ჰაგიოგრაფიულ-ჰიმნოგრაფიული კრებული


1446/94

ზოგადი აღწერა:

ხელნაწერი კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი IV-ის (XVIII ს.) შედგენილი და შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქ ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ შევსებული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა ცხოვრება-წამებებისა და მსახურებების კრებულია. კერძოდ, მასში შედის წმ. არჩილ მეფის, წმინდა ნინოს, სვეტიცხოვლის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის, წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის, წმინდა ილარიონ ქართველისა და წმინდა რაჟდენის ცხოვრება-მსახურებები.

შიფრი:
1446/94
სახელწოდება:
ჰაგიოგრაფიულ-ჰიმნოგრაფიული კრებული
საუკუნე:
XVIII
დათარიღების საფუძველი:

პალეოგრაფიული ნიშნები.

ფურცლების რაოდენობა:
33
დაუწერელი ფურცლები:
34r
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

მუყაოს მუქი ლურჯი ყდა. 

ზომები

ყდის:

215x167


ქაღალდის:

201x166


ტექსტის:

146x115


სისქე:

5


სტრიქონებს შორის მანძილი:

2

არშიები

ზედა:

25


ქვედა:

36


მარცხენა:

30


მარჯვენა:

20

სტრიქონების რაოდენობა:
25
განკვეთილობის ნიშნები:
დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

[...] სტრატიოტებთა ზეცათა ერევთერობ. მოთმინებითა მოამე იყოფებოდენ. ქუჱნათა ზენა განსწა[ვ]ლებს სავანეთა. ყოფადთა მცნობი, ბრძენი და ახოვანი. მეფე ლუარსაბ დღეს იდიდებოდენ (1r).

სათაურ(ებ)ი:

თუესა მარტსა კ ლუარსაბ. წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მეფისა ჩვენისა ლუარსაბისი - ხოლო წმიდაჲ და ნეტარი ესე აღმოსცენდა ქუჱყანით ქართლით მშობელთაგან ღმრთისმსახურთა და მორწმუნეთა ... (1r-4v).

თუესა მაისსა იგ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთვიმი მთაწმიდელისაჲ - უფალო ღაღადყავსა. ჵ, სასწაული. მამაო წმიდაო ეფთჳმი, აღიღე შენ სიჩოჲთგან ჯუარი შენი მჴართა შენთა და შეუდეგ ქრისტესა ... (4v-8v, 15r-v, 16r-v).

საგალობელი წმიდისა და ცხოელსმყოფელისა სუჱტისა ცხოელისა, კუართისა საუფლოსა და კათოლიკე ეკლესიისა, ჴმაჲ ა გუერდი - გიხაროდენნი. გიხაროდენ სუჱტო ცხოველო, რომელი წმიდა და წმიდაჲმყოფელსაჲ მირონსა უწყაროებ სულსა მორწმუნეთასა ... (11v, 26r-28v).

თუესა იანვარსა ზ ჴსენებაჲ იოანე ნათლისმცემელისა და წმიდისა მოწამისა აბოსი, რომელი წამა ქალაქსა ტფილისსა, ქართლს. ჴმაჲ დ - მოგიცემიეს, ღმერთო (ორ-ორ ჯერ). იყო ოდესმე აბო ნელსაცხებელთა შემზავებელ, გუამთა შემასურნაებელ, ხოლო ოდესმე მოიწია ქრისტეს სამწყსოთა მორწმუნეთა თანა, ნათელი-ღო ... (13r-14v, 23r-24v).

შენიშვნა:

ტექსტთან დაკავშირებული მინაწერი: "რომელმან შეიმოსა" (მხედრული, 14v, მარცხენა არშიაზე).

თუესა ივნისა ლ წმიდისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისა - უფალო ღაღადყავსა, რვათა მუხლთა ზედა, ჴმაჲ დ, მჴნევანი. ღმრთისმეტყუჱლებისა წყაროდ იოანე დიდებული გაქუნდა შენ თანა შემწედ საიდუმლოთა მათ წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ესრეთ შუჱნიერად სთარგმანებდი მრავალთა წიგნთა ... (16v-21r).

შენიშვნა:

ტექსტთან დაკავშირებული მინაწერი: "ქ. აკლია იოსებ" (მხედრული, 19v, ქვედა არშია).

თუესა ნოენბერსა ით წმიდისა ღმერთშემოსილისა ილარიონ ქართველ[ისა] - უფალო ღაღადვყავსი. ჴმაჲ დ, მჴნევანი - აღვახუნეთ დღეს, მორწმუნენო, ბაგენი ჩუჱნნი გალობად ჴსენებისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ილარიონისა ... (21r-22v, 29r-v, 12r-13r).

შენიშვნა:

21v-ს ბოლოს შემდეგი ტექსტია: "საკითხავნი იოანე ზედაძნელისა". ამ ტექსტს გაგრძელება არ მოყვება. კრებულში წმინდა იოანე ზედაზნელის საკითხავი არ არის.

თუესა იანვარსა იდ წმიდისა დედისა ჩუენისა ნინოსა. ჴმაჲ დ მჴნევანი - აღზრდილი უბიწოებით, მტკიცე სარწმუნოებით, მოძღუარი ქართლისა სანატრელი ნინო. მჴევალი ყოველთა მჴსნელისა, რომელი კუალსა მისსა შეუდგაჲ ... (24v-25v, 9r-11v).

თუესა აგჳსტოსა გ წმიდისა მოწამისა რაჟდენისა. ჴმაჲ ა - ჵ, სასწაულისა კჳ. ქრისტეს მორწმუნენო, მოვედით, დღესასწაულსა ამას ღუაწლისა მძლისა რაჟდენისა გალობითა ღმრთის ბრწყინვალისა ყოველნი ვაქებდეთ, რამეთუ ესე ქრისტესთჳს იწამა ... (31r-33r).

  1. ხელნაწერი კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი IV-ის (XVIII ს.) შედგენილი და შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქ ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ შევსებული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა ცხოვრება-წამებებისა და მსახურებების კრებულია. კერძოდ, მასში შედის წმ. არჩილ მეფის, წმინდა ნინოს, სვეტიცხოვლის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის, წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის, წმინდა ილარიონ ქართველისა და წმინდა რაჟდენის ცხოვრება-მსახურებები.

  2. ხელნაწერი ნაკლულია. მასში, სავარაუდოდ, წმინდა იოანე ზედაზნელის ცხოვრება-მსახურებაც შედიოდა.

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 908.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016 წელი, გვ.405-406.

  1. ეროვნულ არქივში შემოვიდა 1924 წელს დიმიტრი დეკანოზიშვილისაგან (თელავი).

ციტირება

ჰაგიოგრაფიულ-ჰიმნოგრაფიული კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/116 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში