ჰაგიოგრაფიული კრებული


1446/87

ზოგადი აღწერა:
შიფრი:
1446/87
სახელწოდება:
ჰაგიოგრაფიული კრებული
საუკუნე:
1819
დათარიღების საფუძველი:

ხელნაწერში მითითებული თარიღი.

ავტორ(ებ)ი:
მთარგმნელი:
ფურცლების რაოდენობა:
73
დაუწერელი ფურცლები:
12v, 35v, 38v
დამწერლობის სახეობა:
ფორმა:
მასალა:
თემატიკა
ყდა:

მუყაოს ჭრელი ფერის ყდა.

ზომები

ყდის:

355x220


ქაღალდის:

34x212


ტექსტის:

297x181


სისქე:

12


სტრიქონებს შორის მანძილი:

11

არშიები

ზედა:

18


ქვედა:

23


მარცხენა:

12


მარჯვენა:

11

სტრიქონების რაოდენობა:
28/29/30
განკანონება/ჭვირნიშანი:

აქვს ჭვირნიშანი. 

დაკავშირებული პირები
დაკავშირებული ტოპონიმები
დასაწყისი:

იყო დღეთა დეოკლიტიანე მეფისათა ანთიმოს მთავარი და იყო იგი უძლურ ხორცითა და იდვა ცხედარსა ზედა. და მოუწოდა სელინოსს, ძმასა თვისსა და რქვა მას: მე, ძმაო, ვითარცა ერთი კაცთაგანი განვალ ცხოვრებისაგან ჩემისა და ლესიმახოს, ძესა ჩემსა შენ შეგვედრებ ... (1r-12r).

სათაურ(ებ)ი:

თვესა ივნისსა კე წამება წმინდისა ფებრონიასი

დასაწყისი:

იყო დღეთა დეოკლიტიანე მეფისათა ანთიმოს მთავარი და იყო იგი უძლურ ხორცითა და იდვა ცხედარსა ზედა. და მოუწოდა სელინოსს, ძმასა თვისსა და რქვა მას: მე, ძმაო, ვითარცა ერთი კაცთაგანი განვალ ცხოვრებისაგან ჩემისა და ლესიმახოს, ძესა ჩემსა შენ შეგვედრებ ... (1r-12r).

შენიშვნა:


  • ტექსტი კიმენური რედაქციისაა, ავტორი: თომაიდა.
  • ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, I, ჰაგიოგრაფია, თბილისი, გვ. 349.

თვესა ივნისსა იზ წამება წმინდისა მოწამისა მარინასი

დასაწყისი:

შემდგომად აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და დიდებით ამაღლებისა მისისა მამისა ზეცად, ნეტართა მისთა მოციქულთა აღასრულეს ყოველი მცნება მოძღვრისა მათისა ... (13r-21v).

შენიშვნა:


  • ტექსტი კიმენური რედაქციისაა, ავტორი: თეოტიმოსი.
  • ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, I, ჰაგიოგრაფია, თბილისი, გვ. 274.
  • ტექსტი გამოცემულია. იხ. ივ. იმნაიშვილი, საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში, 1963, გვ. 30-43.

მისს უგანათლებულესობის უმოწყალეს ხელმწიფას, საქართველოს მეფის ირაკლის ასულს ქეთევანს. მოსკოვით სანკთ-პეტერბურღს 

დასაწყისი:

მეფის ასულო, ქველ კეთილ სულო,

ძვირ უფასულო, ქეთევან რქმულო, 

ზნეობით სრულო, მწვე უნაკლულო, 

ქებით აღმკულო, სახელგანთქმულო,

რტო დავითულო, მის შტოსვე რგულო,

ევფრატით რწყულო, კოწლებდასხმულო,

მონარგიზულო, ჯერ არდაძრულო,

პირ მომანგულო, სარდაფ განხმულო (22r).

წამება ქეთევან დედოფლისა, ახლად თქმული თავადის, დიმიტრი ბაგრატოვანის მიერ

დასაწყისი:

შენ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მყოფელო, 

თვისისა დასაბამისა თვით თავსა შორის მყოფელო ... (22r-30v)

შენიშვნა:


ტექსტს დასაწყისში წამძღვარებული აქვს:


  • ეპიგრაფი:

"აწ ახლად თქმული წამება ქეთევანისა დიდისა,

ქვეყნად ღვაწლისა ბრწყინვისა, ცად ნათლათ დაუბინდისა, 

მოსახელისა შენისა, მის ნეტარისა წმინდისა,

სამშობლო სარქმეულობით ორკერძო მისაზიდისა სიმისა. 

დიმიტრი".


  • მიძღვნითი მინაწერი: "მის მაღალბრწყინვალებას, უმოწყალეს ხელმწიფეს, თავადს დიმიტრი გიორგის ძეს ბაგრატიონს, სანკთ-პეტერბურღით მოსკოვს" (30v).

თავადის, დიმიტრის გიორგის ძის ბაგრატიონისადმი

დასაწყისი:

მაღალ ბრწყინვალეს თავადს დიმიტრი ბაგრატოვანსა,

ერთისა ძირით შთამოსრულს გჭვრეტთ მრავლად მაშვრალოვანსა,

დიდისა ქეთევანისთვის ბრძნეულებ რიტორებრ ხმოვანსა,

მსმენნი ესდენ ძვირფასთ ლექსთა, გაქებდეთ დიდგვაროვანსა ... (31r-v).

მინაწერი:

"წელსა ჩყით, ივლისის ა დღესა. ს. პ. ბ." (31v, ქვედა არშია, ტექსტის ბოლოს).

ეპისტოლე ავგაროსთ მთავრისა ქალაქსა ედესიისასა, რომელი მიუწერა უფალსა ღმერთსა ჩვენს, იესო ქრისტეს და წარსცა ანანიას მიერ მოციქულისა იერუსალიმს

დასაწყისი:

ავგაროსთ მთავარი ედესიისა ქალაქისა, იესოს მაცხოვარსა სახიერსა გამოჩინებულსა ქალაქსა იერულსამისსა(!), გახარება მესმა შენთვის და კურნებათა შენთათჳს, რომელ ვითარმედ თვინიერ წამალთა და თივათა იქმ კურნებათა ... (32r-35r).

შენიშვნა:


  • ვრცელი რედაქცია. მთარგმნელი: გიორგი მთაწმინდელი.
  • ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 4, ბიბლიოლოგია, ეგზეგეტიკა, აპოკრიფები, თბილისი, 2009, გვ. 392-393.
  • ტექსტი გამოცემულია. იხ. ნ. ჩხიკვაძე, ავგაროზის ეპისტოლე, ძვ. ქართული რედაქციები, თბილისი, 2007, გვ. 144.

თქმული წმინდისა ათანასი ალექსანდრიელ მთავარეფისკოპოზისა მელქისედეკისთვის მეთოკისა

დასაწყისი:

მელქილს, ვითარცა ვსთქუთ, ესხნეს ორნი ძენი, ერთი მელქილ სახელისაებრ თვისისა და მეორესა მელქისადეკ, ხოლო მამასა უყვარდა უხუცესი მელქილ და დედასა უყვარდა მელქისადეკ უმცროსი ... (36r-38r).

შენიშვნა:


  • მთარგმნელი: ექვთიმე მთაწმინდელი.
  • ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 4, ბიბლიოლოგია, ეგზეგეტიკა, აპოკრიფები, თბილისი, 2009, გვ. 291.

თვესა სეკდენბერსა ოცდა ათსა. წამება წმინდისა გაიანესი და მოყვასთა მისთა

დასაწყისი:

და იყო მათ ჟამთა ოდენ ეძიებდა ცოლსა დეოკლიტიანე კეისარი და წარავლინა ყოველთა მიმართ საბრძანებელთა მისთა, გამომხატველნი ჭეშმარიტებით ასაკისა ფიცართა ზედა, რათა ვითარცა იყოს ჰასაკი და ქმნილკეთილობა პირისა და ხატი წარბთა ქმნილებისა მისისა ვინაცა იყოს და მიუპყრან იგი ... (39r-50r).

შენიშვნა:


  • კიმენური რედაქცია.
  • ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 1, ჰაგიოგრაფია, თბილისი, 2004, გვ. 320.
  • ტექსტი გამოცემულია. იხ. ილია აბულაძე, შრომები, IV, თბილისი, 1985, 91-105.

თვესა აგვისტოსა მეათხუთმეტსა მიცვალება ყოვლად წმინდისა უხრწნელისა და უმეტეს კურთხეულისა დედოფლისა ჩვენისა ხვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. თქმული წმინდისა მამამისა(!) ჩვენისა ბასილ კესარიელ მთავარეფისკოპოზისა

დასაწყისი:

სამებამან წმინდამან, ცხოველმან, დიდებულმან, დაუსაბამომან, დამბადებელმან ყოველთა დაბადებულთამან, რომელ არს მამა, ძე და სული წმინდა, ერთი უფალი და ერთი ღმერთი, ამან სახიერმან ღირს მყო მე ძიებად საშინელისა საიდუმლოსა ... (50r-73r).

შენიშვნა:

  • ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 4, ბიბლიოლოგია, ეგზეგეტიკა, აპოკრიფები, თბილისი, 2009, გვ. 445.

  1. ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შედგენილი პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ აკად. კ. კეკელიძის რედაქციით, ტომი I, თბილისი, 1949, გვ. 84-87.

  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.390-393.

  1. ხელნაწერი ეროვნულ არქივში ხელნაწერი შემოსულია 1924 წელს ვლად. ხელაშვილისაგან (თელავი).

ციტირება

ჰაგიოგრაფიული კრებული. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/109 წვდომის თარიღი:

მონაცემთა ექსპორტი
Ministry of Justice logo
© 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი
კატალოგში გამოქვეყნებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში