მარხვანი (XVIII ს.) ჰიმნოგრაფიული კრებული, შეიცავს საღმრთისმსახურო საგალობლებს, რომლებიც სრულდება ეკლესიაში დიდმარხვის პირველი კვირიდან ბზობის კვირის ჩათვლით. ხელნაწერი ნაკლულია, აკლია ვნების შვიდეულის საგალობლები. ცხრაოდიან გალობათა გარდა კრებული შეიცავს სამსაგალობლებს, სტიქარონებს, წარდგომებს, იბაკო-იკოსებს და სხვა. ძირითადი ნაწილის გადამწერია ვინმე პავლე.
ხელნაწერი უთარიღოა (XVIII ს.-ით მისი დათარიღება ემყარება პალეოგრაფიულ ნიშნებს).
- შიფრი:
- 1446/1
- სახელწოდება:
- მარხვანი
- საუკუნე:
- [XVIII ს.]
- დათარიღების საფუძველი:
-
პალეოგრაფიული ნიშნები
- გადამწერი/დამწერი:
- გადაწერის ადგილი:
- ფურცლების რაოდენობა:
- 150
- დამწერლობის სახეობა:
- ფორმა:
- მასალა:
- თემატიკა
- ყდა:
-
ხელნაწერს აქვს მუყაოს ახალი, რესტავრირებული ყდა
- ზომები
-
ყდის:
300x209
ქაღალდის:
287x199
ტექსტის:
202x125
სისქე:
41
სტრიქონებს შორის მანძილი:
8
- არშიები
-
ზედა:
33
ქვედა:
49
მარცხენა:
28
მარჯვენა:
50
- სტრიქონების რაოდენობა:
- 28
- აღრიცხვა:
-
რვეულებრივი, აღნიშნულია მთავრული გრაფემებით ერთი რვეულის დასაწყისსა და მეორის დასასრულს; ტექსტი იწყება მე-14 (იდ) და მთავრდება 39-ე (ლთ) რვეულით; სრული სახითაა მოღწეული: იდ (მე-14), იე (მე-15), ივ (მე-16), კ (მე-20), კა (21-ე), კვ (26-ე), კზ (27-ე), ლა (31-ე), ლზ (37-ე), ლჱ (38-ე) და კჱ (28-ე) რვეულები; ლზ (37) რვეულის შემდეგ მოდის კჱ (28) რვეული, რაც გადამწერის შეცდომა უნდა იყოს, ტექსტი გრძელდება.
- განკვეთილობის ნიშნები:
- ხელნაწერის მდგომარეობა:
- ხელნაწერი ნაკლულია თავში, ბოლოსა და შუაში
- გაფორმება:
-
ტექსტის ბოლოს, 113r-დან შემოდის სტილიზებული საზედაო გრაფემები.
- დასაწყისი:
-
[...] უკუეთუ შაბათსა განიკურნოს იგი, რაჲთა შეისმინონ იგი. და მას ჟამსა ჰრქუაჲ იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა … (1r).
- წყდება:
-
[…]თა ჩუენთა. სამნათელო [...]ნი იგი შენნი ბრწყინ[...]ჩუენსა გამოაბრწ[...]ვალთა საც[...]განღმრთობილ[...] (150v).
ქვესათაურ(ებ)ი:
-
2. პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა. წმიდათა ხორცთა. უფალო ღაღადყავსაჲ, დასდებელნი აღდგომისანი და აღმოსავლურნი და მარხვათანი, ბ გუერდი - ყოველი სასოებაჲ. ღმრთეებისა ბუნებითა გარეშეუწერელ ხარ ... (1r-2r).
-
3. შაბათსა პირველისა შჳდეულისასა, რაჲთა მჴნე და მტკიცე ვიყვნეთ მართალსა შინა სარწმუნოებასა. გუაკურთხენ, მ. - ძმანო და მამანო, ჩუენდა წინამდებარე არს დღეთა ამათ შინა დღითიდღე მარხვისათჳს ზრახვად ... (2r-8r).
-
4. პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წარდგომაჲ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, მამათ. დასდებელი: რამეთუ სიმართლით ესე. ებრაელთა მიმართ ებისტოლე პირველი - ძმანო, სარწმუნოებით მოსე გან-რა-მწყსნა, უვარ-ყო სახელისდებაჲდ ... (8r-9v).
-
5. პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა, რაჲთა გამოვზარდო[თ] სული ხედვათა მიერ სულიერთა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ვინაჲთგან ყოველი დასაბაჲმი ძნელ არს, დაწყებაჲ მარხვისა შეცვალებისათჳს ჭამადთასა ... (9v-10v).
-
6. [...]მეორესა ორშაბაჲ[თსა] [ხუ]ჱდრნი. უგალობდითსა - დანთქენ. [...] სახიერ, წყალობისა წყარო ... (10v-12v).
- მეორესა ორშაბაჲთსა შჳდეულისასა ოხითა, ჴმაჲ ბ გუერდი - რომელმან დაჰბაჲდნა მხოლომან გულნი ჩუენნი, მოიჴსენე, რამეთუ მიწანი ვართ ... (12v-13r).
- მეორესა ორშაბათსა მწუხრი, დ გუერდი - ვითარმედ გხად. ვისმე ემსგავსე შენ, უბაჲდრუკო, დაჴსნილო სულო ჩემო ... (13r-14v).
- ორშაბაჲთსა მეორისა შჳდეულისასა, რაჲთა არა გჳყუარდენ სოფლისა ამის საშუჱბელნი სურვილისათჳს საუკუნეთა კეთილთასა. გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, სარბიელსა წმიდათა მარხვათასა წინამდებაჲრედ აქუს ღუაწლი მარხვისა ... (14v-16r).
-
7. სამშაბათსა მეორესა ცისკრად ხუჱდრნი. ბ - ვიხილეთ. სულთქმით ცრემლეოდე, სულო, და ინანდი, რამეთუ მოსლვა ღმრთისაჲ მოახლებულ არს ... (16r-18r).
- მეორესა შჳდეულისა სამშაბათსა განთიად. ოხითა. ბ გუერდი - ღირსად გალობაჲდ შენდა ვერ შემძლებელ ვართ ... (18r-18v).
- სამშაბათსა მწუხრი. ა. ზეცისა გან. - ქრისტე ღმერთო, რომელიცა მოხუჱდ ცოდვილთათჳს ცხორებაჲდ ... (18v–20r).
- სამშაბათსა მეორისა შჳდეულისასა სულიერისა დღესასწაულისათჳს, რაჲთა მივემთხჳვნეთ სასუფეველსა ცათასა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ვითარცა სოფელსა შინა იქმნებ[ი]ან კრებაჲნი აქა და იქი წლითიწლად ... (20r-21r).
-
8. ოთხშაბაჲთსა ცისკრად ხუჱდრნი. განძლიერდასა. უფლისა მიერ ღმრთისაჲ - ჯუარსა ზედა განიპყრენ ჴელნი შენნი, ქრისტე, და წყევა იგი პირველისა მამისა აღჴოცე, სიტყუაო ღმრთისაო ... (21r-22v).
- ოთხშაბაჲთსა მეორესა შჳდეულისასა განთიად. ოხითა. ჴმაჲ ა გუერდი - ღმერთო მაღალო, რომელი ცათა შინა დამკჳდრებულ ხარ, რომელმან დაჰბადენ ყოველნი სულნი, გუაცხოვნენ ჩუენ ... (22v-23r).
- ოთხშაბათსა [...] მწუხრი [...] ა გუერდი. სუფევს ღმერთი - ვედრებითა მოციქულთათა ღირს-გუყვენ, მაცხოვარ, აღსრულებაჲდ მარხვისა ... (23r-24r).
- ოთხშაბაჲთსა მეორისა შჳდეულისასა, რაჲთა დავიცვათ სული ჩუენი განმხრწნელთა ვნებაჲთაგან. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, ვიმარხეთ, რაჲ პირველი იგი შჳდეული სხუჱბრ რაჲმე აღუჩნდით ურთიერთას ... (24r-v).
-
9. პარასკევსა მეორესა მწუხრი. შემდგომად პარასკევთა წმიდათა მარხვათასა მწუხრი. უკუეთუ არა იყოს ჴსენებაჲ წმიდათა ორმეოცთა, ანუ წინამორბედის თავის პოვნა და ანუ დღესასწაული ხარებისა, უფალო ღაღადყავსაჲ. უქცევთ ათთა მუჴლთა ზედა, რომლისაცა ჴმაჲ იყოს. გერი მის დღისა და ორგზის ვიტყჳთ მას. ჴმაჲ დ. ცანი ცათანი ბ გზის. აწ არს ჟამი შე. და ოთხთა წმიდათასა ჴმისათა და სამთა სათუჱოსათა, ხოლო ორგზის ვიტყჳთ ერთსა მათგანსა ... (25r).
- პარასკევსა მწუხრი. წარდგომაჲ, ფსალმუნი: წყალობაჲმან შენმან და ჭეშმარიტებაჲ. დასდებელი: თმენით დაუთმე უფალსა და მომხ. დაბადებისა საკითხავი - და იყო ნოე ხუთასის წლის და შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ ... (25r-26r).
- პარასკევსა მეორისა შჳდეულისასა ერთობისათჳს და სიყუარულისათჳს და მჴნედ ტჳრთვად ტკივილთა [...] და მიმთხუჱვად სასუფეველსა ცათასა - ძმანო და მამანო, მიხარის თქუენთჳს გლახაკსა ამას ... (26r-27r).
-
10. შაბათსა მეორესა ხუჱდ[რნი] ოთხფსალმუნნი. ღაღადყავსა. დ გუერდი. ვედრებაჲსა - მრავალთა მ[ა]თ ჭირთა მოთმინებითა მოწამეთა ბევრეულნი მბრძლონი უსჯულოთანი დასცნეს ... (27r-29v).
- შაბათსა მეორისა შჳდეულისასა მოქალაქობისათჳს კეთილ[ი]სა და ჴსენებისათჳს [...] და მერმისა მოსაგებე[... ], გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, მნებაჲვს უწყებაჲ სიყუარულისა თქუენისა ... (29v-33r).
-
11. მესამესა კჳრიაკესა[ ....]ნგნ ყოველი მო[... ...]და საქმე [...], გუაკურთხენ, მამაო - [ძმანო და] მამანო, შვილნო, ვითარცა [...]ლსა თქუენსა უფალსა [...]აც თჳსა მსახურებისა საქმე, ეგრეთვე მეცა თანამდევ ვართ ქუენდა ... (33r-35v).
- [მეო]რესა კჳრიაკესა რაჲთა მშჳდობით, [მ]ყუდროებით აღვასრულებდ[...] დღეთა მარხვისათა სასოებითა [....] სახარებისათა. გუაკურთხენ, მამაო - ... [ძმანო და მ]ამანო, კეთილ არს მარხვა [...]ჩნდეს თჳსებაჲ თჳსი, რომელ [...]დებაჲ სიმშჳდე, მყუდრო ... (35v-37r).
-
12. ორშაბაჲთსა ხუჱდრნი. უგალობდითსაჲ - ეტლთა სიმრავ. რომელსა ღმრთეებრ მოწყალებაჲ გაქუს, სინანული ჩემი შეიწირე ... (37r-38v).
- მესამესა შჳდეულისასა ორშაბათსა განთიად. ოხითა დ - რამეთუ უძლურ ვართ ჩუენ და დაღონებულ ცოდვათა ჩუენთაგან ... (38v-39r).
- ორშაბათსა მესამესა მწუხრი - წმიდანო მარტ. მარხვათა ვნებანი ბოროტნი სულთა ჩუენთაგან განვიოტნეთ, ძმანო ... (39r-40v).
- ორშაბათსა მესამისა შჳდეულისასა მადლობისათჳს და მოთმინებისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, რომელთა-ესე სანთელად მგზებარედ გუაქუს სიყუარული უფლისაჲ ... (40v-42v).
-
13. სამშაბაჲთსა მესამესა ხუჱდრნი. მეოხებითსა გ გუერდი - კლდე განაპო. მიშვილა სახიერმან ზეცათა მამამან ემბაჲზისა მიერ და შემამკო კეთილად ... (42v-44r).
- სამშაბათსა მესამესა შუადღე. ოხითა. გ გუერდი - მაცხოვარი დამჴსნელი ჩუენი შენ ხარ, უფალო ... (44r-45r).
- სამშაბათისა მესამესა მწუხრი ბ. მამისგან შობ. - მადლითა მარხვისათა, უფალო, სულთა განათლებასა ღირს მყვენ მორწმუნენი ... (45r-46v).
- სამშაბათსა მესამესა შჳდეულისასა მარხვისათჳს არა ხოლო ჭამადთაგან, არამედ ყოველთა ვნებათაგან. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, განვაგრძვე სწავლა პატიოსანთა სასმენელთა თქუენთა ... (46v-48v).
-
14. ოთხშაბაჲთსა მესამესა ხუჱდრნი. განძლიერდასა - მოსავთა შენთა გ. ჯუარს-ვეცუნეთ ჩუენთჳს ჯუარცმულისა თანა და ჴორცთა ვნებაჲნი მოვაკუდინნეთ ... (48v-50r).
- ოთხშაბათსა მესამესა შუადღედ. ოხითა ა გუერდი - არსებაჲ კეთილთა საქმეთა ჩუენთა არა არს, უფალო, ხოლო შენ მოწყალე ხარ და კაცთმოყუარე ... (50r-v).
- მესამესა ოთხშაბათსა მწუხრი. ა გუერდი - სუფევს ღმერთი. მოციქულნო მაცხოვრისანო, მნათობნო ყოველთა კაცთანო … (50v-51v).
- ოთხშაბათსა მესამესა [...] შინა ამიერ განსლვისა ჩუენისათჳს, რაჲთა კრძალულად დავიცვნეთ საცნობელნი და გონება უჯეროთა გულისთქმათაგან. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, წმიდისა ამის მამისა მოძღურისა აქა ყოფასა არა ჯერ-არს ჩუენდა ზრახვად ... (51v-53r).
-
15. ხუთშაბაჲთსა მესამესა შჳდეულისასა ხუჱდრნი. მესმასა - სმენა მესმა ძლიერი. მნათობაჲდ გამოსჩნდით თქუენ ეკლესიისა სამყაროსა, მოციქულნო ... (53r-54v).
- ხუთშაბათსა მესამისა განთიად. ოხითა. გ გუერდი. - უკეთუ უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგებდე, კაცთმოყუარეო ... (54v-55r).
- ხუთშაბათსა მესამესა მწუხრი. ა გუერდი - ჭეშმარიტო სიტკბოებაო, რომელმან ოდესმე ... (55r-57r).
- ხუთშაბაჲთსა მესამესა, რაჲთა მადლობით მოვითმენდეთ მწუხარებაჲთა მომავალთა ჩუენ ზედა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, საქმეთა ჩუენთა ვხედავ, ვითარ ბოროტ არიან ... (57r-v).
-
16. პარასკევსა მესამესა ხუჱდრნი. ღამითგანსა. დ გუერდი - რომელმან ღამისგან. განმკურნე მე, უფალო, ცოდვათა ჩემთა მიერ მოწყლული მწარედ ... (58r-59r).
- პარასკევსა მესამესა შუადღე. ოხითა. დ გუერდი - სიტყჳთ დაამტკიცენ ყოველნი დაბადებულნი, ყოვლად ძლიერო ღმერთო ... (59r-60r).
- პარასკევსა მესამესა მწუხრი. დ გუერდი - მსაჯულო ყოველთაო, მოსლვასა შენსა საშინელად ... (60r-61v).
- პარასკევსა მესამესა მოთმინებისათჳს განსაცდელთასა და მარხვისათჳს. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, გუშინ შფოთმან მომიცვნა და დღეს დაწყნარებაჲმან ... (61v-62r).
-
17. შაბათსა მესამესა ხუჱდრნი. ოთხფსალმუნნი. ღაღადყავსა დ - შთავარდი. სისხლთა წუჱთითა მორწყენით გულნი ქრისტეს მორწმუნეთანი ... (62r-64r).
-
18. მესამესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა თაყუანისცემა ჯუარისა. ჩუჱულებისაებ[რ] ფსალმუნებაჲ. უფალო, ღაღადყავსაჲ. უქცევთ ი-თა მუჴლთა ზედა და ვიტყჳთ დასდებელთა აღდგომისათა გ-თა და აღმოსავლურთა გ-თა და პატიოსნისა ჯუარისაჲთა დ-თა. მუჴლი ბ -გზის. ჴმაჲ ა გუერდი. გიხაროდენნი - გიხაროდენ, ცხოველსმყოფელო ჯუარო, ქრისტიანეთა შესავედრებელო ... (64r-v).
-
19. სამშაბათსა მეოთხესა მწუხრი - მოგიცემიე. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ ძელსა ცხორებისა ჩუენისასა ... (65r-66v).
- სამშაბათსა მეოთხესა საშინელის მისთჳს სასჯელისა და მერმისათა მოსაგებელისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო და შვილნო, უკეთუ უნდოსა ამას სწავლისა ჩემისაგან ... (66v-73v).
-
20. ოთხშაბათსა მეოთხესა შუადღედ. ოხითა - ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, მეუფეო ... (73v-74r).
- ოთხშაბათსა მეოთხესა მწუხრი. ჩუეჱულებისაებრი ფსალმუნებაჲ. ა. წმიდანო მარტჳ. - წყლითა მარხვისათა სულნი ჩუენნი განვიბანნეთ, ძმანო, ბრწყინვალედ ... (74r-76r).
- ოთხშაბათსა შუა მარხვისასა, ვითარმედ აღვსებაჲ ესე სახე არს მერმისა მის და საუკუნოსა აღვსებისა - ძმანო და მამანო, აჰა ესერა, მარხვანი წარვლენ და უხარის სულსა მოწევნისათჳს აღვსებისა ... (76r-77v).
-
21. ხუთშაბათსა დ გუერდი - ეტლთა მ. მოვედით, დღეს, მორწმუნენო, გულითა და გონებითა წმიდათა ... (77v-80v).
- ხუთშაბათსა მეოთხესა განთიად. ოხითა - ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, მეუფეო ... (80v-81r).
- მეოთხესა ხუთშაბათსა მწუხრიდ - მოგიცემიეს. შემდგომად საწადელისა ღირს-ქმნილნი ესე ამბორის-ყოფად ... (81r-82v).
- ხუთშაბათსა მეოთხესა მადლობისათჳს და წესირებისა. გუაკურთხენ - ძმანო და მამანო და შვილნო, მოგიწოდ თქუენ სწავლად და მნებავს, რაჲთამცა მრავალსახე და თითოფერი სიტყუაჲ მაქუნდა ... (82v-84v).
-
22. პარასკევსა მეოთხესა ხუჱდრნი დ გუერდი. ღამითგანსა - სამგზის სანატ. განწმედილითა სულითა და ბაგითა, ძმანო, ცხორებისა ჩუენისა ძელსა ამბორს-უყოთ ... (84v-86v).
- პარასკევსა მეოთხესა შჳდეულისასა განთიად. ოხითა. ჴმაჲ ა - რომელნი მაღლით უხილავად გუბრძვანან ჩუენ ... (86v-87r).
- პარ[ასკევსა] დ მწუხრი. გ გუერდი მჯდომარე] (87r-88v).
შენიშვნა:შენიშვნა: სათაური აღდგენილია 1448/4 ხელნაწერის მიხედვით.
-
23. ოთხშაბათსა მეხუთესა ხუჱდრნი, დ გუერდი. განძლიერდასა - არავინ არს. დასჯილი ცოდვითა, რომელმან ესე განგარისხე, სახიერ ... (88v-90r).
- ოთხშაბათსა ე განთიად. ოხითა. ა - წყალობანი იგი წმიდათა შენთანი, რომელ შენთჳს თავს-ისხნეს, მიიხუჱნ ... (90r-90v).
- ოთხშაბათსა ე მწუხრი. უკუეთუ სიწმიდის განახლებაჲ იყოს, პირველად სტიქარონნი ორგზის და ზედა ესე ოთხნივე და მერმე ანდრიას გალობანი და თუ განახლებაჲ არა იყოს, პირველად მჴნეონნი და ზედა ედემი და მერმე ანდრიასნი. სტიქარონი - რბიოდე შენ, სულო ჩემო, გზასა ამას მარხვისასა შემკული კეთილად ... (90v-991).
დასდებელნი სინანულისანი. უფალო, ღაღადყავსაჲ - მინდა ცრ. დაინთქნეს. ყოველი ცხორებაჲ ჩემი, მეძავთა და მეზუერეთა თანა წარეგების ... (91r-94r).
- ოთხშაბათსა მეხუთესა შჳდეულისასა, რაჲთა განვიწმიდნეთ თავნი თჳსნი ყოვლისაგან შეგინებისა სინანულისა მიერ ღმრთივმონიჭებულისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, შეგაწუხნა თქუენ წყლულებამან ფერჴისა ჩემისამან ... (94r-95v).
-
24. ხუთშაბათსა ე ხუჱდრნი გ. მესმასა - მესმა, უფალო. მარხვითა მოქალაქობდეს ღმრთივგანათლებულნი ქრისტეს მოციქულნი ... (95v-96v).
- გალობანი სინანულისანი თქმული წმიდისა ანდრია იერუსალჱმელისანი კრიტელ მთავარეპისკოპოსისანი. უგალობდითსა. ბ გუერდი - შემწე და მჴსნელ და მფარველ მეყო მე მაცხოვარებაჲდ ჩემდა ესე ღმერთი ჩუენი ... (97r-109r).
- გალობანი წმიდისა შიოსნი - ზღუაჲ მეწ. იესუ ღმერთო, ზეცით მოჰმადლე უღირსსა სულსა სულისა შენისა საცნაური მადლი … (109r-110v).
-
25. ხუთშაბათი[...] ავაზაკი გგმობდა და ავაზაკი ღმრთად გხადოდა [...]ივე შენ თანა ჯუარცმულ იყვნეს, არამედ, მჴსნელო ჩემო, მეცა ... (111r-v).
-
26. ხუთშაბათისა მეხუთესა გ[ან]თიად. ოხითა. ს[....] (112r-113v).
-
27. [... ...] არს ჩუენდა [ ... ...]ებითა და გულსმოდგინ[... ... ] ვიქმოდით ცხორებასა ჩუენ [...] [გ]უაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, [ ... ]საქმისა ჟამი არს... (113v-116v).
-
28. [პარასკე]ვსა ე. შუადღე ოხითა - [...... ] (116v-118r).
-
29. [პარასკევსა ე შჳდეულისასა, ვითარმედ არაჲ ჯერ-არს, რაჲთა განუღოთ კარი ეშმაკსა შეწყნარებად ბოროტთა გულისსიტყუათა. მამაო, გუაკურთხენ] ... (118r-120v).
-
30. [შაბათსა ხუჱდრნი. ღაღადყავსა. ბ გუერდი] - სოფლი[სა ზღ. მსგავსად] ქვათა [რჩეულთა გო]რვიდეს ... (120v-123v).
-
31. [შაბათსა ე შჳდეულისასა, რაჲთა გულსმოდგინედ წინააღუდგეთ ბრძოლასა უკეთურთა ეშმაკთასა. გუაკურთხენ მამაო - ძმანო და მამანო, ვინათგან დღ[ეთა] [მათ] მარხვისათა შემოვლენ ჩუენდა ამბავნი სოფლიოთა საქმეთანი ... (123v-129v, 131r-v).
-
32. შაბათ[სა ე მწუხრი შემდგომად ფსალმუნებისაჲ უფალო ღაღადყავსაჲ, დასდებელნი აღდგომისანი] ... (132r-133v).
-
33. ორშაბათსა ბზობისასა შუადღე ოხითა. ა გუერდი - ესე არს დღე საშინელი, რომლისა მწუხრსა მიწევნად არა მოველით ... (134r-v).
- ორშაბათსა მეექუსესა მწუხრი. - ყოველი სასოებაჲ. მრავალთა ცოდვათაგან და გულისთქუმათა ბოროტთა სული ჩემი გლახაკი მოუძლურებულ არს ... (134v-137r).
- ორშაბათსა ბზობისასა სწავლა წმიდისა თეოდორესი. მამაო, გუაკურთხენ - ძმანო და მამანო, დღეთა ამათ შინა წმიდათა ყოველთავე თანა მაც სწავლა ... (137r-140r).
-
34. სამშაბათსა ბზობისასა შუადღე. ოხითა. ა გუერდი - უძლეველი ზღუდე მოგიცემიეს მორწმუნეთა და უბიწო იგი დედა შენი ქალწული, ქრისტე ღმერთო ... (140r).
- სამშაბათსა მეექუსესა მწუხრად ბ. მამისაგან შობ. - მრავალთა მტრისა ბრძოლათაგან ვნებული გული ჩემი მკუდარ იქმნა და სამარესა შინა დაჴსნილობისასა მდებარე არს...(140r-141v).
- ბზობისა სამშაბათსა სწავლა საშინელისა მისთჳს, გუაკურთხენ მამაო - ძმანო და მამანო, რომელი-იგი პირუელსა მას სწავლ...(141v-143r).
-
35. ოთხშაბათსა ცისკრად ხუჱდრნი. განძლიერდასა, დ - ბუნებით ლ. მადლითა შენითა, კაცთმოყუარე, განანათლე გონებაჲ ჩუენი ... (143r-145r).
- ოთხშაბათსა ბზობისასა შუადღე, ა გუერდი - წყალობაჲ შენი, უფალო, ყავ ჩუენ ცოდვილთა თანა და ნუ მიმცემ ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთათჳს ... (145r-145v).
- ოთხშაბათსა მეექუსესა მწუხრი. გიხაროდენნი - რაჟამს წიაღ იორდანესა იქცეოდე, ქრისტე, ჴორცითა მეუფეო ... (145v-147v).
- ოთხშაბათსა მეექუსესა შჳდეულისა ჴსენებისათვის სიკუდილისა. გუაკურთხენ, მამაო - ძმანო და მამანო, რაჲმცა იყო ესრეთ კეთილ და სარგებელ სულისა ... (147v-149v, 130r-v).
-
“ქრისტე, შეიწყალე ცოდვილი პავლე“ (96v, ქვედა არშია, ტექსტის ხელით).
-
ქ. ღვინობისთვის [...] (121r, ქვედა არშია, მხედრულით).
-
აღმოსავლური მინაწერები 76r, 77v, 78r.
-
უმნიშვნელო მინაწერები და მინაჯღაბნები:
გვიანდელი მხედრული: 44v (მარცხენა ზედა არშია), 60v (მარცხენა არშია), 74v (მარცხენა ქვედა არშია).
სათაურები და საზედაო გრაფემები - მთავრულით. ტექსტი ნაწერია ორ სვეტად.
საგალობლების ავტორებიდან გაირჩევა მხოლოდ არსენი (3v).
ცხრაოდიან სისტემაზე ტრადიციულად გაწყობილი მარხვანი, შეიცავს მცირე ზომის საგალობლებსაც: წარდგომები, იბაკოები, სტიქარონები.
ტექსტისათვის დამახასიათებელია ჲ მეტობა.
ხელნაწერი ნაკლულია. ზოგიერთი ფურცელი მხოლოდ ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი: 102-104, 111-124, 126 - 132, 150 ფურცლები; აკლია შემდეგ ფურცლებს შორის: 24-25, 57-58, 64-65, 87-88, 97-98, 100-101, 104-105, 106-107, 110-111, 129-130, 132-133.
ტექსტი აღდგენილი 1448/4 ხელნაწერის მიხედვით.
ტექსტის ბოლოს, 113r-დან შემოდის სტილიზებული საზედაო გრაფემები.
ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, შედგენილია პროფ. ს. კაკაბაძის და პ. გაგოშიძის მიერ, აკად. კორნელი კეკელიძის რედაქციით, ტ.I, თბილისი, 1949, გვ. 2.
ტრიოდიონი, რომელ არს სამსაგალობელი, ტფილისი, 1901.
ენრიკო გაბიძაშვილი, ლიტურგიკა და ჰიმნოგრაფია, ბიბლიოგრაფია, თბილისი, 2011, გვ.147.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2016, გვ.9-18.
ეროვნულ არქივში ხელნაწერი შემოვიდა1924 წელს თელათგორის (ქართლი) წმიდა თევდორეს ეკლესიიდან.
ციტირება
მარხვანი. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2019. მოამზადეს: ლიკა აბრალავამ, ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ, მანანა ჭუმბურიძემ. http://manuscripts.archive.gov.ge/ka/handwriting/show/1 წვდომის თარიღი: