53r-66v).
მინაწერი:,,... აჯენით, ცოდვილნო, იესო დამხსნელი,
ხელმეორედ მოსამართლედ მომსვლელი,
იოვსაფთის ხევში სამართლის მქმნელი.
ევედრენით, რომ მან თქვენ გიპყრასთ ხელი.
ნეტა, რ[ომ]ელი არს, რომელსაც უპყროს ხელსა
იმას, როდის მიცემს სამართალს ძნელსა.
ცოდვილსა განუმზადებს სამკვიდროს ბნელსა,
ის ცოდვილი ვეღარ იხილავს ნათელსა.
ტკბილო დედავ, შენ ხარ ჩვენი მეოხე სამართალში,
შენს იესოსთან გვიოხე,
შენის მეტი ვინ ვიშოვნოთ მეოხე.
ჩვენზედ დამშვიდე შენი ძის სახე,
ოდეს ჩვენ გვიოხებს ქალწული დედა,
მისი ნაბძანები სრუ ათავდება,
ეშმაკს ეწყინება, შორ გაუხტება,
რადგან მარიამი მეოხ გაგვიხდებ,
ნათლითა აღგვიმსე ჩვენი გონება,
რომ შევიძლოთ შენი ძის მონება,
ვიშოვოთ ზეციური ქონება
სინანულით, თუ რომ ქრისტემ ინება.
იესოვ, ინებე ჩვენთვის წყალობა.
ზეციური დედაც ამას გევედრებ
შენი დახსნილნი ვარ, მოგვეც ცხონება’’ (მხედრული, 70v-71v, ტექსტებს შორის ცარიელ გვერდებზე ჩართული ტექსტი).
-
მეხუთე საფიქრებელი ხუთშაფათისა: სასუფეველის მოგონება, გახარება არის ნაღველში: ტანჯუა ნიშანი არის რჩეულობის დიდებისათვის - იფიქრე, რომ ყოველი ჩვენი რჩეულება დიდებისათვის სასუფეველისა არის, ამიტომ ჩვენ მგზავსი(!) უნდა ვიყოთ იესო ქრისტესი ... (72r-88r).
შენიშვნა:,,მარიამ, ბრწინვალევ მზისაგან მეტათა,
ეშმაკ შუა დავრჩენილვართ კენტათა,
ღირს ვიყოთ ანგელოზთან ერთათა,
სამკვიდრო გვიბოძე, დედავო ზეცათა.
აწ მე შემეწიე, წარვიდე მთასა,
სულ ბალახი ვჭამო ყოველსა ჟამსა,
ფიქრით ღმერთთან ვიყო ყოველსა წამსა
და შენ დამადგინეფ ზეციერ ტახტსა.
რას ღირს ვართ, ქალწულო, შენსა ქებასა
თუ შენვე არ მომცემ ჭკუა-ცნებასა,
მოყავ ყური ცოდვილთ ღაღადებასა,
ნუ უგულებელ-ჰყოფ ჩვენს ვედრებასა.
კურთხეულ ხარ, დედავ დედათ შორის,
მუდამ შენი სახე ბრწყინვალე არის
და დედოფალი ხარ ყოველი გვარისა,
ცოდვილნი სუფევას შენგნივ მოველი,
მიწინამძღვარე შენს ძესთანა,
უეჭოთ შემგზავნე წმინდ[ე]ბთან,
დილაგი(!) გაგივა შენს იესოსთანა
და მემკვიდრეს გამხდი სამსა გვამთ[ა]ნა.
ზღვის ვარსკულაო, ეს ამითავე,
რაც მადლი მაკლია, შენ მითავე,
სრული სინანულიც შენ შემითავე,
ბოლოს ვედრებ არ და გავათავე’’ (მხედრული, 88v-89v, ტექსტებს შორის ცარიელ გვერდებზე ჩართული ტექსტი).
-
მექვსე საფიქრებელი პარასკვისა. იესო ქრისტეს მაგალიტი(!): გახარება არის ნაღველში, იესო ქრისტემ თავისი სატანჯველებითა გამდიდრა ჩვენი ტანჯუა - იფიქრე, რა იყო ჯუარი უწინ, რომ იმაზედ არ მამკუდარიყო იესო ქრისტე და რა არის ახლა, მერმედ რომ იმაზედ მოკუდა ... (90r-105v).
-
მეშვიდე საფიქრებელი შაფათისა. ღთის სიყვარული გახარება არის ნაღველში: ტანჯუა გადმოდის ღთის სიყვარულისაგან ჩვენთვის - იფიქრე, რომ პირველი ფიქრი რომ ჰქონდა ღთიერს სახიერებასა კაცზედა, ყოფილა რომ მარადის ყოველი ნიჭი უბოძოს ... (106r-119v).
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949; გვ. 93-94.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.310-414.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს დიმიტრი დეკანოზიშვილისაგან (თელავი).
ციტირება
ყოველდღიური განსჯანი (კათოლიკე ეკლესიისა). ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/119 წვდომის თარიღი: